განთიადი (ჟურნალი)
„განთიადი“ — ქართული ორკვირეული სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა ქუთაისში 1915 წელს. თავდაპირველად რედაქტორი-გამომცემელი იყო ს. მჭედლიშვილი, მე-5 ნომრიდან — რ. ფანცხავა (ხომლელი). ჟურნალში თანამშრომლობდნენ ი. ფანცხავა, ს. წერეთელი, გ. ტაბიძე, ი. იოსელიანი, ნ. ლომოური, ი. გრიშაშვილი, დუტუ მეგრელი, პ. მირიანაშვილი და სხვა. გამოვიდა 17 ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 981.