ბანტუსტანი
ბანტუსტანი (აფრიკ. Bantoestan) — ტერიტორია, რომელიც გამოიყენებოდა სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ დასავლეთ აფრიკის (თანამედროვე ნამიბიის) შავკანიანი მოსახლეობის რეზერვაციისთვის აპარტეიდის პოლიტიკის ჩარჩოებში. ათი ბანტუსტანი მდებარეობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და კიდევ ათი მისი კონტროლის ქვეშ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში. მათი შექმნის მიზანი იყო შეზღუდულ ფართობზე ერთგვაროვანი ხალხის წარმოქმნა.
ტერმინი «ბანტუსტანი» პირველად გამოიყენეს 1940-ან წლებში. ის წარმოიქმნა სიტყვა „ბანტუსა“ და სუფიქს „სტანის“ გაერთიანებით. ის თავდაპირველად გამოიყენებოდა რეზერვაციის სისტემის კრიტიკოსთა მიერ (ინგლ. homeland, აფრიკ. tuisland). დღეისათვის, ეს სიტყვა შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ შეურაცხმყოფელი მიზნით. ამ სიტყვით შეიძლება მოიხსენიო ქვეყანა ან რეგიონი, რომელიც არ ფლობს სრულყოფილ სუვერენიტეტს.
ზოგიერთმა ბანტუსტანმა «ფურცელზე» განუსაზღვრელი დამოუკიდებლობა მიიღო. მაგ: ტრანსკეი, ვენდა, ბოპუტატსვანა, სისკეი, აღმოსავლეთ კაპრივი, კავანგოლენდი, ოვამბოლენდი, კვაზულუ, ლებოვა, კვაკვა. თუმცა მათი, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის სტატუსმა ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
ცხოვრება ბანტუსტანებში
რედაქტირებაბანტუსტანები საერთო ჯამში იყო ღარიბი და სამუშაო ადგილების ნაკლებობით გამოირჩეოდა. შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო სათამაშო ბიზნესი და ე.წ. ტოპლეს-შოუები, რომელიც აკრძალული იყო, როგორც ამორალურობა, ნაციონალური პარტიების მიერ. ამ გარემოებამ პირდაპირ უბიძგა მეგაკურორტების შექმნისკენ. ისეთის, მაგალითად, როგორიც იყო სან-სიტი ბოპუტატსვანას ბანტუსტანში. ამის გარდა, ზოგიერთმა ბანტუსტანმა გამოუშვა საკუთარი საფოსტო მარკა.
ფინანსური შემოსავლის სხვა წყარო იყო პირდაპირი დახმარების მიღება პრეტორიიდან. ეკონომიკის განუვითარებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების კორუფცია ბანტუსტანების მოსახლეობას პირდაპირ უბიძგებდა ეძებნა სამუშაო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „თეთრების“ ტერიტორიაზე. ასე მუშაობდა მუდმივად თავისი საზღვრების გარეთ ბოპუტატსვანას ბანტუსტანის მოსახლეობის 65 %.
ქალაქის შავკანიან მოსახლეობაში ბანტუსტანები ძალიან არაპოპულარული იყო, რადგან მათი მცხოვრებნი იძულებულნი იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ემუშავათ, როგორც უცხოელ მუშებს. მრავალი პირი, რომელიც მიწერილი იყო ამა თუ იმ ბანტუსტანზე, არასოდეს არ ცხოვრობდა წარმოშობის ადგილას. ბანტუსტანების ეთნიკური პრინციპით დაყოფა ყოველთვის არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
აპარტეიდის შემდგომ
რედაქტირებაბანტუსტანების ლიკვიდაცია იყო აფრიკის ეროვნული კონგრესის პროგრამის ცენტრალური ელემენტი. 1994 წლიდან ისინი კვლავ შევიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროცესი წარიმართა მშვიდობიანად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი ელიტის მხრიდან აწყდებოდა წინააღმდეგობას. რთული აღმოჩნდა ბოპუტატსვანასა და სისკეის ბანტუსტანების დაშლის პროცესი. 1994 წლის მარტში სისკეიში ჯარიც კი შეიყვანეს.