თრიალეთის ვერცხლის თასი
თრიალეთის ვერცხლის თასი — ვერცხლის თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას, ერთ-ერთ ყორღანზე.
თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო მინიშნებებს შეიცავს.
თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული, გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმელის შეწირვის რიტუალთან.
აღწერა
რედაქტირებათრიალეთის ვერცხლის თასი ქვემოთკენ დავიწროებული ცილინდრის ფორმისაა და დაბალყელიანი ფეხით ბოლოვდება. თასის სიმაღლეა 108 მმ, უდიდესი დიამეტრი 91 მმ. თასის ძირითადი, ცილინდრუი ნაწილი მთელი სიმაღლის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს, დანარჩენი 1/3 დავიწროებულ ფსკერსა და საყრდენ ფეხს უჭირავს.
ზემოდან პირველი სარტყელი ერთმანეთის მომიჯნავე ჩვიდმეტი მართკუთხედისგან შემდგარ დეკორატიულ ზოლს წარმოადგენს. თითოეული მართკუთხედი დაშტრიხულია ირიბი პარალელური ხაზებით, რომელთა მიმართულება ყოველ მომდევნო მართკუთხედში მონაცვლეობს.
ქვედა ორნამენტული ზოლი მოთავსებულია თასის დავიწროებულ, კონუსურ ნაწილში და გრაფიკულად შესრულებული ორმაგი კანელურებით შედგენილ ვარდულს წარმოადგენს. ქვედა დეკორატიული ზოლი ჭურჭლის ფეხისასაგან გრაფკული ხაზით, ხოლო მეორე ფრიზისგგან რელიეფური ზოლითაა გამოყოფილი. პირველ დეკორატიულ ზოლზე განაწილებული ორნამენტი გრაფიკული სიმსუბუქით გამოირჩევა, ქვედა ზოლის დეკორის კონტური კი შედარებით ღრმადაა ამოჭრილი, რის გამოც უფრო მკაფიოდ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე ნ. თრიალეთის ვერცხლის თასი. თბილისის უნივერსიტეტის შრომები 165. „ისტორია ხელოვნებათმცოდნეობა ეთნოგრაფია“. თბილისი, 1975. გვ. 183-183.