რადაგასტი
რადაგასტ ჟღალი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. წიგნებში იგი წარმოდგენილია, როგორც ჯადოსანი და ისტარების ორდენის წევრი. რადაგასტი ჩნდება წიგნებში „ბეჭდის საძმო“, „სილმარილიონი“ და „დაუსრულებელი თხზულებები“. იგი აგრეთვე ნახსენებია რომან „ჰობიტში“.
რადაგასტი | |
---|---|
რადაგასტის ფიგურა ფილმების სერიიდან „ჰობიტი“, Weta Exhibit, სეული, სამხრეთი კორეა | |
სხვა სახელები | ჟღალი, აივენდილი |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | მაია |
ნაწარმოები |
„ჰობიტი“ (ნახსენებია) „ბეჭდის საძმო“ „სილმარილიონი“ „დაუსრულებელი თხზულებები“ |
პიტერ ჯექსონის ფილმში „ბეჭდის საძმო“ იგი არ არის ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებში მონაწილეობდა მსახიობი, რომელსაც მისი როლი უნდა შეესრულებინა. კინოტრილოგიაში „ჰობიტი“ პერსონაჟის როლს ასრულებს მსახიობი სილვესტერ მაკ-კოი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაშუახმელეთში რადაგასტი დასახლდა როსგობელში, ბნელტევრის დასავლეთ საზღვართან. ბეორნი, რომელიც იცვლიდა ფორმებს, მას კარგად იცნობდა. ამბობენ, რომ რადაგასტის ქოხი მდებარეობდა ქაროკის და ძველისძველი ტყის გზებს შორის, ბნელტევრის დასავლეთ საზღვართან.
რადაგასტი დაუმეგობრდა ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებსაც ესაუბრებოდა. ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ველურ პირობებში და ელფებსა და ადამიანებს ხშირად არ ეკონტაქტებოდა.
მესამე ეპოქის 3018 წელს სარუმანმა მას უბრძანა, მოეძებნა განდალფ რუხი და ეთქვა მისთვის, რომ ახლომახლოში ნაზგულები დახეტიალობენ. რადაგასტი განდალფს შუა ზაფხულის დღეს, მწვანე გზაზე, ბრისთან შეხვდა და გადასცა სარუმანის სიტყვები. განდალფი გაემგზავრა იზენგარდში, ხოლო რადაგასტის მითითებით, არწივებმა ამბები შორს გაავრცელეს, გოლუმის ბნელტევრიდან გაქცევის, ორკებისა და ვარგების და ნაზგულების შესახებ შუახმელეთის მრავალ ადგილას გახდა ცნობილი. არწივი გვაიჰირი კი იზენგარდამდე მიფრინდა და სწორედ მაშინ გადაარჩინა სარუმანის მიერ დაპყრობილი განდალფი.
მიუხედავად იმისა, რომ განდალფისთვის რადაგასტის ბუნებასთან კავშირი სასარგებლო აღმოჩნდა, ჩანს, რომ საურონთან ბრძოლისას მას დიდი როლი არ ჰქონია. ამბობენ, რომ შედეგად, მხოლოდ განდალფი „ასრულებდა თავის დავალებას“ ღირსეულად და ამიტომ, სწორედ მას ჰქონდა უფლება, დაბრუნებულიყო უკვდავ მიწებში. შესაძლოა, რადაგასტი სამუდამოდ დარჩა ცხოველთა სამყაროში, მაგრამ მისი ბედი უცნობია.
ეტიმოლოგია
რედაქტირებატოლკინის თქმით, Radagast არის სიტყვა ანდუინთან მოსახლე ადამიანების ენაზე და მისი მნიშვნელობა განმარტებას არ ექვემდებარება. შესაძლოა, იგი უკავშირდება ძველ ინგლისურ ენას. gast-ის მნიშვნელობა იყო სული. rad შესაძლოა, მომდინარეობს სიტყვისგან gerad - ბრძენი ან rudu - ღაჟღაჟა.
ამბობენ, რომ არსებობდა სლავური ღვთაება რადაგასტი - მოგზაურთა ღვთაება და სტუმართმოყვარეობის მფარველი. მისი სახელი მომდინარეობს ძველი სლავური სიტყვისგან raditi - მოვლა, პატრონობა, ზრუნვა და gost - სტუმარი, უცნობი.
სახელი Aiwendel ნიშნავს ფრინველთა მეგობარს (ქუენიურად) - aiwe (ფრინველები) და დაბოლოება -nil / -ndil (მეგობარი). სარუმანმა მას უხეშად უწოდა ფრინველთგამწვრთნელი, რადაგასტ არარაობა და რადაგასტ ბრიყვი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რადაგასტი — საიტზე Tolkien Gateway