მპუმალანგა
მპუმალანგა (ინგლ. Mpumalanga) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4 039 939 ადამიანს, რითაც იგი მეშვიდეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 76 495 კმ². პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება ორი სახელმწიფო ესვატინი და მოზამბიკი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
მპუმალანგა ინგლ. Mpumalanga | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | Mbombela | ||
შიდა დაყოფა | Gert Sibande District Municipality, Nkangala District Municipality და Ehlanzeni District Municipality | ||
კოორდინატები | 26°00′00″ ს. გ. 30°00′00″ ა. გ. / 26.00000° ს. გ. 30.00000° ა. გ. | ||
მმართველი | Refilwe Mtsweni[1] [2] | ||
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 | ||
ფართობი | 76 495 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 039 939 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 52,81 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] | ||
ოფიციალური საიტი | mpumalanga.gov.za | ||
1995 წლის 24 აგვისტომდე ერქვა აღმოსავლეთი ტრანსვაალი. 1994 წლამდე შედიოდა ტრანსვაალის პროვინციის შემადგენლობაში. პროვინციის დასახელება ზულუს ენიდან თარგმანში ნიშნავს „ადგილს, საიდანაც ამოდის მზე“.
გეოგრაფია
რედაქტირებამპუმალანგის პროვინცია მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ესაზღვრება მოზამბიკს (აღმოსავლეთით), ესვატინს (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებს: ლიმპოპოს (ჩრდილოეთით), გაუტენგს (დასავლეთით), ფრი-სტეიტს და კვაზულუ-ნატალს (სამხრეთით). ფართობი შეადგენს 76 495 კმ²-ს (მე-8 ადგილი ქვეყნის 9 პროვინციას შორის).
მპუმალანგის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს „კრუგერის“ ეროვნული პარკის ნაწილი. ქალაქ ბარბერტონის სიახლოვეს (ესვატინის საზღვართან) მდებარეობს დარტყმითი კრატერი, დიამეტრით დაახლოებით 500 კმ, რომელიც წარმოიშვა 3,26 მილიარდი წლის წინ (არქეული ეონი), დედამიწაზე 37—58 კმ-ის დიამეტრის ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ[3][4].
მოსახლეობა
რედაქტირება2007 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3 643 435 ადამიანს.[5] 2011 წლის აღწერის მონაცემებით ის შეადგენს 4 039 939 ადამიანს[6][7]. მპუმალანგის პროვინციის მოსახლეობის 27,7 % ლაპარაკობს სვატის ენაზე, 24,1 % — ზულუს, 10,4 % — ტსონგას და 10,1 % — ნდებელეს ენაზე.[8] შავკანიანები შეადგენენ მპუმალანგის პროვინციის მოსახლეობის 90,7 %-ს, თეთრკანიანები — 7,5 %-ს, ფერადკანიანები — 0,9 %-ს, აზიელები — 0,7 %-ს.[7]
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებამპუმალანგას პროვინცია იყოფა 3 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 17 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.
|
|
|
ეკონომიკა
რედაქტირებამთავარი ადგილი პროვინციის ეკონომიკაში უკავია სოფლის მეურნეობას, რომლის ძირითადი კულტურებია: სიმინდი, ხორბალი, სორგო, ქერი, მზესუმზირა, სოია, არაქისი, ჩაი, შაქრის ლერწამი, ბოსტნეული კულტურები, ციტრუსები და სხვა. ბუნებრივ საძოვრებს უკავია პროვინციის დაახლოებით 14 %. მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტებია: საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, მატყლი, ფრინველები და რძის პროდუქტები. პროვინციაში მოიპოვება შემდეგი სასარგებლო წიაღისეული: ოქრო, პლატინა, სილიციუმი, ქრომი, სტიბიუმი, კობალტი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, კალა, მაგნეზიტი და სხვა. ოქრო მპუმალანგის პროვინციის ტერიტორიაზე პირველად აღმოჩენილი იქნა 1883 წელს თანამედროვე ქალაქ ბარბერტონის რაიონში, სადაც ის დღესაც მოიპოვება.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://lowvelder.co.za/427179/anc-reshuffle/
- ↑ http://www.mpumalanga.gov.za/contacts.htm
- ↑ Геологи узнали, что случилось с Землей после удара астероида-гиганта
- ↑ Астероид, убивший динозавров, просто карлик в сравнение с астероидом 3-х млрд давности, говорят учёные
- ↑ Community Survey 2007: Basic results (PDF). Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 14 January 2011.
- ↑ SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ 7.0 7.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ «Barberton» დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. , Mpumalanga South Africa, ExploreSouthAfrica.net. (URL accessed 30 April 2006)