როვერანდომი
როვერანდომი (ინგლ. Roverandom) — ჯ. რ. რ. ტოლკინის 1925 წლის მოთხრობა, რომელსაც იგი თავის შვილს, მაიკლს უამბობდა. მასში საუბარია პატარა ძაღლ როვერზე. სიუჟეტის მიხედვით, განრისხებული მაგი მას სათამაშოდ აქცევს. როვერი მოგზაურობს მთვარეზე და წყალქვეშ, რათა მოძებნოს მაგი, პატიება სთხოვოს და თავი ჩვეულებრივ ძაღლად გადააქცევინოს.
„როვერანდომი“ | |
---|---|
Roverandom | |
გამოცემა მაგარი ყდით. | |
ავტორი | ჯ. რ. რ. ტოლკინი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი |
სიურრეალიზმი ფენტეზი ზღაპარი |
გამომცემელი | HarperCollins |
გამოცემის თარიღი | 1998 |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
გვერდი | 144 (მაგარი ყდა) |
წინამორბედი | შუახმელეთის ხალხები |
მომდევნო | ჰურინის შვილები |
ISBN | 978-0007523283 |
ავტორმა ეს ისტორია მიუძღვნა შვილ მაიკლ ტოლკინს, რათა გაემხნევებინა იგი, როდესაც მან დაკარგა საყვარელი სათამაშო - ტყვიისგან ჩამოსხმული პატარა ძაღლი. წიგნში თხრობა მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივ ზღაპარში, მაგრამ მასში ბევრი ალუზია და სურეალისტური ფრაგმენტია.
პერსონაჟები
რედაქტირება- მთავარი
- როვერ(ანდომი) - მთავარი პერსონაჟი - პატარა, უხეში ძაღლი, რომელსაც აქცევენ სათამაშოდ.
- არტაქსერქსი - სპარსელი მაგი, რომელიც როვერს სათამაშოდ აქცევს.
- პსამათოს პსამათიდესი - პსამათისტების მეთაური.
- მიუ - თოლია, რომელსაც როვერანდომი მიჰყავს მთვარეზე.
- ადამიანი მთვარიდან - უდიდესი მაგი. სწორედ იგი არქმევს როვერს როვერანდომს, რადგან მასაც ჰყავს ძაღლი, სახელად როვერი.
- როვერი - მთვარის ძაღლი.
- მეორეხარისხოვანი
- ტინკერი - კატა, რომელთანაც როვერი ცხოვრობდა სათამაშოდ გადაქცევამდე.
- ბიჭუნა - როვერანდომის პატრონი.
ადგილები
რედაქტირება- მთვარე
- ყურე
- ძაღლების კუნძული
- წყალქვეშ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როვერანდომი — საიტზე Tolkien Gateway