გაუტენგი
გაუტენგი (ინგლ. Gauteng) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ. გაუტენგი ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული პროვინციაა. ტერიტორიის მიხედვით მას უკავია ბოლო ადგილი (ქვეყნის 1,4 %). პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი იოჰანესბურგი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
გაუტენგი ინგლ. Gauteng | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | იოჰანესბურგი | ||
შიდა დაყოფა | City of Tshwane Metropolitan Municipality, City of Ekurhuleni Metropolitan Municipality, Sedibeng District Municipality, West Rand District Municipality, Metsweding District Municipality და City of Johannesburg Metropolitan Municipality | ||
კოორდინატები | 26°00′00″ ს. გ. 28°00′00″ ა. გ. / 26.00000° ს. გ. 28.00000° ა. გ. | ||
მმართველი | David Makhura | ||
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 | ||
ფართობი | 18 178 კმ² | ||
მოსახლეობა | 12 272 263 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 675,12 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] | ||
ოფიციალური საიტი | gpg.gov.za | ||
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაგაუტენგი — ქვეყნის ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც არ გააჩნია არც სანაპირო ზოლი და არც საზღვარი უცხო ქვეყნებთან. ესაზღვრება ფრი-სტეიტის (სამხრეთით), ჩრდილო-დასავლეთის (დასავლეთით), მპუმალანგას (აღმოსავლეთით) და ლიმპოპოს (ჩრდილოეთით) პროვინციებს. გაუტენგის სამხრეთი საზღვარი გადის მდინარე ვაალზე. ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ველდის პლატოზე (ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლეზე). პრეტორიასა და იოჰანესბურგს შორის გადაჭიმულია მაგალისბერგის და ვიტვატერსრანდის მთების ქედები და ბორცვები.
პროვინციის კლიმატი — სუბტროპიკულია, მაგრამ საკმაოდ დამოკიდებულია ზღვის დონიდან არსებულ სიმაღლეზე. პრეტორიაში (1300 მეტრი) და იოჰანესბურგში (1700 მეტრი) ის საკმაოდ გრილია. ზამთარში ხშირად იცის ყინვები, განსაკუთრებით სამხრეთის რაიონებში. თოვლი იშვიათობაა, მაგრამ მოდის ზოგიერთ რაიონში. იოჰანესბურგში წლის საშუალო ნალექების დონე შეადგენს 713 მმ-ს; იანვრის მაქსიმალური ტემპერატურაა: 26 °С, მინიმალური: 15 °С; ივნისის მაქსიმალური ტემპერატურაა: 16 °С, მინიმალური: 4 °С. ნალექების წლის საშუალო დონე პრეტორიაში შეადგენს — 647 მმ-ს, იოჰანესბურგში ტემპერატურის მაჩვენებლები ცოტა უფრო მაღალია.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 12 272 263 ადამიანს[1][2]. (ყველაზე უფრო მეტად დასახლებული პროვინცია, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 24 %). ამას გარდა, აქ აღნიშნულია მოსახლეობის ზრდის ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 20 %-ით. 2011 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენდა 675,12 ად./კმ²-ზე. 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილია — 23,6 %; 65 წელზე უფროსების — 4 %. საშუალო ასაკი შეადგენს 27 წელს. ყოველ 100 ქალზე მოდის 101,2 მამაკაცი.
გაუტენგის პროვინციის მოსახლეობის 19,8 % ლაპარაკობს ზულუს ენაზე, 13,3 % ინგლისურ ენაზე, 12,4 % აფრიკაანსზე, 11,6 % სესოთოს ენაზე.[3] შავკანიანები შეადგენენ გაუტენგის პროვინციის მოსახლეობის 77,4 %-ს, თეთრკანიანები — 15,6 %-ს, ფერადკანიანები — 3,5 %-ს, აზიელები — 2,9 %-ს.[2] მოსახლეობის დაახლოებით 76 % — ქრისტიანია; 1,7 % — მუსლიმი; 0,8 % — ინდუსი; მოსახლეობის 18,4 % საკუთარ თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს. უმუშევართა წილი შეადგენს 25,8 %-ს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია დაყოფილია 3 საქალაქო და 2 სასოფლო ოლქად:
- საქალაქო ოლქი იოჰანესბურგი
- საქალაქო ოლქი ტშვანე. მის შემადგენლობაში შედიან:
- საქალაქო ოლქი ეკურჰულენი.
- სასოფლო ოლქი სედიბენგი
- სასოფლო ოლქი უესტ-რანდი
ეკონომიკა
რედაქტირებაგაუტენგის პროვინცია — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავარი ეკონომიკური და მთელი აფრიკის კონტინენტის ცენტრია, რომელიც მთავარ როლს თამაშობს სამრეწველო, საფინანსო, სატრანსპორტო, ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების სექტორებში. აქვს რა მთელი ქვეყნის ფართობის მხოლოდ 1,4 %, გაუტენგის პროვინცია იძლევა მთელი სამხრეთაფრიკული მთლიანი შიდა პროდუქტის 33,9 %-მდე. პროვინციაში მდებარეობს ბევრი უცხოური კომპანია და საწარმო. უკანასკნელ წლებში ქალაქის რაიონებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სწრაფი ტემპის გამო აქტუალური ხდება სატრანსპორტო პრობლემა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
- ↑ 2.0 2.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
- ↑ The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-07.