ქალთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქალთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა}} |
ისტორია
რედაქტირებატურნირი სალონიკში დიდ ინტერესს იწვევდა. უნგრელებმა როგორც იყო დაიყოლიეს დები პოლგარები ნაკრებში თამაშზე, მათ ილდიკო მადლი დაუმატეს და სერიოზული ამბიციებით ჩავიდნენ სალონიკში. გაახალგაზრდავებული და საინტერესო გუნდი ჰყავდათ იუგოსლავიელებს. ანგარიშგასაწევი იყო ჩინელთა მზარდი გუნდიც. სსრ კავშირის გუნდში ამჯერად დიდი ცვლილებები იყო. ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი ირინა ლევიტინამ და მარტა ლიტინსკაიამ შეცვალეს. პირველ-მეორე დაფებზე ისევ თბილისელები, მაია ჩიბურდანიძე და ელენა ახმილოვსკაია ისხდნენ. ბრძოლა სალონიკში მართლაც დაძაბული გამოვიდა. სამი ტურის შემდეგ უნგრელებსა და საბჭოთა მოჭდრაკეებს თანაბარი ქულები ჰქონდათ. მეხუთე ტურში ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. საბჭოთა გუნდში ახმილოვსკაია დაასვენეს (არადა ელენა შესანიშნავად თამაშობდა, 4 ქულა 4-დან) პირველ-მეორე დაფებზე ჩიბურდანიძე - ჟ. პოლგარი და ი. პოლგარი - ლევიტინა ყაიმით დამთვრდა. მადლმა კი მოუგო ლიტინსკაიას და უნგრელები წინ ნახევარი ქულით გაიჭრნენ. ამ მარცხს საბჭოთა დიდოსტატებზე დიდად არ უმოქმედია და უკვე მერვე ტურისათვის ისინი წინ ქულანახევრით გადიან. შეუსვენებლივ თამაშობს ჟუჟა პოლგარი, მეშვიდე ტურში დაისვენა იუდითმა და უნგრელებმა იმ დღეს იუგოსლავიელებთნ წააგეს. მერვე ტურში უნგრელებმა მოახერხეს დაწევა. სსრ კავშირის გუნდმა იმ დღეს პოლონელებს ვერ მოუგო (დამარცხდა ლევიტინა), თუმცა მომდევნო ორ ტურში 5,5 ქულა აიღო უნგრელთა 4-ს წინააღმდეგ და კვლავ ქულანახევრით გავიდა წინ. დარჩენილი ოთხი ტურის კალენდარი და ქულანახევრიანი უპირატესობა საკმაოდ დიდ საჩემპიონო შანსს აძლევდა საბჭოთა მოჭადრაკეებს. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: ბრწყინვალედ მოასპარეზე ელენა ახმილოვსკაია (ამ დროისათ მას 8,5 ქულა ჰქონდა 9-დან) ცოლად ამერიკელ საჭადრაკო მოღვაწეს ჯ. დონალდსონს გაყვა და სალონიკი დატოვა. ამან ცუდად იმოქმედა გუნდზე. დარჩენილი ოთხი მატჩიდან საბჭოელებმა ორი ვერ მოიგეს და 12 შესაძლებელი ქულიდან მხოლოდ 7,5 ქულის მოგროვება შეძლეს. უნგრელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ამ ოთხ ტურში მთელი 2 ქულით მეტის მოგროვება შეძლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭადრაკო სამყარომ ახალი, რიგით მესამე, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღო.
ტექნიკური შედეგები (პირველი ათეული)
რედაქტირებაა | გუნდები | ქ | კ | მ | ფ | წ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | უნგრეთი | 33 | 340,0 | 13 | 0 | 1 |
3 |
3 |
2,5 |
2 |
2 |
3 |
1 |
3 |
2 |
2 |
2,5 |
2,5 |
2,5 |
2 |
2 | სსრკ | 32,5 | 341,5 | 10 | 3 | 1 |
2,5 |
3 |
3 |
2,5 |
1 |
3 |
3 |
1,5 |
2,5 |
3 |
1,5 |
2,5 |
2 |
1,5 |
3 | იუგოსლავია | 28 | 345,0 | 9 | 3 | 2 | -2
2,5 |
2,5 |
0 |
2 |
3 |
3 |
2 |
1,5 |
2,5 |
1,5 |
1 |
1,5 |
2,5 |
2,5 |
4 | ჩინეთი | 27 | 335,0 | 10 | 1 | 3 |
3 |
2,5 |
3 |
1 |
2 |
0 |
1,5 |
2 |
2,5 |
2 |
2 |
1 |
2,5 |
2 |
5 | ბულგარეთი | 24 | 344,5 | 8 | 2 | 4 |
2,5 |
0 |
3 |
3 |
0,5 |
0,5 |
2,5 |
1,5 |
2 |
1 |
2 |
2 |
2 |
1,5 |
6 | რუმინეთი | 24 | 344,0 | 6 | 3 | 5 |
3 |
3 |
2 |
0,5 |
1,5 |
0 |
1,5 |
3 |
1 |
1,5 |
1,5 |
3 |
2,5 |
1 |
7 | საბერძნეთი | 24 | 343,0 | 6 | 3 | 5 |
3 |
3 |
0,5 |
2 |
1,5 |
1,5 |
1 |
3 |
0,5 |
1 |
2 |
3 |
0,5 |
1,5 |
8 | კუბა | 24 | 336,5 | 6 | 3 | 5 |
3 |
3 |
1 |
1,5 |
2,5 |
0 |
1,5 |
2 |
0,5 |
1,5 |
3 |
2,5 |
1 |
1 |
9 | აშშ | 23,5 | 342,5 | 6 | 7 | 1 |
2 |
1,5 |
1,5 |
2,5 |
2 |
1,5 |
1,5 |
2 |
1,5 |
2 |
1,5 |
1,5 |
0,5 |
2 |
10 | ნიდერლანდები | 23,5 | 319,5 | 7 | 3 | 4 |
2 |
0,5 |
2 |
1 |
2,5 |
2,5 |
1,5 |
1 |
1,5 |
1 |
2 |
2 |
1,5 |
- 23 ქულა
11. პოლონეთი, 12. ინგლისი, 13. საფრანგეთი, 14. ინდოეთი,
- 22,5 ქულა
15. გერმანია, 16. არგენტინა, 17. იაპონია, 18. ისრაელი, 19. დანია, 20. ბრაზილია
- 22 ქულა
21. შვეიცარია, 22. ფილიპინები
- 21,5 ქულა
23. ჩეხოსლოვაკია, 24. შვედეთი, 25. საბერძნეთი-2, 26. კანადა, 27. კოლუმბია, 28. დომინიკელთა რესპუბლიკა, 29. ირლანდია, 30. ფინეთი, 31. მექსიკა, 32. ახალი ზელანდია
- 21 ქულა
33. ავსტრია, 34. ავსტრალია, 35. ბელგია, 36 ინდონეზია, 37. იტალია, 38. ურუგვაი
- 20,5 ქულა
39. ვენესუელა, 40. ნორვეგია, 41. უელსი, 42. ბანგლადეში, 43. პორტუგალია
- 20 ქულა
44. თურქეთი
- 19,5 ქულა
45. შოტლანდია
- 19 ქულა
46. მალაიზია, 47. იამაიკა, 48. პუერტო-რიკო
- 17 ქულა
- 16,5 ქულა
51. ბარბადოსი
- 14,5 ქულა
52. ზიმბაბვე
- 14 ქულა
53. ნიდერლანდების ანტილის კუნძულები
- 12,5 ქულა
54. მალტა
- 8 ქულა
55. სეიშელი
- 2,5 ქულა
ჩემპიონის შედეგებიმატჩების მიხედვით
რედაქტირებაუნგრეთი | ქ | პ | + | = | - | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჟუჟა პოლგარი | 1 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 10,5 | 14 | 7 | 7 | 0 |
იუდით პოლგარი | 1 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 12,5 | 12 | 12 | 1 | 0 | |
ილდიკო მადლი | 1 | 1 | 1 | 0 | 0,5 | 1 | 0,5 | 0,5 | 5,5 | 8 | 4 | 3 | 1 | ||||||
სოფია პოლგარი | 1 | 1 | 0 | 0,5 | 1 | 0,5 | 0,5 | 4,5 | 7 | 3 | 3 | 1 |
სსრ კავშირის ნაკრების შედეგები მატჩების მიხედვით
რედაქტირებასსრკ | ქ | პ | + | = | - | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაია ჩიბურდანიძე | 1 | 0,5 | 0,5 | 1 | 1 | 0,5 | 0,5 | 0,5 | 1 | 0,5 | 7 | 10 | 4 | 6 | 0 | ||||
ელენა ახმილოვსკაია | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 1 | 1 | 8,5 | 9 | 8 | 1 | 0 | |||||
ირინა ლევიტინა | 0,5 | 1 | 1 | 0,5 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0,5 | 7,5 | 11 | 6 | 3 | 2 | |||
მარტა ლიტინსკაია | 1 | 1 | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 0 | 0,5 | 9,5 | 12 | 9 | 1 | 2 |
მესამე პრიზიორის შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაალისა მარიჩი 7 (+4=6-0), გორდანა მარკოვიჩი 6 (+5=2-2), სუზანა მაქსიმოვიჩი 5,5 (+3=5-1), ვესნა ბასაგიჩი 7 (+5=4-0).
საუკეთესო პერფორმანსი
რედაქტირება# | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა |
---|---|---|---|
1 | იუდით პოლგარი | უნგრეთი | 2699 |
2 | პია კრამლინგი | შვედეთი | 2566 |
3 | ჟუჟა პოლგარი | უნგრეთი | 2497 |
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
პია კრამლინგი | შვედეთი | 12,5 | 14 | 89,3 |
ტატიანა ლემაჩკო | შვეიცარია | 9,5 | 12 | 79,2 |
ჟუჟა პოლგარი | უნგრეთი | 10,5 | 14 | 75,0 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
იუდით პოლგარი | უნგრეთი | 12,5 | 13 | 96,2 |
ელენა ახმილოვსკაია | სსრკ | 8,5 | 9 | 94,4 |
მაირიდ ოშორუ | ირლანდია | 8,5 | 11 | 77,3 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ფენ ჭაოფინი | ჩინეთი | 10,5 | 14 | 75,0 |
მარია ჰორვატი | ავსტრია | 9 | 12 | 75,0 |
ემიე ეტოკვო | ნიგერია | 9,5 | 13 | 73,1 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ჯეირ ბეგუნი | ბანგლადეში | 6,5 | 8 | 81,3 |
მარტა ლიტინსკაია | სსრკ | 9,5 | 12 | 79,2 |
ვესნა ბასაგიჩი | იუგოსლავია | 7 | 9 | 77,8 |
ლიტერატურა
რედაქტირება- თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклпедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006