ნინო რამიშვილის ქუჩა

ნინო რამიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირსა და მდინარე ვერის ხეობას შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც უნივერსიტეტის I შესახვევი. 1940 წელს — როგორც ნიკო მარის შესახვევი. 1955 წლის ცნობარით უნივერსიტეტის I ჩიხია. 1974 წლის ცნობარით — ილია ჭავჭავაძის პროსპექტის I ჩიხი. ბოლოს ჭავჭავძის გამზირის I შესახვევი დაერქვა. 2007 წელს ნინო რამიშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზე, №2 სახლში, განთავსებულია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი.

ნინო რამიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი ვაკე
წინა სახელები უნივერსიტეტის I შესახვევი, ნიკო მარის შესახვევი, უნივერსიტეტის I ჩიხი, ილია ჭავჭავაძის პროსპექტის I ჩიხი, ჭავჭავძის გამზირის I შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება