ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სვანური მარილი — ტრადიციული, სანელებლებით შეზავებული მარილი. ამზადებენ სვანეთში. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცულია XVI საუკუნის დროინდელი თასი, რომელსაც სვანური მარილის დასამზადებლად იყენებდნენ.

სვანური მარილი

ისტორიულად სვანეთი მარილის ნაკლებობას განიცდიდა. ხალხური გადმოცემით, სვანები მარილის ამოსატანად სხვადასხვა ადგილას მიემგზავრებოდნენ [1]. (უმეტესად ზღვის პირას). სვანეთში ამოტანის შემდეგ, რაოდენობის გაზრდის მიზნით, მარილში სხვადასხვა ინგრედიენტებს ურევდნენ. სუფრის მარილთან ერთად, სვანური მარილის ინგრედიენტებია: ნიორი, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, ზაფრანა და დაფქული წითელი წიწაკა (პროპორცია იცვლება გემოვნების მიხედვით), რომლებიც ერთად დამახასიათებელ არომატს ანიჭებენ ამ პროდუქტს. [1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასი, რომი, 2019 გვ., 83
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვანური_მარილი“-დან