გნომები
გნომები (ინგლ. Gnome) — გამოგონილი არსებანი, რომლებიც ევროპულ მითოლოგიაში (განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში) წარმოდგენილია, როგორც მიწისქვეშეთში მცხოვრები ჯუჯა კაცუნები. [1] გნომებს ბევრ რამეში ადამიანებზე მეტი უნარი გააჩნიათ: უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, მარტივად აყალბებენ ძვირფას ქვებს. ზოგიერთი მითის თანახმად, გნომები კეთილი და შრომისმოყვარე ხალხია და ადამიანებთან მეგობრული კონტაქტებიც აქვთ. გნომები დახელოვნებული მჭედლები არიან და ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვთ. მათ ზოგჯერ აიგივებენ ელფებთან. ლეგენდებში არსებობს გნომთა მიწისქვეშა სამეფოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 194.