ყაბახი — ძველი ქართული ცხენოსნური თამაში.

კრისტოფორო დე კასტელის ნახატი „ყაბახი ქუთაისში“ (ქაღალდი, ტუში). ალბომი 3 Qq E 93.

თამაშის მიზანი

რედაქტირება

ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის (უმთავრესად თასის) ისრით ჩამოგდება.

შინაარსი და წესები

რედაქტირება

მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.

შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.

მოედანი და ინვენტარი

რედაქტირება

ყაბახი ტარდება მინდორზე, რომლის სიგრძეა 75-100 და სიგანე – 20-30 მეტრი. მოედნის ცენტრში იდგმება 6 მეტრის სიმაღლის ანძა, ხოლო ანძაზე – 30 სანტიმეტრის სიმაღლის თასი. მოედნის თავსა და ბოლოში გავლებულია სტარტისა და ფინიშის ხაზები.

მხედრისათვის აუცილებელია მშვილდ-ისარი.

ძველად ყაბახი დიდი ინტერესით ტარდებოდა. ძველ თბილისში ყაბახისათვის სპეციალური მოედანიც კი ყოფილა მოწყობილი. [1]

  1. საბავშვო ენციკლოპედია. ტომი VII, გვ.555 - თბილისი, „ნაკადული“, 1968.