ჰურინის შვილები
„ჰურინის შვილები“ (ინგლ. The Children of Húrin) — ჯ. რ. რ. ტოლკინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომელიც გამოიცა 2007 წელს. თავდაპირველად იგი დაიწერა 1910 წელს, დამუშავდა რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ არ იქნა დასრულებული 1973 წლამდე. მწერლის შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა, თავად შეძლო მამის ნაშრომის რედაქტირება და აქცია იგი პროზად - იმ დროს, როდესაც ორიგინალი წარმოდგენილი იყო პოემის სახით. 2007 წლის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ „ჰურინის შვილების“ წინა ვერსიები სხვადასხვა წლებში შეტანილი იყო სხვა წიგნებშიც, არის რომანის ყველაზე სრულყოფილი ვარიანტი.
„ჰურინის შვილები“ | |
---|---|
The Children of Húrin | |
წიგნის გარეკანი, ალან ლის მხატვრობა | |
ავტორი |
ჯ. რ. რ. ტოლკინი; კრისტოფერ ტოლკინი (რედ.) |
ილუსტრატორი | ალან ლი |
გარეკანის მხატვარი | ალან ლი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
თემა |
ტრაგედია წყევლა დრამა მოგზაურობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი |
HarperCollins (ბრიტანეთი) Houghton Mifflin Harcourt (აშშ) პალიტრა L (საქართველო) |
გამოცემის თარიღი | 16 აპრილი, 2007 |
მთარგმნელი | გიორგი გომართელი[1] |
ქართულად გამოიცა | 1 აგვისტო 2017[2] |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
გვერდი | 320 |
oclc | 78790549 |
წინამორბედი | Narn i Hîn Húrin და როვერანდომი |
მომდევნო | ლეგენდა სიგურდსა და გუდრუნზე |
ISBN | 978-0-618-89464-2 |
2017 წლის 1 აგვისტოს წიგნი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე[2].
წინარეისტორია
რედაქტირებამთავარი პერსონაჟების ისტორია და წარმომავლობა მოცემულია წიგნის შესავალში. წინარეისტორიის დიდი ნაწილი წარმოდგენილია სილმარილიონის ქრონიკებში. ყველაფერი იწყება წიგნის მოვლენებამდე 500 წლით ადრე. მორგოთი, ვალა, გარბის ვალინორიდან და სახლდება შუახმელეთში. ანგბანდის ციხესიმაგრიდან იგი ცდილობს შუახმელეთის მართვას და იწყებს ბელერიანდის ელფებთან ბრძოლას.
თუმცა, ელფთა სამეფოების დიდი ნაწილი მყარად დგას. მათ შორის არის დორიათი, რომელსაც მეფე თინგოლი მართავს. გარკვეული დროის შემდეგ ნოლდორელი ელფები მოხვდებიან ბელერიანდში, შემდეგ კი, სინდარელ ელფებთან ერთად ანგბანდზე იერიშით მიდიან. შუახმელეთში ყალიბდება ახალი სამეფოები. ასეთებია ჰითლუმი (ფინგონის სამეფო), ნარგოთრონდი (ფინროდ ფელაგუნდის სამეფო) და გონდოლინი (ტურგონის სამეფო).
გადის სამი საუკუნე. ამ პერიოდში ბელერიანდში ადამიანები ჩნდებიან. ისინი არიან ედაინები, დასავლეთში გაქცეულთა შთამომავლები. ბეორის საგვარეულო ლადროსის მიწას მართავს, ჰალეთის ხალხი ბრეთილის - ტყეს, ხოლო ჰადორის საგვარეულოს ძალაუფლება ვრცელდება დორ-ლომინის ტერიტორიაზე. მოგვიანებით ბელერიანდში ჩნდებიან სხვა ადამიანებიც, კერძოდ - აღმოსავლელები, რომელთა ნაწილი მორგოთთან კავშირშია.
ანგბანდის ალყის, უეცარი ცეცხლის ბრძოლის დროს მორგოთი იმარჯვებს. ბეორის საგვარეულო განადგურებულია, ელფთა და ედაინთა რიგებში დიდი დანაკარგია, თუმცა მრავალი სამეფო კვლავ გადარჩენილია, მათ შორის - დორ-ლომინი, სადაც მეფობა ჰურინ თალიონის ხელში გადადის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წიგნის ანონსი დაარქივებული 2007-09-23 საიტზე Wayback Machine.
- ხშირად დასმული კითხვები დაარქივებული 2014-03-14 საიტზე Wayback Machine.
- წიგნის ანონსი დაარქივებული 2007-09-15 საიტზე Wayback Machine. (HarperCollins)
- ინტერვიუ წიგნის შესახებ ადამ ტოლკინთან (ინგლისური ვერსია მოცემულია გვერდის ბოლოს)
- წიგნის წარდგენა დაარქივებული 2007-03-22 საიტზე Wayback Machine. საიტზე Tolkien-Online.com