ჰერმან ჰესე

გერმანელი შვეიცარიის მწერალი და ნობელის პრემიის გამარჯვებული (1877-1962)
(გადამისამართდა გვერდიდან ჰესე, ჰერმან)

ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse დ. 2 ივლისი. 1877 ― გ. 9 აგვისტო. 1962) — გერმანელი მწერალი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.[36]

ჰერმან ჰესე
გერმ. Hermann Karl Hesse
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1877(1877-07-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბადების ადგილი კალვი[22] [23]
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო, 1962(1962-08-09)[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] [14] [17] [18] [19] [20] [21] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი მონტანიოლა[24] [23]
დასაფლავებულია Sant'Abbondio Cemetery in Gentilino[25] [26]
ფსევდონიმი Emil Sinclair[27]
საქმიანობა რომანისტი, პოეტი[19] [20] [23] , ლიტერატორი, მხატვარი[28] [23] , ფილოსოფოსი[19] , წინააღმდეგობის მებრძოლი, ილუსტრატორი[19] , მწერალი[19] [20] [29] [23] , Nobel Prize winner[23] , წიგნის გამყიდველი[23] , პაციფისტი[23] და ლიბრეტისტი[23]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
 შვეიცარია[30] [31] [23]
 გერმანია[30] [23]
ალმა-მატერი იოჰან კეპლერის გიმნაზია და Evangelical Seminaries of Maulbronn and Blaubeuren
Magnum opus მძივით თამაში, დემიანი, ტრამალის მგელი, სიდჰარტა, პეტერ კამენცინდი და ნარცისი და ოქროპირი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[32] [33] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბაუერნფილდის პრემია, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[34] , გოტფრიდ კელერის პრემია, გოეთეს პრემია, ვილჰელმ რააბეს პრემია[35] და ორდენი „დამსახურებისათვის“
მეუღლე რუთ ვენგერი[23] , Ninon Hesse[23] და Mia Hesse-Bernoulli[23]
შვილ(ებ)ი ბრუნო ჰესე[23] , მარტინ ჰესე[23] და Heiner Hesse
ხელმოწერა

ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, სიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თავად „მაგიურს“ უწოდებს.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება
 
ჰერმან ჰესეს ბიუსტი კალვში

ჰერმან კარლ ჰესე 1877 წლის 2 ივლისს ვიურტემბერგის სამეფოს ქალაქ კალვში დაიბადა. მისი დედის მშობლები ინდოეთში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. მისმა ბაბუამ, ჰერმან განდერტმა შეადგინა მალაიამური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, მალაიამურ-ინგლისური ლექსიკონი და თარგმნა ბიბლია მალაიამურ ენაზე.[37] ჰერმანის დედა ერთ-ერთი ასეთი მისიონერული მოგზაურობის დროს, 1942 წელს დაიბადა. ოთხი წლის გოგონა მშობლებმა ევროპაში დატოვეს და თავად ინდოეთში დაბრუნდნენ.

მომავალი მწერლის მამა, იოჰან ჰესე 1847 წელს ესტონეთის ქალაქ პაიდეში დაიბადა, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. იოჰანი ბალტიისპირა რეგიონის ბალტიელ გერმანელთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ამიტომ დაბადებისას ჰერმანი ერთდროულად გერმანიისა და რუსეთის იმპერიების მოქალაქე გახდა.[38] მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ორი ჩვილობის ასაკშივე გარდაიცვალა. 1873 წელს, ჰესეების ოჯახი კალვში გადავიდა, სადაც ჰერმანის მამა გამომცემლობაში მუშაობდა, რომელიც თეოლოგიურ წიგნებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს გამოსცემდა. ბაბუა, ჰერმან განდერტი, რომელიც ფილოსოფიის დოქტორი იყო, ჰერმანს წიგნების კითხვისკენ მოუწოდებდა. მან შვილიშვილს წვდომა მისცა ბიბლიოთეკაზე, სადაც უამრავ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს შეხვდებოდით. წიგნების კითხვა ჰერმანს თავს მსოფლიოს მოქალაქედ აგრძნობინებდა.

1881 წელს ჰერმანის ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გადავიდა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ კვლავ კალვში დაბრუნდა.

განათლება

რედაქტირება

1891 წელს ჰესემ მელბრონის სააბატოში, ევანგელისტურ თეოლოგიურ სემინარიაში დაიწყო სწავლა. სემინარიის მოსწავლეები სააბატოში ცხოვრობდნენ და კვირაში 41 საათი მეცადინეობდნენ. ჰერმანი კარგად სწავლობდა. მას მოსწონდა ესეების წერა და კლასიკური ბერძნული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მეამბოხე ბუნების ჰესესთვის მელბრონში გატარებული დრო სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისის დასაწყისი აღმოჩნდა.[39] 1892 წლის მარტში ჰერმანი სემინარიიდან გაიქცა. იგი მეორე დღეს მინდორში იპოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ჰესე მშობლებს მუდმივად ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადაჰყავდათ. იმავე წლის მაისის თვეში მან თვითმკვლელობაც კი სცადა, რის შემდეგაც იგი თეოლოგი და მღვდელი კრისტოფერ ბლუმჰარდტის ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით ჰერმანი მენტალურ დაავადებათა დაწესებულებაში მკურნალობდა, შემდეგ კი ბაზელის ვაჟთა სასწავლებელში დადიოდა. 1892 წლის ბოლოს იგი შტუტგარტის გიმნაზიაში სწავლობდა. ჰერმანი დამამთავრებელ გამოცდებზე ჩაიჭრა, რის შემდეგაც მან უფროსი ასაკის მეგობრები გაიჩინა და მათთან ერთად დალევა და მოწევა დაიწყო.[40]

მწერლობა

რედაქტირება

1895 წელს ჰესემ ქალაქ ტუბინგენტში წიგნების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თეოლოგიის, ფილოსოფიისა და სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა.[41] თორმეტსაათიანი სამუშაო დღის ბოლოს ჰესე თავისუფალ დროს მეგობრებთან გართობის ნაცვლად წერასა და თვითშემეცნებაში ატარებდა. იგი ეცნობოდა თეოლოგიურ მწერლობას, ბერძნულ მითოლოგიას, გოეთეს, ლესინგს, შილერს, ნიცშეს.[42][43]

1896 წელს ჰესეს ლექსი „მადონა“ და ლექსების კრებული „რომანტიკული სიმღერები“ ვენის ერთ-ერთ პერიოდულ გაზეთში დაიბეჭდა. 1897 წელს მან ახალი ლექსი „დიდი ვალსი“ გამოაქვეყნა, რომელმაც ახალგზარდა გამომცემლის ცოლის, ელენ ვოითის აღფრთოვანება დაიმსახურა. მისი თხოვნით გამომცემელმა იუჯინ დიდერიხმა 1898 წელს ჰესეს პროზაული კრებული „ერთი საათი შუაღამის შემდეგ“ გამოსცა.[44] ჰესეს სალიტერატურო ასპარეზზე გასვლის პირველი მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. ორ წელიწადში „რომანტიკული სიმღერების“ 600-იანი ტირაჟიდან მხოლოდ 54 ეგზემპლარი გაიყიდა.

1898 წლისთვის ჰესემ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში იგი გერმანელ რომანტიკოსთა შემოქმედებას ეცნობოდა, რომელთა შორის იყვნენ იოზეფ აიხენდორფი, კლემენს ბრენტანო და ფრიდრიხ ჰოლდერინი. ჰესემ ოჯახის მეგობრის, ფროილაინ ვონ რეიტენრის სახლში შეკრებებზე სიარული დაიწყო, სადაც ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გაიცნო. მას უჭირდა თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება და სოციალურ სიტუაციებში თავს უხერხულად გრძნობდა.[45]

1899 წლის ბოლოდან ჰესე ბაზელში ანტიკური ლიტერატურის მაღაზიაში მუშაობდა. მისი ოჯახის სანაცნობო წრის საშუალებით მას კავშირი ჰქონდა ბაზელის ინტელექტუალურ საზოგადოებასთან. ეს სივრცე ჰესეს, როგორც ხელოვანს, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას აძლევდა. 1900 წელს ჰესე მხედველობის პრობლემის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნევრალგია და თავის ტკივილი მწერალს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა.

1901 წლიდან ჰესე ჟურნალებში ლექსებს და მცირე ლიტერატურულ ტექსტებს აქვეყნებდა. მისით გამომცემელი სამუელ ფიშერი დაინტერესდა.[46] მან ჰესეს რომანი „პიტერ კამენცინდი“ გამოაქვეყნა, რომელმაც მწერალს სახელი მთელი გერმანიის მასშტაბით გაუთქვა.[47] ზიგმუნდ ფროიდმა „პიტერ კამენცინდი“ თავის საყვარელ ნაწარმოებებს შორის დაასახელა.[48] მისი გამოსვლის შემდეგ, ჰესეს უკვე შეეძლო, თავი მხოლოდ წერის საშუალებით ერჩინა.

ჰესემ 1904 წელს ცოლად მარია ბერნოული შეირთო.[49] წყვილი ქალაქ გაიენჰოფენში ბოდენის ტბის მახლობლად დასახლდა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ. გაიენჰოფენში ჰესემ მეორე რომანი, „ბორბლის ქვეშ“ დაწერა, რომელშიც მელბრონის სემინარიაში გატარებულ პერიოდს აღწერს. რომანი 1906 წელს გამოიცა. შემდგომ პერიოდში მწერალი ძირითადად მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. მეტად სავარაუდოა, რომ 1906-1907 წლებში დაწერილი მოთხობა „მგელი“ მწერლის ცნობილი რომანის, „ტრამალის მგელის“ წინასახეა.[50] ჰესეს მომდევნო რომანი, „გერტრუდა“ 1910 წელს გამოქვეყნდა.

 
ჰერმან ჰესეს სამუშაო მაგიდა გაიენჰოფენის სახლ-მუზეუმში

გაიენჰოფენში ყოფნისას მწერალს ხელახლა გაუღვივდა ინტერესი ბუდიზმის მიმართ. იგი თავის ნამუშევრებში ბუდისტური ელემენტების ჩართვას ცდილობდა. 1904 წელს ჰესემ თეოსოფია აღმოაჩინა. არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიურმა იდეებმა მწერალს ინდოეთის მიმართ განუახლა ინტერესი, რისი ზეგავლენითაც ჰესემ მოგვიანებით „ზიდჰარტა“ დაწერა.

გაიენჰოფში ცხოვრების მანძილზე მწერალსა და მის ცოლს შორის თანადათან იზრდებოდა უთანხმოება. 1911 წელს ჰესე შრი ლანკასა და ინდონეზიაში ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა,[51][52] რომლის შთაბეჭდილებებმაც შემდგომ მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. 1912 წელს, ჰესეს დაბრუნების შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა, თუმცა წყვილს შორის ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდა, რასაც მწერალი 1914 წელს გამოქვეყნებულ რომანში „როსჰალდე“ აღიარებს.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ჰესე არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მწერალმა განაცხადა, რომ არ აპირებდა უმოქმედოდ ყოფნას, როცა სხვა ახალგაზრდა მწერლები ფრონტზე იბრძნოდნენ. ჰესეს ტყვეების ზედამხედველობა დაევალა, რადგანაც სამხედრო მოვალეობების შესრულება მისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.[53]

ომის პერიოდში საყოველთაოდ გამეფებულმა სიძულვილმა ვერ შეძლო მწერალზე გავლენის მოხდენა.[54] 1914 წლის ნოემბერში მან ესე გამოაქვეყნა,[55][56] სადაც წერდა: „სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი, გაგება უფრო ძლიერია, ვიდრე უთანხმოება, მშვიდობა უფრო დიდებულია, ვიდრე ომი, ამიტომ უნდა ჩავახშოთ ეს უწმინდური ბრძოლა ჩვენს მოგონებებში.“[57] ესემ აჟიოტაში გამოიწვია. ჰესე პირველად აღმოჩნდა სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტის ეპიცენტრში. მწერალი მკაცრად გააკრიტიკა გერმანულმა პრესამ, მას ჩამოშორდნენ მეგობრები.

მალე ჰესეს ცხოვრებაში უფრო მწვავე პრობლემები გაჩნდა. მას 1916 წელს მამა გარდაეცვალა, მისი ვაჟი მძიმედ ავადმყოფობდა, ცოლი კი შიზოფრენიით იტანჯებოდა. ჰესემ მიატოვა სამხედრო სამსახური და ფსიქოთერაპიის გავლა დაიწყო. 1917 წელს ჰესემ დაწერა რომანი „დემიანი“, რომელიც 1919 წელს ემილ სინკლეირის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდი

რედაქტირება

ჰესე ჩვეულ ცხოვრებას 1919 წელს დაუბრუნდა. იგი ცოლს გაშორდა. წყვილმა ბერნის სახლი გაიყო, შვილები კი ნათესავებსა და პანსიონებში გააგზავნეს.[58]

ჰესე ტიჩინოს კანტონში, ქალაქ მონტანიოლაში დასახლდა, სადაც სასახლის მსგავს შენობაში ოთხ პატარა ოთახს ქირაობდა. მწერალი აქტიურად მუშაობდა, რაც მის მომდევნო რომანში „კლინგსორის უკანასკნელი ზაფხული“ აისახა, რომელიც 1920 წელს გამოქვეყნდა. ახალმა გარემომ მწერალს ბედნიერება და სიმშვიდე მოუტანა. წლების შემდეგ, მწერალმა ტიჩინოში გატარებულ პირველ წელს „თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი“ უწოდა.[59] 1922 წელს გამოქვეყნდა ჰესეს რომანი „ზიდჰარტა“, რომელშიც მწერლის ინდური ლიტერატურისა და ბუდისტური ფილოსოფიისადმი სიყვარული მჟღავნდება. 1923 წელს მწერალმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო. 1924 წელს ჰესემ ცოლად მომღერალი რუთ ვენგერი შეირთო, თუმცა მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა სტაბილური.

ჰესემ მომდევნო ნამუშევრები, „მოაგარაკე“ და „ნიურნბერგის მოგზაურობა“ ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. 1927 წელს ჰესეს რიგით მეათე რომანი „ტრამალის მგელი“ გამოქვეყნდა, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. ჰესემ ცოლად ხელოვნებათმცოდნე ნინო დოლბინი შეირთო. კომპანიონის ცვლილება აისახა მის რომანში „ნარცისი და გოლდმუნდი“, რომელიც 1930 წელს გამოიცა. 1931 წელს მწერალი საცხოვრებლად ცოლის სახლში გადავიდა, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობდა და მისი სურვილით იყო აშენებული. იმავე წელს ჰესემ მუშაობდა დაიწყო მის საბოლოო რომანზე „თამაში რიოში მარგალიტებით“, რომელიც 1943 წელს გამოაქვეყნა. მწერალს 1946 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

 
ჰერმან ჰესე 1946 წელს

რელიგიური შეხედულებები

რედაქტირება

ჰესეს სწამდა, რომ „ყველა ადამიანს ღმერთის განსხვავებული აღქმა აქვს“.[60] მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ბუდისტური ფილოსოფიის ძლიერ გავლენას განიცდიდა, თავისი მშობლების შესახებ აღნიშნავდა, რომ „მათი მორწმუნეობა იყო ყველაზე ძლიერი ძალა, რომელმაც იგი ჩამოაყალიბა.“[61][62]

სიცოცხლის ბოლო წლები და სიკვდილი

რედაქტირება

გერმანიაში ნაციზმის გავრცელებამ ჰესეს შეშფოთება გამოიწვია. იგი საჯაროდ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ანტისემიტიზმის მიმართ და ცდილობდა თავისი შემოქმედებით ნაცისტური იდეოლოგია გაეპროტესტებინა. 1930-იან წლებში ჰესემ გამოაქვეყნა და განიხილა გერმანიაში აკრძალული ებრაელ მწერალთა ნაშრომები (მათ შორის იყო ფრანც კაფკა), რითაც მკაფიოდ გამოხატა წინააღმდეგომა ნაცისტური გერმანიის მიმართ.

სიცოცხლის ბოლო 12 წლის მანძილზე ჰესე მოთხრობებსა და პოემებს წერდა, ასევე აქვეყნებდა ესეებს გაუცხოების თემაზე. 85 წლის მწერალი მონტანიოლაში 1962 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.[63]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1946 – გოეთეს სახელობის პრემია
  • 1946 – ნობელის პრემია ლიტერატურაში
  • 1950 – ვილჰელმ რააბეს სახელობის პრემია
  • 1955 – გერმანელ წიგნებით მოვაჭრეთა მშვიდობის პრემია

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
 
„დემიანი“, 1919 წლის გამოცემა

რომანები

რედაქტირება

მოთხრობები და ნოველები

რედაქტირება
  • 1905 — „ივლისი“ / გერმ. Heumond
  • 1908 — „ნიშნობა“ / გერმ. Die Verlobung
  • 1913 — „ციკლონი“ / გერმ. Der Zyklon
  • 1916 — „ახალგაზრდობა მშვენიერია“ / გერმ. Schön ist die Jugend
  • 1918 — „ბავშვის სული“ / გერმ. Kinderseele
  • 1919 — „კლინგსორის უკანასკნელი ზაფხული“ / გერმ. Klingsors letzter Sommer
  • 1919 — „კლეინი და ვაგნერი“ / გერმ. Klein und Wagner
  • 1923 — „პიკტორის გარდაქმნა“ / გერმ. Piktors Verwandlungen

ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიები

რედაქტირება
  • 1904 — „ბოკაჩო“ / გერმ. Boccaccio
  • 1904 — „ფრანც ასიზელი“ / გერმ. Franz von Assisi
  • 1925 — „დამსვენებელი“ / გერმ. Kurgast
  • 1927 — „მოგზაურობა ნიურნბერგში“ / გერმ. Die Nürnberger Reise
  • 1937 — „სამახსოვრო ფურცლები“ / გერმ. Gedenkblätter

ლექსების კრებულები

რედაქტირება
  • 1899 — „რომანტიკული სიმღერები“ / გერმ. Romantische Lieder
  • 1902 — „ლექსები“ / გერმ. Gedichte
  • 1911 — „გზაში“ / გერმ. Unterwegs
  • 1920 — „მხატვრის ლექსები“ / გერმ. Gedichte des Malers
  • 1921 — „რჩეული ლექსები“ / გერმ. Ausgewählte Gedichte
  • 1928 — „კრიზისი: ნაწყვეტი დღიურიდან“ / გერმ. Krisis : Ein Stück Tagebuch
  • 1929 — „ღამეთა ნუგეში“ / გერმ. Trost der Nacht
  • 1937 — „ახალი ლექსები“ / გერმ. Neue Gedichte
  • 1942 — „ლექსები“ / გერმ. Gedichte

ქართულად ნათარგმნი

რედაქტირება
  • დამსვენებელი (გამომცემლობა „მერანი“, 1985; გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007)[64]
  • მოხილვა დილის ქვეყნისა (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1979)[64]
  • დემიანი:ემილ ზინკლერის ახალგაზრდობა (გამომცემლობა „იბისი“, 2009)[64]
  • მცირე პროზა (გამომცემლობა „მერანი“, 2006)[64]
  • აუგუსტუსი (გამომცემლობა „იბისი“, 2003)[64]
  • ნარცისი და გოლდმუნდი (2001)[64]
  • ფიქრი და განსჯა (გამომცემლობა „ლომისი“, 1996)[64]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Hermann Hesse
  3. 3.0 3.1 Hermann Hesse — 2006.
  4. Hermann HesseOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Nationalencyklopedin — 1999.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  14. 14.0 14.1 Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  15. 15.0 15.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 Babelio — 2007.
  18. 18.0 18.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 BeWeB
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 Munzinger Personen
  22. https://web.archive.org/web/20230924112029/https://www.calw.de/kultur/hermann-hesse
  23. 23.00 23.01 23.02 23.03 23.04 23.05 23.06 23.07 23.08 23.09 23.10 23.11 23.12 23.13 23.14 23.15 Catalog of the German National Library
  24. Deutsche Nationalbibliothek Record #11855042X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  25. https://www.stabbondio.ch/IT/Cimitero-58955b00
  26. Find a Grave — 1996.
  27. Czech National Authority Database
  28. Union List of Artist Names — 2018.
  29. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  30. 30.0 30.1 SIKART — 2006.
  31. Feitknecht T. Hermann HesseBern: 2007.
  32. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1946/
  33. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  34. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1950-1959/hermann-hesse
  35. https://www.literaturpreisgewinner.de/belletristik/wilhelm-raabe-preis
  36. nobel prize in literature 1946.
  37. Gundert, Hermann (1872) A Malayalam and English Dictionary. C. Stolz, გვ. 14. 
  38. Weltbürger – Hermann Hesses übernationales und multikulturelles Denken und Wirken, City of Calw: Hermann-Hesse-Museum, 2 July 2009 – 7 February 2010.
  39. Zeller, pp. 26–30
  40. Freedman (1978) p. 53
  41. J. J. Heckenhauer.
  42. Freedman (1978) p. 69.
  43. Freedman (1978) p. 111.
  44. Freedman(1978) pp. 78–80.
  45. Freedman (1978) p. 64.
  46. Freedman (1978) p. 107.
  47. Freedman (1978) p. 108.
  48. Freedman (1978) p. 117.
  49. Gustav Emil Müller, Philosophy of Literature, Ayer Publishing, 1976.
  50. Freedman (1978) p. 140
  51. Freedman (1978) p. 149
  52. Kirsch, Adam (19 November 2018). „Hermann Hesse's arrested development“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 4 March 2019.
  53. Hermann Hesse Schriftsteller German. Deutsches Historisches Museum. ციტირების თარიღი: 15 January 2008.
  54. Zeller, p. 83
  55. Mileck, Joseph (1977). Hermann Hesse: Biography and Bibliography. University of California Press, გვ. 42. ISBN 978-0-520-02756-5. ციტირების თარიღი: 11 October 2010. 
  56. Freedman (1978) p. 166
  57. Zeller, pp. 83–84
  58. Zeller, p. 93
  59. Zeller, p. 94
  60. "The Religious Affiliation of Nobel Prize-winning author Hermann Hesse", Adherents, http://www.adherents.com/people/ph/Hermann_Hesse.html. წაკითხვის თარიღი: 2020-06-18 დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine. .
  61. Hesse, Hermann (1951), Gesammelte Werke, Suhrkamp Verlag, p. 378. Another translation: "Not the preached, but their practiced Christianity, among the powers that shaped and molded me, has been the strongest".
  62. Hilbert, Mathias (2005), Hermann Hesse und sein Elternhaus – Zwischen Rebellion und Liebe: Eine biographische Spurensuche, Calwer Verlag, p. 226.
  63. Mileck, Joseph (29 January 1981). Hermann Hesse: Life and Art (en). Berkeley: University of California Press, გვ. 360. ISBN 9780520041523. 
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 64.4 64.5 64.6 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი