ველდი
ველდი (ნიდერლ. veld — „მინდორი“) — ვრცელი მშრალი პლატო სამხრეთ აფრიკაში, უპირველეს ყოვლისა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მდებარე ლიმპოპოსა და ვაალის მდინარეებს შორის და მდინარე ორანჟის ზედა დინებაში. ქმნიან საფეხურების სერიას, რომლებიც მაღლდებიან დრაკონის მთებთან და დაბლდებიან კალაჰარის და ლიმპოპოს ხეობებთან.
განასხვავებენ დაბალ ველდს, საშუალო ველდს, მაღალ ველდს, ასევე ბუშველდს.
აღწერა
რედაქტირებასაერთო დახასიათება
რედაქტირებაპლატოს კლიმატი კონტინენტალური სუბტროპიკულია. ნალექების რაოდენობა შეადგენს 600—800 მმ-ს წელიწადში. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 12—23 °C-ს. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მაღლა ზოგჯერ მოდის თოვლი.
მცენარეულობიდან სჭარბობს ქსეროფიტული ეკლიანი ბუჩქები (ბუშველდი). მდინარეების ხეობებში ხარობს სუბტროპიკული პოდოკარპუსის წიწვოვანი ტყე და სხვა წიწვოვანი სახეობები. ტერიტორიის ნაწილი მოხნულია სიმინდის, ხორბლის, ბამბის, თამბაქოს დასათესად. არსებობს ხილის ბაღები და საძოვრები. მდიდარი ცხოველთა სამყარო (ანტილოპები, ზებრები, ლომები, ჯიქები სხვადასხვა სახეობები) შენარჩუნებულია რეზერვატებში.
პლატოზე მუშავდება ოქროს, ურანის მადნის, ქვანახშირის, ალმასის საბადოები, ასევე პლატინის, რკინის, ტიტანის და ვანადიუმის მადნები, ქრომიტები.
დაბალი ველდი
რედაქტირებადაბალი ველდი (აფრ. Laeveld, ინგლ. Low Veld) მდებარეობს მდინარე ლიმპოპოს მარჯვენა სანაპიროზე. ის წარმოადგენს დოკემბრიული ეპოქის კრისტალური ფუნდამენტის ძველ პენეპლენს (დაბალბორცვებიან ვაკეს). დაყოფილია ფართე ხეობებით. სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 300 მეტრიდან 600 მეტრამდე. დაფარულია ბაობაბიანი სავანით და მოპანეს (ლათ. Colophospermum mopane) ხით.
შუა ველდი
რედაქტირებაშუა ველდი (აფრ. Middelveld, ინგლ. Middle Veld) მდებარეობს მდინარე ვაალსა და მდინარე ულიფანტსის ზედა დინებას შორის. ის აგებულია თითქმის ჰორიზონტალურად დალექილი ქვიშაქვებით, ფიქლებით და სხვა დანალექი ქანებით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 800—1300 მეტრს. შუა ველდზე წამოჭიმულია იზოლირებული კოპიესის მთები. დასავლეთით შუა ველდი დაფარულია ქსეროფიტული ბუჩქებით, აღმოსავლეთით — მარცვლოვანი მცენარეებით. ქალაქ კიმბერლის რაიონში მიმდინარეობს ალმასების მოპოვება.
მაღალი ველდი
რედაქტირებამაღალი ველდი (აფრ. Hoëveld, ინგლ. High Veld) მდებარეობს მდინარე ორანჟსა და მდინარე ვაალს შორის. მას აქვს შუა ველდის მსგავსი გეოლოგიური აგებულება. პლატოს ამ ნაწილის სიმაღლე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ 2000 მეტრიდან დაბლდება 1200 მეტრამდე. 1200—2000 მეტრის სიმაღლის ინტერვალში ზედაპირი მთლიანად დაფარულია 1 მეტრამდე სიმაღლის მარცვლოვანი მცენარეებით. მაღალი ველდის ვიტვატერსრანდის მთების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოქროს და ურანის მთავარი საბადოები.
ბუშველდი
რედაქტირებაბუშველდი (აფრ. Bosveld, ინგლ. Bush Veld) მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიიდან ჩრდილოეთით, სადაც ის გადადის დაბალ ველდში. მისი სიმაღლე არ აჭარბებს 900 მეტრს. ბუშველდი აგებულია მაგმური ქანებისგან და დაფარულია ეკლიანი ბუჩქებით (აკაციის სახეობები).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ველდი
- Grasslands and Thickets: Bush Encroachment and Herding in the Kalahari thornveld