საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია

საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში წარმოდგენილია ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრის ან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, იუნესკოს კონცეფციის მიხედვით აღიარეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

ფოტო სახელწოდება სახეობა რეესტრში შეტანის თარიღი კატეგორია შენიშვნა
1 ქართული მრავალხმიანობა საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 17 ნოემბერი, 2011 ეროვნული[1] 2001 წელს შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხაში
2   ქვევრი საზოგადოებრივი გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 17 ნოემბერი, 2011 ეროვნული ქვევრის დამზადების ტექნოლოგია
3   ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 27 მარტი, 2012 ეროვნული 2013 წლის 4 დეკემბერს შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
4   „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) საზოგადოებრივი გამოცდილება 25 მარტი, 2013 ეროვნული
5   ცეკვა ფერხული საშემსრულებლო ხელოვნება 25 მარტი, 2013 ეროვნული
6   ბერიკაობა საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 25 მარტი, 2013
7 კახური მრავალჟამიერი საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 25 მარტი, 2013
8 ქალაქური მრავალჟამიერი საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 25 მარტი, 2013
9 საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია - ჟურნალი „დილა“ ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საზოგადოებრივი გამოცდილება 25 ნოემბერი, 2013
10   ცეკვა „ხორუმი“ საშემსრულებლო ხელოვნება 25 ნოემბერი, 2013
11   მესხური ყველი ტენილის დამზადების ტექნოლოგია საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობის დარგები 25 ნოემბერი, 2013
12 თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია - „გრიმის ცხების ცერემონიალი“ ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 5 იანვარი, 2013
13   ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“ საზოგადოებრივი გამოცდილება 5 იანვარი, 2013
14   ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 5 იანვარი, 2013
15   ქართული ჭიდაობა საზოგადოებრივი გამოცდილება 25 სექტემბერი, 2014 2018 წლის 29 ნოემბერს შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
16   უძველესი ფშაური საკვები პროდუქტი - „დამბალხაჭო“ და მისი დამზადების ტექნოლოგია და კულტურა საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობის დარგები 25 სექტემბერი, 2014
17   „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საზოგადოებრივი გამოცდილება 20 მარტი, 2015 ეროვნული 2016 წლის 30 ნოემბერს შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
18   სვანური ხალხური საკრავის ჭუნირის დამზადების ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება, ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობის დარგები 20 მარტი, 2015
19   სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია საზოგადოებრივი გამოცდილება, ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 20 მარტი, 2015
20 სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება 20 მარტი, 2015
21   სვანური სამზარეულო – კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება 20 მარტი, 2015
22 სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება 20 მარტი, 2015
23 სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება 20 მარტი, 2015
24   „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია საზოგადოებრივი გამოცდილება 7 ოქტომბერი, 2015
25 ზემო სვანეთში სამკურნალო-მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების წესი გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 15 ოქტომბერი, 2015
26   "სვანური ხალხური საკრავის ჩანგის დამზადების ტრადიციული მეთოდი ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 15 ოქტომბერი, 2015
27   ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 15 ოქტომბერი, 2015
28 ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი „განთიადი“ საზოგადოებრივი გამოცდილება 15 ოქტომბერი, 2015
29   კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია საზოგადოებრივი გამოცდილება 7 ნოემბერი, 2015
30   კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობის დარგები 7 ნოემბერი, 2015
31   კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია საზოგადოებრივი გამოცდილება 7 ნოემბერი, 2015
32 მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 7 ნოემბერი, 2015
33 ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 16 მარტი, 2016
34   ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობა) საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 27 ოქტომბერი, 2016
35   ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა) ზეპირი ტრადიცია და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 29 მარტი, 2017 ეროვნული[2]
36   ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია და კულტურა საზოგადოებრივი გამოცდილება, ტრადიციული ხელსაქმე, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 9 ივნისი, 2017
37 ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები საზოგადოებრივი გამოცდილება, ზეპირი ტრადიცია და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 23 აგვისტო, 2017
38   ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია საზოგადოებრივი გამოცდილება 13 აპრილი, 2018
39 ცხავატური მეთუნეობა საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 13 აპრილი, 2018
40   ქართული აბრეშუმი საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 12 ივნისი, 2018
41 „ქსნური ულამი“ — უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია საზოგადოებრივი გამოცდილება 10 აგვისტო, 2018
42   ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი — ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა საზოგადოებრივ გამოცდილება, ტრადიციული ხელოსნობის დარგები, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 31 აგვისტო, 2018
43 ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგი და ტექნოლოგია 7 სექტემბერი, 2018
44 აფხაზური და მეგრული „აჯიკის“ დამზადების ტექნოლოგია საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 21 ნოემბერი, 2018
45   ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 28 იანვარი, 2019
46 „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ საზოგადოებრივი გამოცდილება 12 თებერვალი, 2019
47   ლელობურთი საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგი და ტექნოლოგია 6 მარტი, 2019
48 ბორანოს მომზადების წესი და ტრადიცია საზოგადოებრივი გამოცდილება 6 მარტი, 2019
49 დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგია ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 31 მაისი, 2019
50 მესტვირეობის ტრადიცია საქართველოში ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 3 ოქტომბერი, 2019
51 „განდაგანა“ და მისი ხალხური საწყისები სანახაობა, ცეკვა 16 ოქტომბერი, 2019
52 ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიცია „ნიჭიერთა ათწლედში“[3] ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 2 მარტი, 2020
53 ფშაური პოეტური ტრადიცია – „ფშაური კაფია“ [4] ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 16 მარტი, 2020
54 ფშაური პოეტური ტრადიცია – ფშაური „ხმით ნატირლები“[5] ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 16 მარტი, 2020
55 ქართველების იდენტობის სიმბოლოს — ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგიები 9 ივნისი, 2020
56 საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 9 ივნისი, 2020
57 ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიცია საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 22 ივლისი, 2020
58 ქართული ყველი ნარჩვის დამზადების ტრადიცია[6] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 13 აგვისტო, 2020
59 ცეკვა „ქართული“[7] საშემსრულებლო ხელოვნება 19 სექტემბერი, 2020
60 ტრადიციული აჭარული ნაქარგობა[8] საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგიები 2 ნოემბერი, 2020
61 სულგუნის ტრადიცია საქართველოში[9] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 2 ნოემბერი, 2020
62 ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია [10] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 26 იანვარი, 2021
63 მექვევრეობის ტრადიცია საქართველოში[11] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 6 აპრილი, 2021
64 საპნის დამზადების ტრადიცია სვანეთში[12] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 19 აპრილი, 2021
65 საღვინე ჭურჭელი - დოქის დამზადების ტრადიცია[13] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 29 აპრილი, 2021
66 ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკა / ქართული გალობა ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება 31 მაისი, 2021
67 ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები[14] ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 9 იანვარი, 2023
68 გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია[14] საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 9 იანვარი, 2023
69 რთვლის ტრადიცია საქართველოში[14] საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება, ხელოსნობის დარგები და ტექნოლოგია 9 იანვარი, 2023
70 მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი[14] საზოგადოებრივი გამოცდილება 9 იანვარი, 2023
71 მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია[14] საზოგადოებრივი გამოცდილება 9 იანვარი, 2023
72 ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში[14] ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება, გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 9 იანვარი, 2023

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება