ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კენედის დოქტრინააშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის პოლიტიკური ინიციატივები ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ 1961-1963 წლებში. კენედი ღიად უჭერდა მხარს კომუნიზმის შეკავებას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი ხელს აწერს კომუნისტურ კუბაზე საზღვაო კარანტინი განწესებას კუბის კრიზისისას

ინაუგურაციის მიმართვა: „გადაიხადე ნებისმიერი ფასი, ატარე ნებისმიერი ტვირთი“

რედაქტირება

ინაუგურაციის მიმართვისას, 1961 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტმა კენედიმ ამერიკულ პუბლიკას წარუდგინა გეგმა, რომლითაც მომავალში მისი მთავრობა იხელმძღვანელებს. მიმართვაში ჯონ კენედიმ თქვა: „აცნობეთ ყველა ქვეყანა, კეთილის და ცუდის მოსურვეს, ჩვენ გადავიხდით ნებისმიერ ფასს, ვატარებთ ნებისმიერ ტვირთს, შევხვდებით ნებისმიერ გასაჭირს, დავეხმარებით ნებისმიერ მეგობარს, შევეწინააღმდეგებით ნებისმიერ მტერს, თავისუფლების გადარჩენის და წარმატების უზრუნველყოფის მიზნით“,1 მან ასევე პუბლიკას მოუწოდა „ადამიანის უდიდესი მტრების: ტირანიის, სიღარიბის, დაავადებების და ომის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისაკენ.“1

ცივი ომის შეკავება

რედაქტირება

კენედის პრეზიდენტობისას მთავარი დაპირება იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერება ნებისმიერ ფასად. ცივის ომის გარემოში, კენედის „მოწოდება სამხედრო სიძლიერისაკენ კომუნიზმთან ბრძოლაში ბალანსირებული იყო მომავალი განიარაღების და გლობალური თანამშრომლობის იმედებით“.2 სხვა ძირითადი თემა კენედის საგარეო პოლიტიკაში იყო რწმენა, რომ თუ აშშ-ს ჰქონდა შესაძლებლობა და ძალა ეკონტროლებინა მოვლენები საერთაშორისო სისტემაში, მაშინ ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. ეს იდეა კენედიმ გამოხატა მიმართვისას, როდესაც თქვა, „მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე თაობას ჰქონდა თავისუფლების საფრთხისგან დაცვის როლი, მე არ გავურბივარ ჩემს მოვალეობებს, მე მივესალმები მათ.“1

ისტორიული წინაპერიოდი

რედაქტირება

კენედის დოქტრინა იყო ჰარი ტრუმენის და დუაიტ ეიზენჰაუერის საგარეო პოლიტიკების გაფართოება. სამივე მათგანის საგარეო პოლიტიკა ორიენტირებული იყო „წითელ საფრთხეზე“ და კომუნიზმის გავრცელების ნებისმიერ ფასად შეჩერაბაზე აშშ-ის მიერ. ტრუმენის დოქტრინა ფოკუსირებული იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერებაზე სხვა სახელმწიფოების დახმარების მეშვეობით.

ეიზენჰაუერის დოქტრინა კი ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკური დახმარებებით, ვაჭრობის ნაკადის გაზრდაზე. კენედის დოქტრინა მოიცავდა ყველაფერ ამას, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჰქონდა ლათინურ ამერიკაზე კუბის რევოლუციით შექმნილი საფრთხის შედეგად.

ალიანსი პროგრესისათვის

რედაქტირება

ინაუგურაციის მიმართვაში ჯონ კენედი საუბრობს ალიანსზე პროგრესისათვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ლათინური ამერიკის ქვეყნების დიპლომატებთან და აშშ-ის კონგრესთან გაკეთებულ „ალიანსი პროგრესისათვის“ მიმართვაში, 1961 წლის 13 მარტს, კენედიმ გააფართოვა ინაუგურაციის მიმართვისას გაკეთებული დაპირებები. „მოვუწოდებ დასავლეთ ნახევარსფეროს ყველა ხალხს შეუერთდნენ ახალ ალიანსს პროგრესისათვის – alianza para el Progreso – უზარმაზარი თანამშრობლობა, შეუდარებელი მასშტაბით და კეთილშობილი მიზნით, რათა დაკმაყოფილდეს ამერიკელების ძირითადი მოთხოვნილებები სახლების, მიწის, ჯანმრთელობის და სკოლებისთვის.– techo, trabajo y tierra, salud y escuela.“

სიტყვით გამოსვლისას კენედიმ დაადასტურა აშშ-ის დაპირება, რომ დაიცავდნენ ნებისმიერ სახელმწიფოს რომლის დამოუკიდებლობასაც საფრთხე დაემუქრებოდა, გასცა დაპირება გადაუდებელი სასურსათო პროგრამის გაფართოების და გაზრდის და გაჭირვებული სახელმწიფოების ეკონომიკური დახმარების შესახებ. ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს სთხოვა, გაევრცელებინათ სოციალური ცვლილებები მათ საზღვრებს შიგნით და ყველა ამერიკულ ქვეყანას მოუწოდა ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ. „ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკურ თავისუფლებას თან უნდა მოჰყვეს მატერიალური პროგრესი. ჩვენი ალიანსი პროგრესისათვის არის თავისუფალი მთავრობების ალიანსი — და ის უნდა მუშაობდნენ დასავლეთ ნახევარსფეროში ტირანიის აღმოფხვრაზე. მოგვეცით საშუალება გამოვხატოთ ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა კუბისა და დომინიკელთა რესპუბლიკის ხალხის მიმართ — და ვიმედოვნოთ რომ ისინი სულ მალე დაუბრუნდებიან თავისუფალი ადამიაენების სამყაროს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის დახმარებით.

დებატები აშშ-ის როლზე საერთაშორისო სისტემებში

რედაქტირება

ბევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კენედის ინაუგურაციაზე გამოსვლა და საგარეო პოლიტიკა რაც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა: „აღწერს სანდო, რაციონალურ და წინდახედულ როლს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მსოფლიო სცენაზე, არის ეს მონახაზი მოლაპარაკებების და მეგობრობის ერისა თუ რეცეპტი დაუცველი გლობალიზაციის, კონფლიქტის გარდაუვალი ზრდის, შეიარაღების რბოლის გაძლიერების და აშშ-ის სხვა სახელმწიფოების საგარეო და საშინაო საქმეებში ჩარევის შეშფოთების მიზეზით.“

აშკარაა რომ კენედი საკუთარი ადმინისტრაციისას საგარეო საქმეების ყველა ასპექტში ღრმად იყო ჩართული. უილიამ ავერელ ჰარიმენმა, რომელიც კენედის ადმინისტრაციაში რამდენიმე სფეროში მსახურობდა, თქვა „პრეზიდენტი კენედი იყო პირველი პრეზიდენტი, როგორც მე ვიცი, რომელიც საკუთარი თავის სახელმწიფო მდივანი იყო. ის უმკლავდებოდა საგარეო პოლიტიკის ყველა ასპექტს და იცოდა ყველაფერი რაც კი ხდებოდა.“5

გამოწვეული მოვლენები

რედაქტირება

მნიშვნელოვანი მოვლენები ჯონ კენედის პრეზიდენტობისას, რომლებმაც დაამტკიცეს კენედის ინიციატივები კომუნიზმის ლათინურ ამერიკაში გავრცელებასთან დაკავშირებით, არიან:6

  1. ღორების ყურის ოპერაცია, 1961 წლის 17 აპრილს. როდესაც იყო ფიდელ კასტროს კომუნისტური რეჟიმის დამხობის მცდელობა.
  2. ვიეტნამის ომში აშშ-ის ჩართულობის გაზრდა 1962 წელს, კაპიტალისტური სამხრეთ ვიეტნამის დახმარების მიზნით.
  3. კუბის კრიზისი 1962 წლის ოქტომბერში, სადაც აშშ-მ საზღვაო კარანტინი მოუწყო კუბას, მას შემდეგ რაც სსრკ-მ კუნძულზე საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე ბირთვული იარაღები განათავსა.
  4. ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმება 1963 წლის ივლისში, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ბირთვული იარაღების გამოცდები, ნაწილობრივ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება