მორგოთის ბეჭედი“ (ინგლ. Morgoth's Ring) — კრისტოფერ ტოლკინის მიერ შედგენილი „შუახმელეთის ისტორიის“ მეათე ტომი. ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის ხელნაწერებს.

ამ ტომში იწყება შემდგომში „სილმარილიონად“ ცნობილი ციკლის მიმოხილვა.

წიგნში განიხილება ნაწერები, რომლებსაც ჯ. რ. რ. ტოლკინი „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოქვეყნების შემდეგ დაუბრუნდა. ეს არის ამანის შესწავლა, ხოლო წიგნის მეორე ნაწილი ბელერიანდის ლეგენდებს ეხება.

  • აინულინდალე
  • ამანის მატიანე
  • გვიანდელი ქუენტა სილმარილიონი
    • პირველი ფაზა
      • ვალარების შესახებ
      • ვალინორისა და ორი ხის შესახებ
      • ელფთა მოსვლის შესახებ
      • თინგოლისა და მელიანის შესახებ
      • ელდანორისა და ელდალიეს უფლისწულთა შესახებ
      • სილმარილებისა და ვალინორის დაბნელების შესახებ
      • ნოლდორთა გაქცევის შესახებ
      • მზისა და მთვარის და ვალინორის დამალვის შესახებ
    • მეორე ფაზა
      • ვალაქუენტა
      • ფინვესა და მირიელის ამბის ადრეული ვერსია
      • ელდართა კანონები და ტრადიციები
      • ფინვესა და მირიელის ამბის გვიანდელი ვერსიები
      • ფეანორისა და მელკორის გათავისუფლების შესახებ
      • სილმარილებისა და ნოლდორთა მღელვარების შესახებ
      • ვალინორის დაბნელების შესახებ
      • სილმარილების გატაცების შესახებ
      • ქურდების განხეთქილების შესახებ
  • Athrabeth Finrod ah Andreth
  • გარდაქმნილი მითები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება