მაედროსი
მაედროსი (ს) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ერთ-ერთი ნოლდო და ფეანორის ყველაზე უფროსი ძე.
ისტორია
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ფეანორი ტირიონიდან გამოაძევეს, მაედროსი მამას ფორმენოსში გაჰყვა. როდესაც მორგოთმა ფინუე მოკლა და მოიპარა სილმარილები, მაედროსმა პირველმა დადო საზარელი ფიცი, რომ მათ დაიბრუნებდა.
პირველ ეპოქაში მაედროსი, მამამისი და მისი ძმები ფიცმა შუახმელეთში მიიყვანა, სადაც მათ ჩამოაყალიბეს დამალული სამეფოები და მორგოთს ომი გამოუცხადეს, ებრძოდნენ სხვა ელფებს და საბოლოოდ საკუთარი დინასტიების დანგრევა გამოიწვიეს.
დაგორ-ნუინ-გილიათის შემდეგ, რომელშიც ფეანორი მოკლული იქნა, მაედროსი მორგოთმა შეიპყრო და ცალი ხელით ჩამოჰკიდა თანროგოდრიმზე. გადარჩენის მცდელობისას ფინგონმა, თორონდორის დახმარებით იგი მოხსნა, მაგრამ იძულებული გახდა, მაედროსის ხელი მოეკვეთა, რათა ბორკილისგან გაეთავისუფლებინა. პასუხად ამაზე მაედროსმა ფინგოლფინს, ფინგონის მამას ნოლდორთა მეფის წოდება მიანიჭა, რაც მის ძმებს არ მოეწონა.
ხედავდა რა, რომ ძმები საკუთარ ნათესავებთან მტრობას გამოიწვევდნენ, მაედროსმა ისინი ჰითლუმიდან გააძევა და მოგვიანებით მართავდა ჰიმრინგის გორასთან მდებარე მიწებს. ეს ადგილი მოგვიანებით მაედროსის ჭაობის სახელით გახდა ცნობილი. ფინგოლფინთან ერთად მან გაიმარჯვა დაგორ აგლარების ბრძოლაში და დაგორ ბრაგოლახის შემდეგ, ჰიმრინგი საბოლოოდ გაამყარა, როდესაც ელფთა სხვა სამეფოები დაეცა.
შეიტყო რა ბერენისა და ლუთიენის თავგადასავლის შესახებ, დიდი იმედით იგი ელფთა სხვა დინასტიებთან გაერთიანდა, შექმნა მაედროსის გაერთიანება, რომელსაც უნდა აეღო ანგბანდი. გაერთიანება და ალყა უკუქცეული იქნა ნირნაეთ არნოედიადისას. ჰიმრინგი მოიცვეს ორკებმა.
მაედროსმა შეიტყო, რომ დორიათელი ელუინგი, ლუთიენისა და ბერენის შვილიშვილი, ფლობდა სილმარილს, რომელიც ბერენმა მორგოთს წაართვა. ფიცით შეკრულმა, მან კელეგორმი დაარწმუნა დორიათის აღების აუცილებლობაში. კელეგორმი, კარანთირი და კურუფინი დაჭრა ბერენის ძემ, დიორ ელუხილმა, დორიათის მეფემ, მაგრამ თავადაც იქნა დაჭრილი მათ მიერ. დიორის შვილები, ელურედი და ელურინი ტყეში კელეგორმის მსახურებმა შეიპყრეს და მიატოვეს. მათ საძიებლად მაედროსი გამოემართა. შეიტყო რა, რომ ელუინგი გადარჩა, ძმებთან ერთად დიდი ჯარით დორიათის ხალხს შეესია, რომელიც სირიონის ნავსადგურში ცხოვრობდა. ნოლდორმა უფლისწულებმა ბევრი ელფი მოკლეს და შეიპყრეს ელრონდი და ელროსი, ელუინგის შვილები. ელუინგი და მისი მეუღლე, ეარენდილი, გაიქცნენ ამანში და თან გაიყოლეს სილმარილიც.
რისხვის ომის შემდეგ მაედროსმა და მაგლორმა მოიპარეს დარჩენილი სილმარილები, რომლებიც ვალარებმა მორგოთს წაართვეს. მაგრამ საზარელი ფიცის გამო, ორივემ ძმებს ხელები დაუწვა. აუტანელი ტკივილის გამო მაედროსი გადახტა ცეცხლოვან უფსკრულში და ასე დაიკარგა სილმარილიც, რომელიც ხელთ ეპყრო.
ეტიმოლოგია
რედაქტირებამაედროსის მამის-სახელი იყო ნელიაფინუე, რაც ნიშნავს ფინუე მესამეს, შემოკლებით - ნელიოს, ვინაიდან მისი მამაც და ბაბუაც იყენებდნენ სახელ ფინუეს. ნელია ქუენიაზე ნიშნავს მესამეს. მისი დედის-სახელი იყო მაიტიმო, რაც აღნიშნავდა მის შესანიშნავ გარეგნობას. მისი ეპესე იყო რუსანდოლი, „სპილენძის-თავი“, აღნიშნავდა რა მის წითელ თმას, რომელიც მაჰტანისგან გადმოეცა. იგი მომდინარეობს სიტყვისგან რუსა, რაც ქუენიურად წითელთმიანს ნიშნავს.
ერთ-ერთი ვერსიით, სახელები მაიტიმო და რუსანდოლი სინდარულად ქცეულ მაედროსის (მაიტ+რუს) საძირკველია.
ადრეულ ნამუშევარში ეტიმოლოგიები სახელი მაედროსი ორიგინალური ნოლდორულია და ნიშნავს მკრთალად-მოელვარეს. იგი შექმნილია სიტყვების მაიდ (მკრთალი) და არქაული როსის (გაელვება) შეერთებით.
გენეალოგია
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1977), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., სილმარილიონი, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-25730-1
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაედროსი — საიტზე Tolkien Gateway