ჩრდილო-დასავლეთი (სარ)

ჩრდილო-დასავლეთი (ინგლ. North West, აფრ. Noordwes, კოს. Nyakatho-Ntshonalanga, ტსვანა Bokone Bophirima) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 509 953 ადამიანს[3][4], რითაც იგი მეშვიდეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 104 882 კმ². პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიმპოპო, დასავლეთით – გაუტენგი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ფრი-სტეიტი, სამხრეთ-დასავლეთით ჩრდილოეთი კაპლანდი, ხოლო ჩრდილოეთით – ბოტსვანა. შეიქმნა 1994 წელს ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაფიკენგი. ყველაზე დიდი ქალაქია — რუსტენბურგი.

პროვინცია
ჩრდილო-დასავლეთი
ინგლ. North West
აფრ. Noordwes
კოს. Nyakatho-Ntshonalanga
ტსვანა Bokone Bophirima
დროშა

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Mahikeng
შიდა დაყოფა Bojanala Platinum District Municipality, Ngaka Modiri Molema District Municipality, Dr Ruth Segomotsi Mompati District Municipality და Dr Kenneth Kaunda District Municipality
კოორდინატები 27°00′00″ ს. გ. 26°00′00″ ა. გ. / 27.00000° ს. გ. 26.00000° ა. გ. / -27.00000; 26.00000
მმართველი Job Mokgoro[1] [2]
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 104 882 კმ²
მოსახლეობა 3 509 953 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 33,47 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი nwpg.gov.za

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოადგენს სწორ ველებს ბალახოვანი მცენარეულობით და ცალკეული ხეებით. მაგალისბერგის მთის ქედი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთით 130 კმ-ზე პრეტორიიდან რუსტენბურგამდე. მდინარე ვაალი ასევე წარმოადგენს პროვინციის სამხრეთ საზღვარს.

ტემპერატურა მერყეობს 17 °С-დან 31 °С-მდე ზაფხულის თვეებში და 3 °С-დან 21 °С-მდე ზამთრის თვეებში. ნალექების წლის საშუალო დონე შეადგენს 360 მმ-ს, რომელთა დიდი ნაწილი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაპარაკობს ტსვანა (65,4 %) ენაზე, სხვა ენებიდან გავრცელებულია აფრიკაანსი, სესოთო, კოსა, ინგლისური. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანობის მიმდევარია. განათლების დონე სულ შეადგენს 57 %-ს, პროვინციას უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის მხრივ ქვეყანაში ყველაზე დაბალი წილი გააჩნია.

 
მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
პროვინციის ენები:
  არ არსებობს უპირატესი ენა

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია იყოფა 4 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 20 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.

ეკონომიკა

რედაქტირება

პროვინციის ეკონომიკის საფუძველია სამთომომპოვებელი მრეწველობა, რომელიც შეადგენს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს. ძირითადი სასარგებლო წიაღისეულს მოიცავენ ოქრო, ურანი, პლატინა და ალმასი.

პროვინციის ჩრდილოეთში და დასავლეთში განვითარებულია მეცხვარეობა და მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება. პროვინციის აღმოსავლეთი და სამხრეთი – სასოფლო-სამეურნეო რეგიონებია, სადაც მოჰყავთ სიმინდი, მზესუმზირა, თამბაქო, ბამბა, ციტრუსები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.news24.com/SouthAfrica/News/job-mokgoro-sworn-in-as-north-west-premier-20180622
  2. http://www.nwpg.gov.za/Cabinet.htm
  3. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  4. Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.