ფრი-სტეიტი (ინგლ. Free State, აფრ. Vrystaat, სეს. Foreistata) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. ტერიტორიის საზღვრები მთლიანად ემთხვევა ძველი პროვინციის — ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს საზღვრებს, ხოლო ახალი დასახელება — ძველის გავრცელებული შემოკლებული დასახელებაა. პროვინცია აწარმოებს 70 %-მდე სამხრეთაფრიკულ ხორბალს, ამას გარდა, აქ მდებარეობენ ოქროს და ალმასების მდიდარი საბადოები.

პროვინცია
ფრი-სტეიტი
ინგლ. Free State
აფრ. Vrystaat
სეს. Foreistata
დროშა

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ბლუმფონტეინი
შიდა დაყოფა Mangaung Metropolitan Municipality, Xhariep District Municipality, Lejweleputswa District Municipality, Thabo Mofutsanyana District Municipality და Fezile Dabi District Municipality
კოორდინატები 28°00′00″ ს. გ. 27°00′00″ ა. გ. / 28.00000° ს. გ. 27.00000° ა. გ. / -28.00000; 27.00000
მმართველი Sisi Ntombela[1] [2]
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 129 825 კმ²
მოსახლეობა 2 745 590 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 21,15 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი fs.gov.za

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბლუმფონტეინი, რომელიც ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სასამართლო დედაქალაქია.

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციის ფართობი შეადგენს 129 825 კმ²-ს. ესაზღვრება ლესოთოს (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებს: კვაზულუ-ნატალს (აღმოსავლეთით), აღმოსავლეთ კაპლანდს (სამხრეთით), ჩრდილოეთ კაპლანდს (დასავლეთით), ჩრდილო-დასავლეთ პროვინციას (ჩრდილოეთით), გაუტენგს და მპუმალანგას (ჩრდილო-აღმოსავლეთით). არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. კლიმატი ხასიათდება, როგორც კონტინენტალური თბილი ან ცხელი ზაფხულით და გრილი ან ცივი ზამთრით. თითქმის ყველა ნალექი მოდის ზაფხულის თვეებში, მათი რაოდენობა იზრდება აღმოსავლეთისკენ.

პროვინციის ყველაზე უფრო დიდი ქალაქებია: ბლუმფონტეინი, ბეთლემი, სასოლბურგი, კრუნსტადი, ველქომი.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 745 590 ადამიანს[3][4]. 2011 წელს თეთრკანიანები შეადგენდნენ პროვინციის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 8,7 %,[4] ადრე მათი წილი გაცილებით მეტი იყო. 1880 წლისთვის თეთრკანიანები აქ შეადგენდნენ 45,7 %-ს, ხოლო 1904 წლისთვის — 36,8 %-ს.[5] შავკანიანების წილია — 87,6 %; ფერადკანიანები შეადგენენ 3,1 %-ს; აზიელები — 0,4 %-ს.[4]

პროვინციის დიდ ნაწილში მოსახლეობის უპირატესი მშობლიური ენაა — სესოტო (64,2 %). პროვინციის უკიდურესი აღმოსავლეთის რაიონებში გავრცელებულია ზულუს ენა (5,1 %), ხოლო უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით — ტსვანა (6,8 %). აფრიკაანსი გავრცელებულია ფრი-სტეიტის პროვინციის მთელ ტერიტორიაზე თეთრკანიან და ფერადკანიან მოსახლეობას შორის (12,7 %).[6] ინგლისური ენა ბიზნესის ენაა, გამოიყენება მთავრობაში და განათლებაში. მიუხედავად ამისა, ინგლისური ენის გავრცელება, როგორც მოსახლეობის პირველი ენისა, შედარებით დაბალია.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

პროვინცია იყოფა 1 საქალაქო და 4 სასოფლო ოლქად:

ეკონომიკა

რედაქტირება

ფრი-სტეიტის პროვინცია ქვეყნის ბეღელია, რის გამოც სოფლის მეურნეობას უკავია ცენტრალური ადგილი პროვინციის ეკონომიკაში. დამუშავებული მიწის ფართობს უკავია დაახლოებით 32 000 კმ², ხოლო საძოვრებს კიდევ დაახლოებით 87 000 კმ². სოფლის მეურნეობის საფუძველს შეადგენს მარცვლეული კულტურები, ასევე განვითარებულია მეცხოველეობა. ქვეყნის ალუბლების დაახლოებით 90 % მოჰყავთ ფიკსბურგის რაიონში. სოია, სორგო, მზესუმზირა და ხორბალი აქტიურად მოჰყავთ პროვინციის აღმოსავლეთში. პროვინციაში მოჰყავთ ქვეყნის კარტოფილის დაახლოებით 40 %, რომელიც აქ კულტივირებულია ამაღლებულ ზეგნებზე. ბოსტნეული კულტურების ძირითადი კულტურაა სატაცური. ასევე განვითარებულია მეყვავილეობა.

პროვინციის წიაღისეული მდიდარია ოქროთი და ალმასებით. პროვინციის სამთომომპოვებელი მრეწველობა რეგიონში ყველაზე დიდი დამსაქმებელია. პროვინციაში მდებარეობს 12 ოქროს საბადო, რომლებშიც მოიპოვება 30 %-მდე მთელი სამხრეთაფრიკული ოქრო. საბადოებში ოქროს მოპოვებასთან ერთად გავრცელებულია ვერცხლის მოპოვებაც. არსებობს ქვანახშირის საბადოებიც.

პროვინციის მრეწველობაში ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია ქიმიური და ნავთობქიმიური დარგები.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
  • ლესოთოს საზღვართან მდებარე ქალაქ ლედიბრანდში მდებარეობს უნიკალური ეკლესია, რომელიც იმყოფება კლდეში და აგებულია ნეტარი ავგუსტინეს ინგლისური საზოგადოების მიერ 1869 წელს. დღეისათვის ეკლესიასთან ცხოვრობს მხოლოდ ერთი ადამიანი. ის ინახავს ეკლესიაში შესასვლელის გასაღებს და უვლის ბალახებისგან დაფარულ ძველ სასაფლაოებს.
  • კვაკვას მთა, რომლის დასახელება ერთ-ერთი კოისანური ენებიდან თარგმანში ნიშნავს „თეთრზე უფრო თეთრს“ და მას დაერქვა თეთრი ქვიშოვანი მთის გამო. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა — სენტინელი — უზარმაზარი ბაზალტის ბოძი მთიანი ამფითეატრის დასავლეთით.
  • ფლორისბადის ადგილას აღმოჩენილი თავის ქალა ასაკით 259 ათასი წელი, რომელიც ტიპიურია Homo helmei-ის სახეობისათვის[7].

ცნობილი პიროვნებები

რედაქტირება

ბლუმფონტეინში დაიბადა ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ასევე გრანჟ-ჯგუფ Seether-ის ლიდერი — შონ მორგანი.

  1. http://www.premier.fs.gov.za/?page_id=2195
  2. https://www.gov.za/about-government/contact-directory/sekgobelo-elias-magashule-mr
  3. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
  4. 4.0 4.1 4.2 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
  5. http://www.1911encyclopedia.com/Orange_Free_State#Inhabitants
  6. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
  7. Homo helmei Dreyer, 1935 эволюционные и таксономические аспекты — Антропогенез. РУ
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: