ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

(გადამისამართდა გვერდიდან ბეჭდის საძმო (ფილმი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ (ინგლ. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring) — 2001 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. იგი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველ ნაწილს, „ბეჭდის საძმოს“[4][5][6]. „ბეჭდის საძმო“ პირველია ტრილოგიაში, რომელშიც აგრეთვე შედის „ორი ციხე-კოშკი“ (2002) და „მეფის დაბრუნება“ (დაფუძნებულებია ორიგინალური ნაწარმოების მეორე და მესამე ტომებზე).

„ბეჭდების მბრძანებელი:
ბეჭდის საძმო“
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ბეჭდის საძმო
ჯ.რ.რ. ტოლკინი
როლებში
მუსიკა ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯონ გილბერტი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 10 დეკემბერი, 2001 (2001-12-10) (Odeon Leicester Square)
  • 19 დეკემბერი, 2001 (2001-12-19) (ჩრდილოეთი ამერიკა)
  • 20 დეკემბერი, 2001 (2001-12-20) (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 178 წთ.[1]
(კინოთეატრებში)
228 წთ.
(ვრცელი)
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 93 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 871.5 მილიონი აშშ დოლარი[3]

ფილმის მოქმედება შუახმელეთში მიმდინარეობს. ბნელი მბრძანებელი საურონი (სალა ბეიკერი) ეძებს მმართველ ბეჭედს. ბეჭედი მოხვდა ახალგაზრდა ჰობიტ ფროდო ბეგინსთან (ელაიჯა ვუდი). შუახმელეთის ბედი ფროდოს და მისი რვა მეგობრის ხელშია. მათი მონაწილეობით ყალიბდება ბეჭდის საძმო. ისინი მიემართებიან ბედისწერის მთისკენ, მორდორში, რადგან, მხოლოდ იქ შეიძლება ბეჭდის განადგურება.„“

გამოვიდა რა 2001 წლის 10 დეკემბერს, ფილმმა კრიტიკოსების და მოყვარულების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. იგი აღიარეს, როგორც კინოწარმოების მწვერვალი და მიღწევა ფენტეზის ჟანრის კინოფილმებს შორის. „ბეჭდის საძმო“ 2015 წლისთვის კვლავ ხვდებოდა ამა თუ იმ კრიტიკოსის მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო ფენტეზი ფილმების სიებში. მას აგრეთვე დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო მასშტაბით 871 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით. აშშ-ში და მსოფლიოში იგი 2001 წლის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო (ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის“ შემდეგ). 2017 წლის იანვრისთვის „ბეჭდის საძმო“ იყო ყველა დროის რიგით 50-ე ფილმი მსოფლიო შემოსავალის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე.

ოსკარის 74-ე დაჯილდოებაზე „ბეჭდის საძმო“ ნომინირებული იყო რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის — საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციებზე (იენ მაკ-კელენი), მიიღო რა ოთხი ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის, საუკეთესო გრიმისთვის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. „სპეციალური ვრცელი გამოცემა“ DVD-ზე გამოვიდა 2002 წლის 12 ნოემბერს, ხოლო Blu-ray-ზე — 2011 წლის 28 ივნისს. 2007 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა „ბეჭდის საძმო“ 100 უდიდესი ამერიკული ფილმის სიის #50 პოზიციაზე დაასახელა, ისევე, როგორც „10 Top 10“-ში — ყველა დროის მეორე უდიდეს ფენტეზი ფილმად. ჟურნალის Empire 2008 წელს შედგენილ ყველა დროის 500 უდიდესი ფილმის სიაში „ბეჭდის საძმო“ #24 ადგილს იკავებს.[7]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შუახმელეთის მეორე ეპოქაში ბნელი მბრძანებელი საურონი ბედისწერის მთაში ქმნის მმართველ ბეჭედს, რათა დაიმორჩილოს შუახმელეთი და მართოს სხვა ბეჭდები, რომლებსაც ფლობენ ელფები, ჯუჯები და ადამიანები. ელფების და ადამიანების გაერთიანებული ჯარები საურონის ძალებს მორდორთან უპირისპირდებიან, სადაც გონდორის უფლისწული ისილდური საურონს ხმალ ნარსილით თითს მოჰკვეთს და მასთან ერთად - ბეჭედს. საურონი ფიზიკურად დროებით ქრება, ხოლო ბეჭდის ბოროტი ძალა ისილდურს რყვნის და უკანასკნელი მას არ ანადგურებს ბედისწერის მთაში. მოგვიანებით უფლისწულს კლავენ ორკები. ბეჭედი იკარგება 2500 წლით, შემდეგ კი ნაპოვნია სმეაგოლის, რომელიც მას ხუთი საუკუნის განმავლობაში ატარებს და საზარელ გოლუმად იქცევა. გოლუმისგან კი იგი გადადის ჰობიტ ბილბო ბეგინსის ხელში.

თექვსმეტი წლის შემდეგ შაირში ბილბოს 111-ე დაბადების დღეს აღნიშნავენ. ჰობიტს ეწვევა ძველი მეგობარი, განდალფ რუხი. ბილბო გამოუტყდება, რომ აპირებს შაირის დატოვებას და კიდევ ერთხელ მოგზაურობას, ამიტომ, მთლიან მემკვიდრეობასთან ერთად ბეჭედს დაუტოვებს ძმისწულ ფროდო ბეგინსს. განდალფი შეისწავლის ბეჭედს, აღმოაჩენს რა მის ნამდვილ წარმოშობას და ფროდოს აფრთხილებს. შეიტყობს რა, რომ გოლუმი ორკებმა აწამეს და აიძულეს, ეთქვა, თუ ვის ჰქონდა ბეჭედი, განდალფი ფროდოს შაირის დატოვებისკენ უბიძგებს, მებაღის, სემუაიზ გემჯის თანხლებით. განდალფი იზენგარდისკენ მიემართება, სადაც სარუმან თეთრს, ჯადოსანთა ორდენის მეთაურს ხვდება, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იგი შეკრულია საურონთან, რომელმაც ფროდოს საძებნელად ბეჭდის-აჩრდილები გამოუშვა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ სარუმანი განდალფს საკუთარ ციხე-კოშკში ამწყვდევს. ფროდოს და სემს უერთდებიან მეგობრები, ჰობიტები მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი. ბეჭდის-აჩრდილებისგან გაქცევის შემდეგ, ისინი მოხვდებიან სერში, სადაც განდალფთან შეხვედრის იმედი აქვთ, მაგრამ გაიცნობენ მაწანწალას, ჯადოსანის მეგობარს, რომელიც მათ შუაველისკენ გაუძღვება.

გზად ჰობიტებს თავს ესხმიან ბეჭდის-აჩრდილები, მათგან ერთ-ერთი კი ფროდოს მორგულის სამართებლით დაჭრის. არუენი, ელფი და მაწანწალას შეყვარებული, ფროდოს დასახმარებლად მოდის და შუაველში მიჰყავს, სადაც ჰობიტს მოარჩენენ. ფროდო ხვდება განდალფს, რომელიც უამბობს, თუ როგორ დაიხსნა თავი არწივის დახმარებით მოღალატე სარუმანის ტყვეობიდან. ჰობიტი აგრეთვე შეხვდება ბიძამისს, ბილბოს. არუენის მამა, ელრონდი მართავს საბჭოს, რომელზეც გადაწყდება, რომ ბეჭედი საბოლოოდ უნდა წაიღონ მორდორში და გაანადგურონ ბედისწერის მთაში. სანამ საბჭოს დანარჩენი მონაწილეები კამათობენ, ფროდო თავად გამოთქვამს სურვილს, წაიღოს ბეჭედი. მას უერთდებიან განდალფი, სემი, მერი, პიპინი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი, გონდორელი ბორომირი და მაწანწალა, რომელიც აღმოჩნდება არაგორნი, ისილდურის მემკვიდრე და გონდორის კანონიერი მეფე. ბილბო ფროდოს გადასცემს თავის ძველ ხმალს, ნესტარს და მითრილის პერანგს. ბეჭდის საძმო შუაველს ტოვებს, მაგრამ გზად სარუმანის მიერ მოვლენილი ჯადოსნური ძალით, იძულებულია, გზა მორიაში გაიკვლიოს.

საძმო აღმოაჩენს, რომ ყველა ჯუჯა მორიაში მოკლულია. მათ თავს ესხმიან ორკები და გამოქვაბულის ტროლი. მტერს იგერიებენ, მაგრამ გზად მორიიდან გასასვლელისკენ უძველესი დემონი ბალროგი აედევნებათ. განდალფი მას ამარცხებს და ქვესკნელში აგდებს, მაგრამ ბალროგის ცეცხლოვანი შოლტი ჯადოსანს თან ითრევს და მასთან ერთად წყვდიადში ქრება. დამწუხრებული საძმოს დარჩენილი ნაწილი, უკვე არაგორნის მეთაურობით, ლოთლორიენამდე, კელებორნის და გალადრიელის სამფლობელომდე აღწევს. გალადრიელი სხვებისგან ფარულად ფროდოს ეუბნება, რომ მხოლოდ მას შეუძლია დასახული ამოცანის შესრულება, მაგრამ ერთ-ერთი თანმხლები შეეცდება ბეჭდის წართმევას. ამასობაში სარუმანი ქმნის ურუკ-ჰაების ლაშქარს, რომელიც საძმოს საძებნელად მიემართება.

საძმო ლოთლორიენს პართ გალენით ტოვენს. ერთ-ერთი შესვენებისას ფროდო ტყეში დადის. მას ბორომირი ხვდება, რომელიც, სასოწარკვეთილი, ბეჭდის წართმევას ცდილობს. ეშინია რა, რომ ბეჭედი მის სხვა მეგობრებსაც გონებას დაუბნელებს, ჰობიტი გადაწყვიტავს, იმოგზაუროს ყველა დანარჩენის გარეშე. სხვა წევრები ებრძვიან ურუკ-ჰაების ლაშქარს. უკანასკნელები იტაცებენ მერის და პიპინს, ხოლო ბორომირი მათი მეთაურის მიერ სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მეთაურის მოკვლის შემდეგ არაგორნი, საძმოს დარჩენილ წევრებთან ერთად, გონდორის უფლისწულის ცხედარს ასვენებს ნავში და ანდუინის დინებას აყოლებს. გაქცეულ ფროდოს აედევნება სემი, რომელიც ეუბნება, თუ როგორ შეჰპირდა განდალფს, რომ თავის მეგობარს არასოდეს დატოვებდა. არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი გაუდგებიან მერის და პიპინის გზას.

 
ბეჭდის საძმო, მარცხნიდან მარჯვნივ (ზედა რიგი): არაგორნი, განდალფი, ლეგოლასი, ბორომირი; (ქვედა რიგი) სემი, ფროდო, მერი, პიპინი, გიმლი.

1999 წლის 11 ოქტომბერს გადაღებების დაწყებამდე, მსახიობთა ძირითადი გუნდი ხმლის გამოყენებას ითვისებდა ექვსი კვირის განმავლობაში (მოფარიკავე ბობ ანდერსონის დახმარებით). ისინი აგრეთვე ჯირითს და ნავის მართვას ეუფლებოდნენ. ჯექსონს იმედი ჰქონდა, რომ ასეთი მომზადების შემდეგ ეკრანზე მსახიობები უფრო ბუნებრივები იქნებოდნენ და ველინგტონში ცხოვრებასაც შეეჩვეოდნენ.[8] მათ აგრეთვე ამზადებდნენ ტოლკინის მიერ შემუშავებულ ენებზე სიტყვების სწორ წარმოთქმაში.[9] გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობებმა, რომლებიც „ბეჭდის საძმოს“ წევრების როლებს ასრულებენ, გაიკეთეს ტატუირება - ყველამ ხელებზე დაიწერა სიტყვა „ცხრა“, ტენგვარის შრიფტით (გარდა ჯონ რის-დეივისის, რომლის სანაცვლოდ ტატუირება გაუკეთეს მის დუბლიორს).[10] აღსანიშნავია, რომ პერსონაჟების უმეტესობას ეკრანზე თანაბარი როლი ენიჭება, ანუ ფილმში „ანსამბლური გუნდი“ მონაწილეობს.[11] მსახიობებს შორის არიან::

განსხვავება წიგნისგან

რედაქტირება

ჯექსონმა, უოლშმა და ბოიენსმა არაერთხელ შეცვალეს სცენარი, რათა იგი უფრო კომპაქტური ყოფილიყო და პერსონაჟებიც დახვეწილი სახით ყოფილიყვნენ წარდგენილნი. ჯექსონმა ახსენა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო მთელი ყურადღების ფროდოსა და ბეჭედზე გადატანა[23]. ფილმში წარმოდგენილი პროლოგი (რომელშიც ნაჩვენებია ბეჭდის მოკლე ისტორია და როგორ მოხვდა იგი ბილბოსთან) შემოკლებულია - ისე ჩანს, თითქოს ბარად-დურის შვიდწლიანი ალყა მხოლოდ ერთი ბრძოლა იყო. საურონი ფეთქდება, თუმცა ტოლკინი ხაზს უსვამს, რომ მისი სული გაიქცა.[24]

ფილმის დასაწყისში, წიგნთან შედარებით, მოვლენები ან შემოკლებულია, ან საერთოდ ამოღებულია. წიგნში განდალფი ფროდოს ბეჭედს უტოვებს და მასზე არსებულ წარწერებს შემდგომში აღმოაჩენს, მხოლოდ 17 წლის შემდეგ.[25] წიგნში ფროდო არ ტოვებს შაირს პირდაპირ მის საზღვრებს მიღმა სამოგზაუროდ, არამედ გადადის საცხოვრებლად ბაკლენდში და ამისთვის რამდენიმე თვე ემზადება. ფილმში ეს სიუჟეტი და დაკავშირებული მოვლენები, ისევე, როგორც მერის და პიპინის მონაწილეობა, ამოღებულია და ფროდო პირდაპირ სერში მიდის. ტომ ბომბადილი, ძველისძველი ტყე და ნისლიანი ყორღანების ამბავი ამოღებულია, რათა სიუჟეტი გამარტივდეს და ნაზგულებისგან თავის დაღწევის მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს. თავის მხრივ, ამით უფრო მეტი დრო რჩება, რომ მაყურებელს გააცნონ სარუმანი, რომელსაც წიგნში განდალფი პირველად ელრონდის საბჭოს მსვლელობისას ახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი ამოღებულია, ფილმის გაფართოებულ ვერსიაში ნაჩვენებია ტომის, ბერტის და უილიამის ქანდაკებები, რაც შემდგომში „ბეჭდების მბრძანებელს“ „ჰობიტის“ ფილმების სერიასთან აერთიანებს. სარუმანის როლი უფრო დიდია - იგი იწვევს ქარბუქს კარადრასზე (რაც წიგნში ან საურონის, ან ამინდის პირობების გამო ხდება). ფილმში აგრეთვე უფრო ვრცლად არის ნაჩვენები განდალფის კონფლიქტი სარუმანთან, რაც ბრძოლამდეც კი მიდის.

ფილმში ბარლიმენ ბატერბერის მნიშვნელობა „ყალყზე შემდგარ პონიში“ ამოღებულია. პიპინი პირდაპირ ახსენებს, რომ ფროდო ბეგინსია. წიგნში იგი ყველას უამბობს ბილბოს დაბადების დღიდან გაუჩინარების ამბავს, ხოლო მაწანწალა ფროდოს სთხოვს, მიიქციოს სხვების ყურადღება, რათა დაავიწყდეთ პიპინის ნაამბობი. ამიტომ ფროდო სიმღერას მღერის.

შემოკლებულია ავდარწვეროზე მომხდარი მოვლენებიც. ბეჭდის-აჩრდილებთან ბრძოლის სცენა გადატანილია ნანგრევებში, ხოლო წიგნში იგი მოხდა უშუალოდ დაბანაკების ადგილზე. ფროდოს დაჭრის შემდეგ მოგზაურები შუაველისკენ მიემართებოდნენ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ფილმში ისე ჩანს, რომ ჰობიტი დაჭრეს ღამით, ხოლო შუაველში იგი მალევე მოხვდა - რამდენიმე დღეში. ამასთან, ფილმში მის წასაყვანად მოდის არუენი. წიგნში კი ფროდო თავად გაემგზავრა ბრუინენის ფონისკენ, სადაც გონება დაკარგა, მას შემდეგ, რაც შავი მხედრები დინებამ წალეკა. მოგზაურებს წიგნში ხვდება ელფი გლორფინდელი, მაგრამ პერსონაჟი ამოიღეს და არუენით ჩაანაცვლეს. წიგნში მდინარის ადიდებას იწვევენ მისი მამა, ელრონდი და განდალფი, ხოლო ფილმში იგი თავად წარმოთქვამს სიტყვებს და ადიდებს ტალღებს.

მნიშვნელოვანი ახალი დამატება არის არაგორნის საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, ამის გამო კი იგი უარს ამბობს გონდორის მეფობაზე. ეს ელემენტი წიგნში არ არის წარმოდგენილი – არაგორნი სინამდვილეში თავიდანვე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. წიგნში ხმალ ნარსილს გადაჭედავენ ბეჭდის საძმოს ჩამოყალიბებისთანავე, ხოლო ფილმში „მეფის დაბრუნება“ ხმალი არაგორნთან ელრონდს მიაქვს. პიტერ ჯექსონი თვლიდა, რომ პერსონაჟი უნდა იცვლებოდეს თხრობისას, ამიტომ სცენარს დაემატა ასეთი ელემენტებიც.

ელრონდის პიროვნებას დაემატა ეჭვი ადამიანების თაობაზე - მას არ სწამს, რომ ისინი აღუდგებიან საურონს მას შემდეგ, რაც ისილდურმა სწადა ბოროტების დამარცხება. ჯექსონის სცენარში ელრონდის საბჭოს სცენაც შემოკლებულია - მისი ექსპოზიცია გადატანილია უფრო ადრეულ სცენებში. საბჭოზე აგრეთვე არ იმყოფება რამდენიმე წევრი, რომელიც მას წიგნის სცენაში ესწრებოდა. ერთ-ერთია ერესტორი, რომელმაც სხვებს შესთავაზა ბეჭდის ტომ ბომბადილთან წაღება. ამოღებულია გიმლის მამაც, გლოინი. საბჭოს არ ესწრება ბილბოც. ამასთან, ფილმში ისეა ნაჩვენები, რომ ბეჭდის საძმოში ცხრა წევრი სრულიად შემთხვევით შევიდა, ხოლო წიგნში ელრონდი ხაზგასმით ამბობს, რომ აუცილებელია ცხრა წევრი, რათა დაუპირისპირდეს ცხრა ნაზგულს.

ფილმზე მუშაობა ჯექსონმა დაიწყო კრისტიან რივერსთან ერთად. პარალელურად, რიჩარდ ტეილორი და კომპანია Weta Workshop მუშაობდნენ შუამიწეეთის დიზაინზე. ცნობილი გახდა, რომ ჯექსონი ქმნის მაქსიმალურად რეალისტურ შუახმელეთს.

შემდეგ სადიზაინერო ჯგუფს შეუერთდნენ მხატვრები ალან ლი და ჯონ ჰაუ, რომლებიც იქცნენ მთელი ტრილოგიის დამდგმელ მხატვრებად. მათი უპირატესობა იმაში იყო, რომ ისინი უკვე წლების განმავლობაში ქმნიდნენ შუახმელეთური ისტორიების ილუსტრაციებს. თუმცა, ჰაუმ უფრო დიდი ყურადღება გადაიტანა იარაღის შექმნაზე, რადგანაც ეს მისი ჰობი იყო.

რაც შეეხება კოსტიუმებს, შეიქმნა დაახლოებით 19.000, აქედან 40 ტიპის კოსტიუმი თითოეული მსახიობისათვის და მისი დუბლიორისათვის.

მუსიკა ფილმისათვის დაწერა კომპოზიტორმა ჰოვარდ შორმა. იგი შესრულდა ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრის, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის, ლონდონის გუნდის და რამდენიმე დამატებითი სოლისტის მიერ. ორი ორიგინალური სიმღერა, „Aníron“ და „May It Be“ მომღერალმა ენიამ შეასრულა. ფინალური კომპოზიცია, „In Dreams“, სრულდება ედვარდ როსის, ლონდონის ორატორიული სკოლის გუნდის ვოკალისტის მიერ.

გამოცემები

რედაქტირება

ფილმი, გარდა ჩვეულებრივი ვერსიისა, ასევე გამოვიდა ვრცელი სახით. ამ ვარიანტში მისი ხანგრძლივობა 208 წუთს წარმოადგენს. ფილმს ემატება დამატებითი კადრები, სპეციალური ეფექტები და მუსიკალური გაფორმებაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Lord of the Rings – The Fellowship of the Ring. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 16 October 2012.
  2. 2.0 2.1 The Lord of the Rings The Fellowship of the Ring (2001). British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 December 2012.
  3. 3.0 3.1 The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring (2001). Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2009. ციტირების თარიღი: 5 February 2009.
  4. Top 25 Holiday Movies of All-Time – IGN. Uk.movies.ign.com (23 November 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 16 February 2013.
  5. 'Lord' rings true / Tolkien's epic fantasy springs to wondrous life onscreen“. The San Francisco Chronicle. 30 December 2001.
  6. Willams, Karl. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring overview. Allmovie. ციტირების თარიღი: 28 November 2010.
  7. http://www.empireonline.com/movies/features/500-greatest-movies/
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 The Fellowship of the Cast. [DVD]. New Line Cinema.
  9. Sibley, Brian (2001). The Lord of the Rings: Official Movie Guide. Harpercollins, გვ. 100–101. ISBN 0-00-711908-9. 
  10. 10.0 10.1 Brian Sibley (2006). „Ring-Master“, Peter Jackson: A Film-maker's Journey. London: Harpercollins, გვ. 445–519. ISBN 0-00-717558-2. 
  11. Clinton, Paul (18 December 2001). „Review: Dazzling, flawless 'Rings' a classic“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 7 September 2008.
  12. „OFFICIAL Frodo Press Release!“. The One Ring.net. 9 July 1999. ციტირების თარიღი: 15 October 2006.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 Brian Sibley (2006). „Three-Ring Circus“, Peter Jackson: A Film-maker's Journey. London: Harpercollins, გვ. 388–444. ISBN 0-00-717558-2. 
  14. 14.0 14.1 14.2 Gillian Flynn (16 November 2001). „Ring Masters“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 16 September 2007.
  15. Stephen Galloway; Matthew Belloni (30 October 2013). „Awards Roundtable: 6 Top Actors' Uncensored Tales, From Worst Auditions to Leg Waxing“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 12 May 2015.
  16. „New York Con Reports, Pictures and Video“. TrekMovie. 9 March 2008. ციტირების თარიღი: 12 March 2008.
  17. 17.0 17.1 xoanon. (15 October 1999) Daniel Day-Lewis Offered role of Aragorn, Again!. theonering.net. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
  18. Larry Carroll (7 December 2007). „Will Smith Snagged 'I Am Legend' From Schwarzenegger, But Can You Imagine Nicolas Cage In 'The Matrix'?“. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2007.
  19. 19.0 19.1 Cameras in Middle-earth: Filming The Fellowship of the Ring. [DVD]. New Line Cinema.
  20. Costume Design. [DVD]. New Line Cinema.
  21. „Liv Tyler WILL be in LOTR – UPDATED“. The One Right.net. 25 August 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2011. ციტირების თარიღი: 26 January 2011.
  22. Diane Parkes (19 September 2008). „Who's that playing The Mikado?“. Birmingham Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 September 2008. ციტირების თარიღი: 22 September 2008.
  23. From Book to Screen. [DVD]. New Line Cinema.
  24. Tolkien, J.R.R. (1981). The Letters of J. R. R. Tolkien. ISBN 978-0-618-05699-6. 
  25. პიტერ ჯექსონი, ფრენ უოლში, ფილიპა ბოიენსი. Director/Writers Commentary.