კვაზულუ-ნატალი (ინგლ. KwaZulu-Natal) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს, ნატალის ყოფილი პროვინციისა (ძველი პორტუგალიური დასახელება — „საშობაო“) და ყოფილი ბანტუსტანისკვაზულუს გაერთიანების გზით.

პროვინცია
კვაზულუ-ნატალი
ინგლ. KwaZulu-Natal
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი პიტერმარიცბურგი
შიდა დაყოფა eThekwini Metropolitan Municipality, Ugu District Municipality, uMgungundlovu District Municipality, Uthukela District Municipality, Umzinyathi District Municipality, Amajuba District Municipality, Zululand District Municipality, Umkhanyakude District Municipality, King Cetshwayo District Municipality, iLembe District Municipality და Harry Gwala District Municipality
კოორდინატები 29°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 29.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. / -29.00000; 31.00000
მმართველი Willies Mchunu[1] [2]
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 94 361 კმ²
მოსახლეობა 10 267 300 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 108,81 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი kwazulunatal.gov.za

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი პიტერმარიცბურგი. ყველაზე დიდი ქალაქი — დურბანი.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

პროვინციის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 94 361 კმ²-ს, რაც თითქმის შეესაბამება პორტუგალიის ფართობს. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს ტერიტორია შეიძლება დავყოთ 3 რეგიონად: სანაპირო დაბლობი, სამხრეთში ვიწრო და ჩრდილოეთით გაფართოებული. ცენტრალური რაიონები უკავია ბორცვიან პლატოს, რომელიც მაღლდება დასავლეთით. მესამე რეგიონი წარმოდგენილია ორი მთიანი ადგილით: დრაკონის მთებით (დასავლეთით) და ლებომბოს მთებით (ჩრდილოეთით). დრაკონის მთების სიმაღლე აღწევს 3000 მეტრს ლესოთოს საზღვართან ახლოს. ლებომბოს მთები, პირიქით, დაბალი ძველი მთებია, რომლებიც ქმნიან პარალელურ ქედებს სვაზილენდიდან სამხრეთში. პროვინციის ყველაზე უფრო დიდი მდინარეტუგელა, მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვაზულუ-ნატალის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში.

რეგიონის კლიმატი საკმაოდ სხვადასხვანაირია, სანაპიროზე ის სუბტროპიკული და ნოტიოა. დურბანში წლის საშუალო ნალექების რაოდენობა შეადგენს 1009 მმ-ს; დღის ტემპერატურის მაქსიმუმი იანვრიდან მარტის ჩათვლით აღწევს 28 °С-ს, მინიმუმი 21 °С-ს; ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ტემპერატურის მაქსიმუმი აღწევს 23 °С-ს, ხოლო მინიმუმი ეცემა 11 °С-მდე. პროვინციის შიდა რაიონებში ზაფხულის ტემპერატურა ედრება სანაპიროს რაიონების ტემპერატურას, მაშინ როდესაც ზამთარი უფრო ცივია. ზამთარი დრაკონის მთებში — ცივი და თოვლიანია, ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალები ზაფხულშიც კი დაფარულია თოვლის თხელი საფარით. სანაპიროს ჩრდილოეთის ნაწილ ზულულენდისთვის დამახასიათებელია უფრო თბილი და ნოტიო, ტროპიკულთან ახლო მდგომი, კლიმატი.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 10 267 300 ადამიანს.[3][4]. პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: შავკანიანები – 86,8 %; თეთრკანიანები – 4,2 %; ფერადკანიანები – 1,4 %; აზიელები – 7,4 %.[4] პროვინციის ძირითადი ენებია: ზულუ (77,8 %), ინგლისური (13,2 %).[5]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

კვაზულუ-ნატალის პროვინცია დაყოფილია 1 საქალაქო და 10 სასოფლო ოლქად:

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქი დურბანი — სწრაფად მზარდი ქალაქი და დიდი პორტია, რკინიგზით კარგადაა დაკავშირებული ქვეყნის სხვა რაიონებთან. დურბანის და მისი შემოგარენის მრეწველობა მოიცავს შაქრის ლერწამის გადამუშავებას, ტანსაცმლის და ტექსტილის წარმოებას, ქიმიურ, ნავთობგადამამუშავებელ და საქაღალდე მრეწველობას, კაუჩუკის წარმოებას, ავტომობილების აწყობას, კვების მრეწველობას. ასევე არსებობს ალუმინის წარმოების ქარხანა. ასევე მსხვილი ინდუსტრიული ცენტრია პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ნიუკასლი. აქ მდებარეობენ Mittal Steel South Africa, სინთეთიკური რეზინის, ქრომის, ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოები, განვითარებულია საფეიქრო საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.iol.co.za/news/politics/willies-mchunu-sworn-in-as-kzn-premier-2026327
  2. http://www.kznonline.gov.za/index.php/jcontentxmipsum-potenti-leo-malesuada-amet-sociis-nascetur-variusxm/office-of-the-premier
  3. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
  4. 4.0 4.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
  5. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: