აღმოსავლეთი კაპლანდი

აღმოსავლეთი კაპლანდი (ინგლ. Eastern Cape, აფრ. Oos-Kaap, კოს. Mpuma-Koloni) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს კაპის პროვინციის ყოფილი ნაწილებისაგან, ასევე კვაზიდამოუკიდებელი ბანტუსტანებისაგანსისკეისაგან და ტრანსკეისაგან. ეს პროვინცია — კოსას ხალხის ძირითადი ტერიტორიაა, რომლისაგანაც წარმოიშვა ბევრი ცნობილი სამხრეთაფრიკელი, აფრიკის ეროვნული კონგრესის ისეთი მოღვაწეების ჩათვლით, როგორებიც არიან პრეზიდენტები ნელსონ მანდელა და ტაბო მბეკი (ორივე ისინი დაიბადნენ ზუსტად ამ პროვინციაში).

პროვინცია
აღმოსავლეთი კაპლანდი
ინგლ. Eastern Cape
აფრ. Oos-Kaap
კოს. Mpuma-Koloni
დროშა

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Bhisho
შიდა დაყოფა Nelson Mandela Bay Metropolitan Municipality, Buffalo City Metropolitan Municipality, Sarah Baartman District Municipality, Amathole District Municipality, Chris Hani District Municipality, Joe Gqabi District Municipality, OR Tambo District Municipality და Alfred Nzo District Municipality
კოორდინატები 32°00′00″ ს. გ. 27°00′00″ ა. გ. / 32.00000° ს. გ. 27.00000° ა. გ. / -32.00000; 27.00000
მმართველი Oscar Mabuyane
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 168 966 კმ²
მოსახლეობა 6 562 053 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 38,84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი ecprov.gov.za

აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციაში მდებარეობს მსხვილი კონურბანიზაცია პორტ-ელიზაბეთი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბიშო. მსხვილი ქალაქები — პორტ-ელიზაბეთი, ისტ-ლონდონი (მსხვილი პორტი), გრეიამსთაუნი. პროვინცია ქვეყანაში ერთ-ერთი უღარიბესია: კერძოდ ეს დაკავშირებულია, ყოფილ ბანტუსტანებში — სისკეიში და ტრანსკეიში ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონით.

ქალაქ გრეიამსთაუნში მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში უძველესი და ყველაზე მაღალი ანგლიკანური ტაძარი — წმინდა მაიკლის და წმინდა ჯორჯის ტაძარი.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინცია ესაზღვრება დასავლეთი კაპლანდის (დასავლეთით), ჩრდილოეთი კაპლანდის (ჩრდილო-დასავლეთით), ფრი-სტეიტის (ჩრდილოეთით) და კვაზულუ-ნატალის (ჩრდილო-აღმოსავლეთით) პროვინციებს, ასევე ლესოთოს (ჩრდილოეთით). სამხრეთით გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანის წყლები.

პროვინციის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანი და ბორცვიანია, უმაღლესი წერტილის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან 3019 მეტრზე. კლიმატი პროვინციის სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, პროვინციის დასავლეთისათვის დამახასიათებელია მშრალი კლიმატი საკმაოდ ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. უფრო აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში კლიმატი ხდება უფრო ნოტიო და რბილი, სანაპიროზე კი სუბტროპიკული. შიდა მთიანი რაიონები ხასიათდება ცივი ზამთრით.

პროვინციის ერთ-ერთი დიდი მდინარეადიდი კეი.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 6 562 053 ადამიანს.[1][2]. პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: შავკანიანები – 86,3 %; თეთრკანიანები – 4,7 %; ფერადკანიანები – 8,3 %; აზიელები – 0,4 %.[2] პროვინციის ძირითადი ენებია: კოსა (78,8 %), აფრიკაანსი (10,6 %).[3]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აღმოსავლეთი კაპლანდის პროვინცია იყოფა 2 საქალაქო ოლქად და 6 სასოფლო ოლქად:

ეკონომიკა

რედაქტირება

პორტ-ელიზაბეთში და ისტ-ლონდონში განვითარებულია საავტომობილო მრეწველობა. პორტ-ელიზაბეთში არსებობს ისეთი კომპანიების ამწყობი ხაზები, როგორებიცაა General Motors და Volkswagen; ხოლო ისტ-ლონდონში — Daimler Chrysler-ის დიდი ქარხანა. დღეისათვის მშენებლობის სტადიაშია კოეგას მსხვილი პორტი, პორტ-ელიზაბეთიდან 20 კმ-ში, რომელიც შეიძლება გახდეს პროვინციის განვითარების მთავარი ფაქტორი.

ასევე მთავარ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა. სანაპიროს გასწვრივ განვითარებულია თევზის და კალმარების საწარმოო რეწვა.

  1. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
  2. 2.0 2.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
  3. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-08.