მომხმარებლის განხილვა:ზურა6446/არქივი1
გამარჯობა, ზურა6446. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— ჯაბა 1977 19:17, 27 ივნისი 2018 (UTC)
გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !
რედაქტირებამოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!
Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.— გიო ოქრო 14:43, 19 ნოემბერი 2018 (UTC)
ქსე
რედაქტირებაცის მექანიკა — ლიტერატურა, იმ შემთხვევაში თუ სტატია ქსე-დან შემოგაქვთ, ასე შეგიძლიათ მიუთითოთ: {{ქსე|11|225–226}}, ანუ ჯერ ტომი, მერე გვერდი, ხოლო თუ ავტორიც ჰყავს სტატიას — შემდეგ ავტორი. დამატებით შეგიძლიათ იხილოთ {{ქსე}}. გიო ოქრო 13:33, 22 დეკემბერი 2018 (UTC)
მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს მითითებას --ზურა ლებანიძე 14:24, 24 დეკემბერი 2018 (UTC)
ბმულები
რედაქტირებაგამარჯობა. საჭირო არ არის შიდა ბმულები გაუკეთდეს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა გენერალი, არმია, მთავრობა და ა. შ. ეს სიტყვები ძალიან ზოგადია. უბრალოდ ძალიან ბევრი სიტყვა ჩანს მასე ლურჯად. ბმულები შეგიძლია გაუკეთო ისეთ სიტყვებს, რომელიც მკითხველისათვის „გაუგებარია“ ასე ვთქვათ. მაგ., ატამანი, კონტრრევოლუცია და სხვ. გიო ოქრო 06:42, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- რას ქვია საჭირო არ არის? სტატია სამივე სიტყვაზე არსებობს: გენერალი, არმია, მთავრობა, ან რომელი წესი უკრძალავს შიდა ბმულების გაკეთებას? --ჯაბა 1977 07:03, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
პ.ს. განხილვიდან არაფერი იშლება. --ჯაბა 1977 07:04, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- ჯაბა შემეშალა სხვა მომხმარებლისთვის უნდა მიმეწერა. ისე კი ძალიან „ლურჯი“ ხდება სტატია მასე. მაგ. ბიზანტიის იმპერია — რა მიჰყვე ყოველ მეორე სიტყვას გაალურჯებ. ვიზუალური ხარისხი ცუდია. გიო ოქრო 07:05, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
არაუშავს, მაგრამ წესი წესია გიორგი. შიდა ბმულების გაკეთებას არავინ კრძალავს, ეს მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული. მე პირადად ბევრი შიდა ბმული მომწონს. --ჯაბა 1977 07:07, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
აქ მე აკრძალვას ვერ ვხედავ და თან პირველივე წინადადება გამორიცხავს იმ სიტყვებს რისთვისაც ეს წესი დამილინკე. --ჯაბა 1977 07:16, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- „ყველაზე ადვილი ხერხია სხვა სტატიების გადახედვა ნიმუშებისთვის. თუ ცდილობთ გადაწყვიტოთ შექმნათ თუ არა ბმული, ჰკითხეთ საკუთარ თავს „ამ სტატიას რომ ვკითხულობდე, ეს ბმული გამომადგებოდა?“ როგორც წესი სტატიაში ბმული გაუკეთეთ პირველად, და მხოლოდ პირველად ნახსენებ ტერმინს, რომელსაც ადვილად მიხვედრადი განსაზღვრება არ აქვს.“ გიო ოქრო 07:19, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
გიორგი მერე შენ როგორ ფიქრობ ამ მომხმარებელმა სამ-სამჯერ გაუკეთა გენერალს, არმიას და მთავრობას ბმული? თუ ასე იყო მაშინ მაგაზე დაგეწერა და არა საერთოდ აგეკრძალა მისთვის იმ მიზეზით რომ ზოგადიაო. ვხვდები რომ სხვა გზით მიგყავს საუბარი, ამიტომ აღარ ვაპირებ გავაგრძელო.--ჯაბა 1977 07:28, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- ჯაბა „ ადვილად მიხვედრადი განსაზღვრება არ აქვს“. რაც გინდა იმას რატომ კითხულობ მარტო? გიო ოქრო 07:30, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
შენ ზემოთ წაიკითხე რომ მოგწერე? ვიკიპედიის სტატიების ერთმანეთთან მიბმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადვილად შესაქმნელი ბმულები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიძიონ სტატიასთან დაკავშირებული ინფორმაცია და, შესაბამისად, დიდად სარგებლიანს ხდის ვიკიპედიას. ეს სიტყვები უნდა წაგეკითხა მანამდე. წარმატებები, შენ ახლა რა გჭირს იცი? რაღაც შეგეშალა და იმის გაპრავებას აპირებ. ნუ გასაგებია უცხო არაა ქართულ ვიკისაზოგადოებაში, არც ჩემთვის იყო ეგ უცხო. ასე, რომ კარგად მესმის შენი. ახლა მართლა დავასრულე. --ჯაბა 1977 07:35, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
პ.ს. ამ წესის მიხედვით საქართველოს შიდა ბმული არ უნდა? ხომ ადვილად განსაზღვრებადია? :)--ჯაბა 1977 07:37, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- დასრულება და გაქცევა რატომ გიყვარს? მე არაფერი შემშლია. ერთმანეთთან მიბმა მნიშვნელოვანია გაუგებარი სიტყვებისა. მაგრამ ასეთების, რაგორიცაა პოეტი, მწერალი, არმია, ქვეყანა (სახელმწიფო და არა გეოგრაფიული) და სხვ. — არა, რაც წესშიც მშვენივრად ჩანს. გიო ოქრო 07:38, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- რომელ სტატიაში? :) გიო ოქრო 07:39, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
კორექტულად. --ჯაბა 1977 07:43, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
- კიბატონო, საერთოდ უზრდელობა არ მახასიათებს. ასე რომ ტყუილად ნუ დამაბრალებ ხოლმე :)) წარმატებები. გიო ოქრო 07:44, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
ხელმოწერა
რედაქტირებაზურა ხელმოწერის კოდი გაქვს გასასწორებელი. --ჯაბა 1977 08:10, 25 დეკემბერი 2018 (UTC) როგორ მას????
- როგორ მას --ზურა ლებანიძე 08:14, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
საღამოს მოგწერ სახლში რომ მივალ. --ჯაბა 1977 08:17, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
კარგით მას --ზურა6446 08:18, 25 დეკემბერი 2018 (UTC)
ასტროფიზიკა
რედაქტირებაგამარჯობა, ზურა. უკვე არსებობს გვერდი ასტროფიზიკა და წესების მიხედვით, ის უნდა დაამუშაო, ახალი გვერდის შექმნა საჭირო არ არის. — Mikheil მიწერა 13:43, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
უი, კარგით მადლობა --ზურა 6446 14:01, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
ბმული
რედაქტირებაგამარჯობა. არ არის საჭირო ისეთ სიტყვებზე ბმულის გაკეთება, რომლებსაც უკვე აქვთ ბმული იმავე აბზაცში. გიო ოქრო 15:45, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
განხილვა:ფერმენტოპათია
რედაქტირებაგანხილვა:ფერმენტოპათია — ან მომხმარებელს მიმართე მის პირად განხილვის გვერდზე ან სტატიის განხილვის გვერდზე მიმართე სასურველ მომხმარებელს პირადად. ასე ზოგადად ასეთ მინიშნება სტატიის განხილვის გვერდზე არ იქერება. ან სტატიაში ჩასვი თარგი, რომელიც აღნიშნავს, რომ სტატიას კატეგორია აკლია.--ცანგალა 12:25, 29 დეკემბერი 2018 (UTC)
კარგით მადლობა--ზურა 6446 12:26, 29 დეკემბერი 2018 (UTC)
ლევ ძეკონსკი
რედაქტირებალევ ძეკონსკი — განავრცე თარგი. (მე ჩავსვი)--ცანგალა 12:40, 29 დეკემბერი 2018 (UTC)
დიახ აუცილებლად, მადლობა --ზურა 6446 12:50, 29 დეკემბერი 2018 (UTC)
შესრულებულია --ზურა 6446 17:53, 29 დეკემბერი 2018 (UTC)
კონსტანტინოპოლი
რედაქტირებასწორია კონსტანტინოპოლი და სტატიაში გაასწორე. გიო ოქრო 19:51, 10 იანვარი 2019 (UTC)
მადლობა, გავასწორე უკვე--ზურა 6446 14:09, 11 იანვარი 2019 (UTC)
კონსტანტინოპოლი
რედაქტირებაკონსტანტინოპოლი — დასასრულებელია. ტექსტი მნიშვნელოვნად გასამართია. მიხედე. გიო ოქრო 06:39, 29 იანვარი 2019 (UTC)
ჯერჯერობით გადატვირთული გრაფიკი მაქვს და უახლოეს მომავალში მივხედავ აუცილებლად --ზურა 6446 13:19, 30 იანვარი 2019 (UTC)
სომხეთის ისტორია (წიგნი)
რედაქტირებასომხეთის ისტორია (წიგნი) — წიგნი მომვსეს ხორენაცზე დაყრდნობით დაწერილი არ არის. ეგ წიგნი მის სახელს მიეწერება. მაინცდამაინც ნუ მიენდობი Google Translate-ს. გიო ოქრო 10:14, 23 მარტი 2019 (UTC)
ნერინგის მუნიციპალიტეტი
რედაქტირებანერინგის მუნიციპალიტეტი — ლატვია შეიტანე და ალბათ შეგეშალა. თანაც, როდესაც არის ერთი კატეგორია, რომელიც თავის მხრივ ერთიანდება მეორე კატეგორიაში, სტატიაში მხოლოდ პირველის მითითება საკმარისია. მაგ., ამ შემთხვევაში მითითებულია კატეგორია:ლიტვის მუნიციპალიტეტები და აღარ არის საჭირო კატეგორია:ლიტვა (შენ ლატვია გაუკეთე). გიო ოქრო 21:25, 28 მარტი 2019 (UTC)
შენიშვნები
რედაქტირებაგამარჯობა, ზურა. რამდენიმე შენიშვნა მაქვს: 1) სტატიის დასაწყისში დაბადების თარიღი ჩასვი ასე 22 აგვისტო, 1991 და არა ასე 1991 წლის 22 აგვისტო. 2) სტატიაში მიუთითე კატეგორიები. 3) სტატია საჭიროებს სანდო და გადამოწმებად წყაროს. თქვენს ორ სტატიაში მე ეს უკვე გავაკეთე. შემდეგში, გთხოვთ, სტატიები თავად გამართოდ. Gobrona განხილვაწვლილი 20:11, 29 მარტი 2019 (UTC)
ყურადღებით!
რედაქტირებააბა ნახე რა ცვლილებები შევიტანე, გაითვალისწინე! --ჯაბა 1977 17:22, 30 მარტი 2019 (UTC)
ახალი სტატია
რედაქტირებაზურა გამარჯობა, გავიწყდება ვიკიპედიის სტატიის ძირითადი პრინციპები: სტატია ფლოივოს დელიროვიასი (რომლის სახელიც ჯერ სადაოა) მიუთითე კატეგორიები! აქვე გაფრთხილებ სტატიები წერე ხარისხიანად და ნუ გამოძრავებს იდეა რაც შეიძლება ბევრი სტატია დაწერო. ვფიქრობ ჟიური მსგავს უხარისხო სტატიებს არ მიიღებს მხედველობაში და კონკურსიდან მოხსნის!--ჯაბა 1977 17:38, 31 მარტი 2019 (UTC)
- პ. ს. ასევე გავიწყდება საერთაშორისო ბმულების გაკეთებაც. --ჯაბა 1977 17:47, 31 მარტი 2019 (UTC)
თეთრი ხვრელი
რედაქტირებათეთრი ხვრელი — შესავალშივე ძალიან გაუგებარი წინადადებები წერია, არასწორადაა ნათარგმნი. გაასწორე. გიო ოქრო 14:44, 7 აპრილი 2019 (UTC)
ეგზოტიკური მატერია
რედაქტირებაეგზოტიკური მატერია — კატეგორიები აკლია. გიო ოქრო 10:32, 12 აპრილი 2019 (UTC)
გრავიტაციული ტალღები
რედაქტირებაგრავიტაციული ტალღები — თუკი სათაური შესაცვლელია, მაშინ უნდა გადაიტანო და არ უნდა წაშალო. გიო ოქრო 13:29, 25 მაისი 2019 (UTC) დიახ ვიცი უბრალოდ კონკურსში არ ამატებდა და თავიდან შექმნა ვცადე --ზურა 6446 17:25, 25 მაისი 2019 (UTC)
- ამ სტატიას ამატებს. სცადე აბა. გრავიტაციული ტალღა კი წასაშლელია. გიო ოქრო 17:30, 25 მაისი 2019 (UTC)
აპელაცია
რედაქტირებაგამარჯობა! პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, საბუნებისმეტყველო კონკურსში მონაწილეობისათვის. მე ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი BeqaBai ვარ და მინდა გაცნობოთ, რომ დავასრულე შეფასება. გთხოვთ, აი აქ იხილოთ ჩემი შეფასებები და კომენტარებიც. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს არ ეთანხმებით, ან ვერ მიხვდებით „რატომ?“ და „რისთვის?“, შეგიძლიათ მომმართოთ მანამ, სანამ საბოლოოდ დასრულდება შეფასება პირად განხილვის გვერდზე და გაგცემთ ადეკვატურ პასუხს, ან განვიხილავ თქვენს საჩივარს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 09:48, 9 ივნისი 2019 (UTC)
მადლობა კითხვების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლათ შეგეხმიანებით --ზურა 6446 16:51, 9 ივნისი 2019 (UTC)
არაენციკლოპედიური სტატიები
რედაქტირებაყველა სტატია, რომელიც ნათარგმნია სხვა ენებიდან, არის ძალიან არაენციკლოპედიური ენით დაწერილი, ხშირ შემთხვევაში ნათარგმნია ონლაინ თარჯიმანით და საშინელი აცდენებით. მაგ., იხ. მაგნეტოქიმია, ფუძე-მჟავა რეაქცია, ფოტოქიმია და სხვ. თუკი თარგმნი — გაასწორე, თუ არ ასწორებ — ნუ თარგმნი. წასაშლელი გახდება ეგ სტატიები. გიო ოქრო 09:57, 19 ივნისი 2019 (UTC)
არ შეიძლება ასე სტატიების წერა. Gobrona განხილვაწვლილი 17:38, 18 ივლისი 2019 (UTC)
თარგში გვარი გაასწორე.--ცანგალა 09:16, 19 ივლისი 2019 (UTC)
- როდესაც გეუბნებიან თარგში გვარი გასასწორებელია უნდა გაასწორო. ყურადღებით წერე.--ცანგალა 19:24, 19 ივლისი 2019 (UTC)
საულ ნიგესი
რედაქტირებასაულ ნიგესი გელოდება :)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 19:27, 22 ივლისი 2019 (UTC)
დავასრულე :) --ზურა 6446 14:11, 23 ივლისი 2019 (UTC)
- პირველ რიგში გამარჯობა ზურა. რამდენიმე რჩევა მინდა მოგცე და იმედი მაქვს გაითვალისწინებ. მოკლედ, ინფოდაფაში, ცოცხალი ადამიანის შემთხვევაში უნდა ჩაისვას სპეციფიკური თარგი {{დაბადები თარიღი და ასაკი}}, მაგალითი — {{დაბადები თარიღი და ასაკი|1994|11|21}} რაც ავტომატურად დაითვლის პიროვნების ასაკს. როდესაც უთითებ 21 ნოემბერი, 1994 (24 წლის) გავა ერთი წელი და ეს პიროვნება აღარ იქნება 24 წლის, ხოლო ეგ 24 წლის დარჩება მანამ სანამ ვინმე მადლიანი არ შეცვლის. თუ მაინცდამაინც არ გინდა ამ თარგის მითითება, მაშინ უბრალოდ თარიღი ჩასვი — 21 ნოემბერი, 1994, ასაკის გარეშე. მაგრამ უკეთესი იქნება თუ თარგს გამოიყენებ. კიდევ, ვიკისაწყობის თარგში აუცილებლად ჩასვი პიროვნების სახელი გვარი ლათინური ასოებით, ანუ ორიგინალში, აი ასე {{commons category|Saúl Ñíguez}}, წინააღმდეგ შემთხვევაში თარგი უსარგებლო იქნება. ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ რესურსების თარგების შემთხვევაშიც, მაგ., {{BDFutbol}}, თარგის გვერდზე უნდა დაურთო ფებურთელის უნიკალური ნომერი, მაგ., {{BDFutbol|101062}}, რომელიც მდებარეობს საიტის მისამართში https://www.bdfutbol.com/en/j/j101062.html (შავად მონიშნული). და ბოლოს, სწორია წლამდელთა და არა წლანდელთა. Gobrona განხილვაწვლილი 22:33, 27 ივლისი 2019 (UTC)
ჯონ ფავრო
რედაქტირებაგამარჯობა, ზურა. რამდენიმე შენიშვნა მაქვს. 1) სტატიის დასაწყისში აუცილებელია სახელი გვარი ორიგინალში, მაგ., '''ჯონ ფავრო''' ({{lang-en|Jon Favreau}}; დ. [[19 ოქტომბერი]], [[1966]]) მიიღებ ამას ჯონ ფავრო (ინგლ. Jon Favreau; დ. 19 ოქტომბერი, 1966). 2) ასე არ ვწერთ $33,000,000, $65,000,000, ვწერთ უბრალოდ 33,000,000 მილიონი აშშ დოლარი, 65,000,000 მილიონი აშშ დოლარი. 3) იერარქიულად მოდის ასე, ჯერ ==ლიტერატურა==, შემდეგ ==რესურსები ინტერნეტში== და ==სქოლიო== სულ ბოლოს. 4) კატეგორეიბის ზემოთ ჩასვი ეს თარგი {{DEFAULTSORT:}}, ჯერ გვარი ჩაუსვი თარგს და მერე სახელი, აი ასე {{DEFAULTSORT:ფავრო, ჯონ}}. კარგი იქნება კონტაქტში თუ შემოხვალ. თუ დახმარება დაგჭირდება ჩემს განხილვის გვერდზე მომწერე. Gobrona განხილვაწვლილი 13:33, 29 ივლისი 2019 (UTC)
დიახ აუცილებლად შემოვალ კონტაქტში ძალიან მეხმარება თქვენი მითითებები მადლობა --ზურა 6446 13:46, 29 ივლისი 2019 (UTC)
- გამიხარდება თუ ვინმეს რამეში გამოვადგები. კიდევ ერთი რამის თქმა დამავიწყდა: ფილმების, სიმღერების, წიგნების და ა.შ. სახელები ჩასვი ბრჭყალებში „“. Gobrona განხილვაწვლილი 13:49, 29 ივლისი 2019 (UTC)
ვასილი არხიპოვი
რედაქტირებავასილი არხიპოვი — მისახედია.--ცანგალა 08:31, 9 სექტემბერი 2019 (UTC)
ნინო რამიშვილის ქუჩა
რედაქტირებანინო რამიშვილის ქუჩა — არსერბობს ვაკის რაიონი და არსებობს ვაკის უბანი. --ცანგალა 20:24, 22 დეკემბერი 2019 (UTC)
გავანაალიზე უკვე ეგ შეცდომა და გამოვასწორე --ზურა 6446 20:27, 22 დეკემბერი 2019 (UTC)
ყველგან რაიონი უსვია ვაკის რაიონი და ვაკე სხვდასხვა რამაა --ზურა 6446 20:29, 22 დეკემბერი 2019 (UTC)
კატეგორია
რედაქტირებაროგორც ვიკიპედიის საზოგადოების უმრავლესობით კენჭისყრით გადაწყდა (რასაც შენც მიეცი ხმა)., სტატიაში ვუთითებთ მხოლოდ ქვედა დონის, წვრილ კატეგორიებს ე.ი. უბნის (ქვედა დონის კატეგორიაა) კატეგორიას და არა რაიონის (ზედა დონის კატეგორიაა). პატივისცემით --ცანგალა 20:53, 22 დეკემბერი 2019 (UTC)
მაგალითად თქვენს მიერ შექმნილი კატეგორია:ვაკის უბნის ქუჩები წასაშლელადაა მონიშნული და შესაბამისად არსებული კატეგორიების გამოყენება ბევრად მოსახერხებელი და უკეთესია ვიდრე არარსებულების --ზურა 6446 15:25, 23 დეკემბერი 2019 (UTC)
- კატეგორია:ვაკის უბნის ქუჩები შეიცვალა კატეგორია:ვაკის ქუჩები. უბრალოდ სიტყვა „უბანი“ იქნა ამოღებული. თქვენ თვითონ მიეცით ხმა, რომ სტატიებში დაიწეროს ქვედა დონის კატეგორია. მე ვემხრობოდი რაიონი+თბილისის ქუჩები (ორივე ყოფილიყო) სტატიებში. წარმატებები.--ცანგალა 18:43, 25 დეკემბერი 2019 (UTC)
მე ხმა რასაც მივეცი მშვენივრად მახსოვს და შეხსენება არ არის საჭირო, ჩვენ ვიკი-სკოლაში სამი ჯგუფი გვყავს ახალბედა ვიკიპედიელების და ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ ამ ბავშვებს წერა ვასწავლოთ, თ რაიმე შეცდომა გაიპარა გამოსწორება უადვილესია. კრიტიკას რეალურად დახმარება სჯობს. მადლობა --ზურა 6446 17:30, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- გამოსწორება კი ადვილია, მაგრამ არავინ არ ასწორებს :) გიო ოქრო 17:35, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
შესწორება რეგაქტორებისთვის პრობლემას როგორც ვიცი არ წარმოადგენს :) --ზურა 6446 17:36, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- არც ორგანიზატორებისთვის :) გიო ოქრო 17:41, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
თქვენ გვაკრიტიკებთ და კრიტიკას როგორც ვთქვი რეალურად დახმარება სჯობს, ორგანიზატორებში თუ ვიკი-სკოლის მასწავლებლებს გულისხმობ ჩვენ ამ სტატიებს ვამოწმებთ --ზურა 6446 17:52, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
რაც შეეხება კატეგორია:ვაკის ქუჩების როგორც ხედავთ ამ კატეგორიაზე სტატიები არის --ზურა 6446 17:54, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- კრიტიკა მუშაობაში ეხმარება (ეს ერთი). ე. წ. ვიკი-სკოლამ წერა ასწავლოს რას ნიშნავს? და ვიკიპედიამ ასწოროს? ეს როგორ გამოდის ე. წ. ვიკი-სკოლა შემოიტანს შეცდომებით სტატიებს და ვიკიპედიის მომხმრებლებმა ასწორონ? ვინც ასწავლის იმან შეცდომებსაც უნდა მიხედოს და წერასთან ერთად შეცდომების გასწორებაც უნდა ასწავლოს. „კრიტიკას რეალურად დახმარება სჯობს“ — შენი სიტყვებია. ხოდა ე. წ. ვიკი-სკოლა დაეხმაროს, ვიკიპედია — სკოლა არ არის. {{თარგი:მუშავდება}} ჩასმა რომ ასწავლეთ, სტატიის დასრულებაც უნდა ასწავლოთ. კატეგორია:ვაკის ქუჩები — აბა ნახე ვისი გაკეთერბულია. წარმატებები. --ცანგალა 17:55, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- „რეალურად დახმარება სჯობს“ — დიახ, და გეხმარებით კიდევაც :) „ჩვენ ამ სტატიებს ვამოწმებთ“ — ეს კი არ მგონია :) კატეგორია:ვაკის ქუჩები რა შუაშია ვერ გავიგე. გიო ოქრო 17:58, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
ერთი მე არ მითქვამ რომ ყველაფერი ვიკიპედიის სხვა მომხმარებლებმა უნდ აამოწმონ, ამას ჩვენ თავად ვაკეთებთ, მე ვიგულისხმე რომ იპარება შეცდომები და ამ შეცდომების შესწორება თქვენ შეგიძლიათ და თუ გაჩნდა კითხვა რატომ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ პოულობთ ამ შეცდომებს. მე ვიგულისხმე რომ კრიტიკის მაგივრად არ სჯობს სტატიები გავასწოროთ და შესაფერისი ნორმალური სიტყვებით ავუხსნათ ახალბედებს მათი შეცდომები? თქვენს კრიტიკას ხშირად აქვს მბრძანებლური ტონი რომელიც ახალბედებს ვიკიპედიაში მუშაობის ხალისს უკარგავს. --ზურა 6446 18:07, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
ბატონო გიორგი თქვენი პროვოკაციები და გაღიმებული სმაილები სჯობს თქვენთვის შეინახოთ (ისინი არავის სჭირდება) --ზურა 6446 18:07, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
თუ გაინტერესებთ თქვენი დახმარების სურვილი ვერც ვიკიკონფერენციაზე გამოაჩინეთ, თქვენ მხოლოდ კრიტიკა მოგწონთ და წირითადად ამით კავდებით.--ზურა 6446 18:09, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
კატეგორია:ვაკის ქუჩების რაც შეეხება შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ განხილვის თემის პირველი რამოდენიმე ხაზი.--ზურა 6446 18:12, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- რაც არის იმას ვიძახი, მოგწონთ თუ არა ჩემი ბრალი არ არის :) პროვოკაცია სად დაინახე საინტერესოა. არანაირი მბრძანებლური ტონი ჩემს ან სხვის კომენტარებში არ არის, ყველგან არის მითითება შეცდომების გამოსწორებისკენ მიმართული (თუმცა ზოგჯერ მაინც იგივეს აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ვასწორებ). კრიტიკა კი არა ეს ყველაფერი არის მითითება. კრიტიკა ის იყო, კონფერენციაზე ვთქვი და კიდევ ვიტყვი ალბათ :) P.S. „როგორც ხედავთ ამ კატეგორიაზე სტატიები არის“ — ეს ვერ გავიგე, თორემ წაკითხული მაქვს :) წარმატებები. გიო ოქრო 18:15, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
ანუ „როგორც ხედავთ ამ კატეგორიაზე სტატიები არის“ ანუ სხვა კატეგორიიდან გადმოტანილია ამ კატეგორიაში სტატიები კენჭისყრის მიხედვით. „„ჩვენ ამ სტატიებს ვამოწმებთ“ — ეს კი არ მგონია :)“ აგერ პროვოკაციაც და ბრანებლური ტონი ვიზეც მიგულისხმე დიდი მიხვედრა არ ჭირდება --ზურა 6446 18:22, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
მე სხვა პროვოკაციულ და მსგავს ტექსტებს აღარ ვუპასუხებ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და წარმატებები --ზურა 6446 18:22, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
- ზურა, ე. წ. ვიკი-სკოლამ მომხმარებელი:გიო ოქრო-ს მადლობა უნდა გადაუხადოს იმდენი სტატია გაასწორა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. ამას ქართული ვიკიპედიის ყოველი სტატიის ისტორია გვიჩვენებს და თვით მომხმარებლის წვლილი. კატეგორია:ვაკის ქუჩების რაც შეეხება ეს კი ცანგალას ნამუშევარია. შეგიძლია სტატიის ისტორიები ნახო და ცანგალას წვლილი. ბედნიერი ახალი წელი. --ცანგალა 18:26, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
პირველი ვიკიორდენი
რედაქტირებაპირველი ვიკიორდენი | ||
გამარჯობა ზურა! მინდა მადლობა გადაგიხადო ვიკიპედიაში შენი წვლილის და აქტივობის გამო. თქვენი წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ვიკიპედიისთვის და ამ მიზეზით მინდა გადმოგცეთ ვიკიპედიის პირველი ვიკიორდენი. გმადლობთ აქტიურობისთვის და გისურვებთ წარმატებებს. --Mehman 97 18:29, 26 დეკემბერი 2019 (UTC) |
- ვუერთდები მილოცვას. --ცანგალა 18:50, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვი და მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ამ ორდენის ღირსა ჩამთვალეთ, მადლობა--ზურა 6446 18:52, 26 დეკემბერი 2019 (UTC)
შენიშვნები
რედაქტირება{{გერმანიის იმპერიის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელები}} — თუკი არსებობს სხვა ენებზე, უნდა მიებას მათ. ჰელმუტ მოლტკე (უმცროსი) — გადახედე ცვლილებებს. კატეგორიაზე ზევითად დაწერეს: სტატიაში თუ არის წვრილი კატეგორია, მაშინ არ ვუთითებთ მსხვილს (თქვენი მიღებული წესია). გიო ოქრო 08:43, 3 იანვარი 2020 (UTC)
- „სქოლიო“ ჯდება „ლიტერატურის“ და „რესურსები ინტერნეტში“ შემდეგ. გიო ოქრო 08:46, 3 იანვარი 2020 (UTC)
სტატია მისახედია
რედაქტირებაოპერაცია ნეპტუნი — სტატია მისახედია.--ცანგალა 15:54, 30 იანვარი 2020 (UTC)
მივხედავ აუცილებლად ახლახანს ჩამოვედი არ მქონდა წვდომა ვიკიპედიასთან --ზურა 6446 11:42, 31 იანვარი 2020 (UTC)
დიანა ეილსი
რედაქტირებადიანა ეილსი 2018 წლიდან ხარ ვიკიპედიაში. მინიმალური ბიოგრადიებში „დ. — გ.“, რომ იწერება ეს უნდა იცოდე უკვე. მხოლოდ მინიმალურზე ვსაუბრობ.--ცანგალა 18:19, 9 თებერვალი 2020 (UTC)
- მე უკვე ჩავწერე.--ცანგალა 18:24, 9 თებერვალი 2020 (UTC)
ინტერვიკი
რედაქტირებაგამარჯობა, ზურა. კატეგორიები და თარგები ენათაშორისბმულებს საჭიროებს. Gobrona განხილვაწვლილი 13:48, 27 მარტი 2020 (UTC)
განხილვა
რედაქტირებაზურა განხილვაში ავტომატურად ჩასვამს თარგს ხელსაწყო, როდესაც სიაში ჩაამატებ. ხელით ნუღარ იწვალებ. --Wiki - ჯაბა 13:22, 1 მაისი 2020 (UTC)
კარგიტ მადლობა--ზურა 6446 13:27, 1 მაისი 2020 (UTC)
ინტერვიკები
რედაქტირებაზურა, გამარჯობა. ზემოთ ერთხელ გთხოვე, და კიდევ ერთხელ გთხოვ, ნუ გავიწყდება ენათაშორისი ბმულები. Gobrona განხილვაწვლილი 13:53, 1 მაისი 2020 (UTC)
კატეგორიაში აშშ-ის პრეზიდენტები ზედმეტია. გიო ოქრო 09:59, 7 მაისი 2020 (UTC)
გასაგებია ამოვიღებ --ზურა 6446 10:01, 7 მაისი 2020 (UTC)
განხილვა:იოანე (ბოჰემია)
რედაქტირებააქვე @გიო ოქრო: განხილვა:იოანე (ბოჰემია) — სტატიის განხილვის გვერდზებზე ვერ ვწერ, დაბლოკილი ვარ. ასეა ქართულ ვიკიპედიაში დემოკრატია — აზრის შეზღუდვა. ახლა საქმეზე. თარგი:ლუქსემბურგის მონარქები შენი ჩანაწერია იოანე.--ცანგალა 12:07, 25 მაისი 2020 (UTC)
დაიხ იმიტომ რომ შესაბამისობა ყოფილიყო და ლუქსემბურგის მონარქების თარგიდანაც ყოფილიყო სტატიის ხილვა შესაძლებელი, შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება და თუ სტატიის იოჰანზე გადატანა გადაწყდა მე პირადად შევცვლი. --ზურა 6446 14:31, 25 მაისი 2020 (UTC)
შეფასების ეტაპი
რედაქტირებაზურა, გამარჯობა. ამჟამად შეფასების ეტაპზე ვართ. კარგად დააკვირდი შენს რამდენიმე სტატიაში ჩემს განხორციელებულ ცვლილებებს, ძირითადად მსგავსი შეცდომები გაქვს. წესების თანახმად არ არის გამართული ენით დაწეილი, არის ბევრი სტილისტური და ენობრივი ხარვეზები. ძალიან გთხოვ სანამ შეფასება არ დასრულდება ოთხივე ჟიურის წევრის მიერ, ნურაფერს შეცვლი. შენიშვნებს შეფასების შემდეგ მიხედე. წარმატებები ძველ და ახალ კონკურსში. 😊 --Wiki - ჯაბა 14:05, 1 ივნისი 2020 (UTC)
მადლობა--ზურა 6446 14:07, 1 ივნისი 2020 (UTC)
გამარჯობა! თუკი ერთი რედაქტირებით ვერ ახერხებთ სტატიის დასრულებას, შექმენით გვერდი თქვენსავე სავარჯიშოში (იხ. მომხმარებელი:ზურა6446/სავარჯიშო) და შემდეგ გადაიტანეთ სახელთა ძირითად სივრცეში. ვიკიპედიის მთავარ სახელთა სივრცეში ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ და აგრეთვე {{თარგი:მუშავდება}} დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ. რედაქტირების აკრძალვა ამდენი ხნით დაუშვებელია! (2020 წლის 13 ივნისიდან მოყოლებული). - OTOGI Messages 18:47, 5 ივლისი 2020 (UTC)
We sent you an e-mail
რედაქტირებაHello ზურა6446/არქივი1,
Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.
You can see my explanation here.
MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებამოგესალმებით. ქვეკატეგორიაში ,,იხილეთ აგრეთვე” ზედმეტად ბევრ ბმულებს სვამთ. არ არის ეს საჭირო. აქ შეიძლება ჩაისვას სტატიასთან დაკავშირებული ყველაზე უფრო მსგავსი, მნიშვნელოვანი სტატია. დანარჩენებს მოუძებნეთ სხვა ადგილი სტატიაში ან შექმენით თარგი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:17, 6 აპრილი 2021 (UTC)
- და ვინ დააწესა „იხილეთ აგრეთვე“-ში ბმულების რაოდენობა? რომელი წესის მიხედვით უკრძალავ? ეგ გარკვეულ მიზანს ემსახურება და გამართლებულია. ამით მომხმარებელს უადვილდება კონკრეტულ დასახლებაში არსებული ძეგლების მოძიება, რაც ამის გარეშე შეიძლება გაუჭირდეს. ვიკიპედია იქმნება მომხმარებლებისათვის და ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველანაირად. --Wiki - ჯაბა 15:23, 6 აპრილი 2021 (UTC)
- ხო კიდევ ამას ქვეკატეგორიაში ,,იხილეთ აგრეთვე” არ ეწოდება ესაა სექცია „იხილეთ აგრეთვე“. --Wiki - ჯაბა 15:26, 6 აპრილი 2021 (UTC)
საიდან მოიტანე რომ ვუკრძალავ? არის რჩევა, რომელიც სტატიების გასაუმჯობესებლად გავეცი. აგრესიისგან და კონფლიქტის წარმოქმნისგან თავი შეიკავე, ამის საფუძველს არ ვიძლები. მომხმარებელი კი თავად გამცემს პასუხს. სხვის მაგივრად რატომ საუბრობ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:29, 6 აპრილი 2021 (UTC)
- აგრესია და კონფლიქტები შენი თემაა. ამაზე ნუ ვიკამათებთ. მაქსიმალურად მოგიწოდებ ეგ სიტყვები აღარ გამოიყენო (უკვე მესამედ ახსენებ მაგას). რაც შეეხება შენს მესიჯს: ზედმეტად ბევრ ბმულებს სვამთ. არ არის ეს საჭირო. ეს აბა რა არის? თანხმობაა? --Wiki - ჯაბა 15:32, 6 აპრილი 2021 (UTC)
- ,,აგრესია და კონფლიქტები შენი თემაა.” - მერამდენედ ცდილობ პროვოკაციას წამომაგო და კონფლიქტი წარმოქმნა, ღიად მომაყენო შეურაცხყოფა? თან არაფრის გამო! პროვოკაციას არ წამოვეგები და ვიმოქმედებ ისე როგორც საჭიროა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:35, 6 აპრილი 2021 (UTC)
- მე არგუმენტი მოგიყვანე რატომაც წერს ეს მომხმარებელი მსგავს სექციას. შენთან დავას არ ვაპირებ. დროა დაასდრულო მსგავსი აგრესიული გამოხტომები უკვე მერამდენედ შეგამჩნიე მომხმარებლების მიმართ. ეს უკვე მესამეა. --Wiki - ჯაბა 15:40, 6 აპრილი 2021 (UTC)
@Otogi: - არ ვაპირებ აქ მსგავს პროვოკაციებს წამოვეგო, უბრალოდ გადახედეთ და იმოქმედეთ ისე როგორც საჭიროა. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:44, 6 აპრილი 2021 (UTC)
შეცდომა
რედაქტირებაამ რედაქტირებაში ბევრი შეცდომაა, ერთიანად ჩანაცვლებამ გამოიწვია სიტყვების დამახინჯება, მაგ., „Islდა“, „Alexდაria“. ცხადია, ასე ვერ დამოწმდება. გასასწორებელია ან უკან დასაბრუნებელი. გიო ოქრო 14:14, 3 მარტი 2022 (UTC)
გავასწორებ -ზურა 6446 14:46, 3 მარტი 2022 (UTC)
უკრაინული დასახლებული პუნქტები
რედაქტირებასალამი, სახელების შეცვლა და გადატანა პირდაპირ შეგიძლია. არავინ არ არის წინააღმდეგი ;) Melberg მიწერა 08:31, 12 მარტი 2022 (UTC)
- გასაგებია. -ზურა 6446 08:40, 12 მარტი 2022 (UTC)
Good evening from Ukraine! Could you completely update the article about the Russian-Ukrainian war in the Georgian Wikipedia? Compared to the article on the 2022 invasion, it is in very poor condition, although it is the main one. You can look in Ukrainian or English Wikipedia. Thanks.
I'm currently working on 2022 invasion, after I'm done with that i already had planned revision and renewal of Russo-Ukrainian war. -ზურა 6446 21:04, 13 მარტი 2022 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებაგამარჯობა, ზურა. მინდა გითხრა, რომ შესანიშნავად მუშაობ და ასე განაგრძე და იმისათვის, რომ შენი შრომა უფრო გაადვილდეს და უფრო ნაყოფიერი გახდეს, გაძლევ სანდო მომხმარებლის სტატუსს, რაც თავის მხრივ, შენთვის კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. გისურვებ წარმატებებს! — Mehman 97 15:08, 9 აპრილი 2022 (UTC)
- დიდი მადლობა! -ზურა 6446 17:48, 9 აპრილი 2022 (UTC)
გამარჯობა ზურა6446.! თქვენ გამოიყენეთ {{მუშავდება}} სტატიაში „ავღანეთის ომი (2001–2021)“, დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის ამ სტატიის გასაუმჯობესებლად! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს თარგი სტატიაში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს, რადგანაც ვიკიპედია თავისუფალი, მოხალისეობრივი პროექტია და სტატიების რედაქტირება ყველას უნდა შეეძლოს.
საუკეთესო სურვილებით,-DerFuchs მიწერა 17:18, 7 ივნისი 2022 (UTC)
- გასაგებია, მადლობა. --ზურა 6446 07:17, 9 ივნისი 2022 (UTC)