მეორე ეპოქის ქრონოლოგია
584 წლით დაწყებული, ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის მეორე ეპოქა არის ყველაზე ხანგრძლივი ოთხ აღწერილ ეპოქას შორის. იგი დაიწყო რისხვის ომის მოვლენების დროს ბელერიანდის ჩაძირვის შემდეგ. მეორე ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენათა შორის არის ლინდონის დაარსება და ნუმენორთან დაკავშირებული მოვლენები.
მოვლენები
რედაქტირება- 1 - რუხი ნავსაყუდლებისა და ლინდონის დაარსება.
- 32 - ედაინები ნუმენორში ჩადიან.
- 40 - მრავალი ჯუჯა ტოვებს ერედ ლეინის ძველ ქალაქებს და მორიაშიგადადის, სადაც მრავლდებიან.
- 442 - ელროს ტარ-მინიატური კვდება.
- 500 - საურონი ისევ იღვიძებს შუახმელეთში.
- 548 - სილმარიენის დაბადება ნუმენორში.
- 600 - პირველი ნუმენორული ხომალდები შუახმელეთის ნაპირებს უახლოვდება
- 750 - ნოლდორები ერეგიონს აარსებენ.
- 1000 - ნუმენორელთა გაძლიერებით შეშფოთებული საურონი, მორდორის მიწას ირჩევს გასამაგრებლად. იწყება ბარად–დურის მშენებლობა.
- 1075 - ტარ-ანკალიმე ნუმენორის პირველი მმართველი დედოფალი ხდება
- 1200 - საურონი ელდარებთან დამეგობრებას ცდილობს. გილ–გალადი უარს ამბობს მასთან კავშირზე, მაგრამ ერეგიონელი მჭედლების ნდობა მოპოვებულია. ნუმენორელები შუახმელეთის ნაპირებთან ნავსადგურებს აშენებენ.
- 1500 - ელფი მჭედლები საურონის მითითებებითა და ხელშეწყობით ოსტატობის უმაღლეს დონეს აღწევენ. ისინი ძალაუფლების ბეჭდების გამოჭედვას იწყებენ.
- 1590 - ერეგიონში სამი ბეჭდის გამოჭედვა სრულდება.
- 1600 - საურონი ოროდრუინში მმართველ ბეჭედს ქმნის. ბარად-დურის მშენებლობა სრულდება. კელებრიმბორი საურონის ვერაგულ ჩანაფიქრს ხვდება.
- 1693 - ელფებსა და საურონს შორის ომი იწყება. სამ ბეჭედს მალავენ.
- 1695 - საურონის ლაშქარი ერიადორში იჭრება. გილ–გალადი ელრონდს ერეგიონში გზავნის.
- 1697 - ერეგიონი უდაბურდება. კელბრიმბორი კვდება. მორიის კარიბჭეები იკეტება. ელრონდი გადარჩენილ ნოლდორებთან ერთად უკან იხევს და იმლადრისს აფარებს თავს.
- 1699 - საურონი ერიადორს აოხრებს.
- 1700 - ტარ-მინასტირი ნუმენორიდან ლინდონში დიდ ფლოტს გზავნის. საურონს ამარცხებენ.
- 1701 - საურონს ერიადორიდან აძევებენ. დასავლეთის მიწებზე ხანგრძლივი მშვიდობა ისადგურებს.
- 1800 - ამ დროიდან მოყოლებული ნუმენორელები სანაპიროებზე ბატონდებიან. საურონი აღმოსავლეთით ავრცელებს ყთავის ძალაუფლებას. ნუმეზირს წყვდიადის აჩრდილი ეფინება.
- 2251 - ტარ-ატანამირი ტახტზე ადის. ნუმენორში აჯანყებები და განხეთქილებები იწყება. ცხრა ბეჭდის მონები, ნაზგულები, ანუ ბეჭდის აჩრდილები, პირველად ჩნდებიან.
- 2280 - უმბარი ნუმენორელთა დიდი ციხესიმაგრე ხდება.
- 2350 - პელარგირს აშენებენ. ის ერთგული ნუმენორელების მთავარი ნავსადგური ხდება.
- 2899 - არ-ადუნახორი ტახტზე ადის.
- 3175 - ტარ-პალანტირის მონანიება. სამოქალაქო ომი ნუმენორში.
- 3255 - არ-ფარაზონ ბრწყინვალე ტახტს ძალით ეპატრონება.
- 3261 - არ-ფარაზონის ფლოტი უმბარში შედის.
- 3262 - საურონს ატყვევებენ და ნუმენორში მიჰყავთ; 3262–3310 წლებში საურონი მეფეს აცდუნებს და ნუმენორელებს წყმედს.
- 3310 - არ-ფარაზონი დიდი არმადის შენებას იწყებს.
- 3319 - არ-ფარაზონი ვალინორს უტევს. ნუმენორის დაცემა. ელენდილი და მისი შვილებიჩაძირული კუნძულიდან გარბიან.
- 3320 - დევნილთა სამეფოების, არნორისა და გონდორის დაარსება. პალანტირებს ანაწილებენ. საურონი მორდორში ბრუნდება.
- 3429 - საურონი გონდორს უტევს. მინას ითილს იპყრობს და თეთრ ხეს წვავს. ისილდური ანდუინით გარბის და ჩრდილოეთში ელენდილთან ჩადის. ანარიონი მინას ანორს და ოსგილიათს იცავს.
- 3430 - ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი კავშირი იკვრება.
- 3431 - გილ-გალადი და ელენდილი იმლადრისიდან აღმოსავლეთში მიემართებიან.
- 3434 - გაერთიანებული ლაშქარი ნისლიან მთებზე გადადის. დაგორლადის ველზე ბრძოლა იმართება და საურონს ამარცხებენ. ბათდ–დუნოს ალყა იწყება.
- 3440 - ანარიონს კლავენ.
- 3441 - გილ-გალადი და ელენდილი საურონის ძალაუფლებას ამხობენ. თავად ბრძოლაში იღუპებიან. ისილდური ძალაუფლების ბეჭედს ისაკუთრებს. საურონი ხანგრძლივი დროით უჩინარდება და ბეჭდის-აჩრდილები წყვდიადში ბრუნდებიან მეორე ეპოქა მთავრდება
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ. ტოლკინი (2011), მეფის დაბრუნება, თბილისი: ქია ქარჩხაძის გამომცემლობა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არდის ქრონიკები
- ინტერაქტიული ქრონოლოგია
- მეორე ეპოქის ქრონოლოგია საიტზე Tolkien Gateway