ბორანო, ბორაოყველითა და დამწვარი კარაქით დამზადებული ტრადიციული აჭარული კერძი. იგი ცხიმიანობითა და სწრაფი მომზადებით ხასიათდებოდა. აჭარულ მოხდილ-დაპწნილ ყველს დაჭრიდნენ, ზემოდან დამწვარ კარაქს (იაღს) დაასხამდნენ და ბორანიც მზად იყო. მას მჭადთან ერთად მიირთმევდნენ. ყველი უმჯობესი იყო ახალი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში დაჭრილ ყველს ცხელ წყალს დაასხამდნენ, ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ყველი დარბილდებოდა და დამწვარ იაღს შემდგომ დაასხამდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, აჭარა, ბათუმი, 2018