ფერხული
ფერხული — უძველესი ქართული ხალხური (უპირატესად მამაკაცთა) ცეკვა. აღბეჭდილია თრიალეთის გათხრების შედეგად ნაპოვნ ვერცხლის სასმისზე (ძვ. წ. II ათასწლეული). შინაარსის მიხედვით არსებობს პატრიოტული, საბრძოლო (მეომრულ-ლაშქრული) და საყოფახოვრებო ფერხულები. ფორმის მიხედვით — წრიული, წრე წრეში ჩასმული და სართულიანი (ორსართულა ან ზემყრელო). მუსიკალური ზომა 3/4. დღეისათვის საფერხული რეპერტუარით ყველაზე მდიდარია სვანეთი. აქ შემონახულია უძველესი წარმართული ფერხულები. ფერხული გავრცელებულია აგრეთვე რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და მესხეთში. ზოგიერთი ფერხული შედგება ნელი და ჩქარი ნაწილებისაგან. მუსიკალური ზომა 4/4.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 275.