Mozilla Firefox

(გადამისამართდა გვერდიდან მოზილა ფაირფოქსი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „Mozilla Firefox“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. Mozilla Firefox ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks], მოზილა ფაირფოქსი; ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.[9]

Mozilla Firefox

Mozilla Firefox Windows 10-ზე
ავტორი Mozilla Corporation
მწარმოებელი Mozilla Corporation
Mozilla Foundation
გამოვიდა 23 სექტემბერი, 2002; 22 წლის წინ (2002-09-23)
ბოლო გამოშვება 59.0 / 13 მარტი, 2018; 6 წლის წინ (2018-03-13)[1]
საცდელი გამოშვება 59.0beta / 16 იანვარი, 2018; 6 წლის წინ (2018-01-16)[2]
პროგრამირების ენა C++, JavaScript, HTML, C, Rust[3]
ოს Windows, macOS, Linux, Android, iOS[4] (არაოფიციალური პორტირებები BSD-ზე, Solaris-ზე, OpenSolaris-ზე, illumos-ზე)
პლატფორმა Firefox OS, Debian, Ubuntu, Linux Mint, Manjaro Linux
ენა 96[5][6]
ჟანრი ბრაუზერი
ლიცენზია MPL 2.0[7][8]
საიტი mozilla.org/ka/firefox/
სტანდარტ(ებ)ი HTML5, CSS3, RSS, Atom

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „NoScript“ (სკრიპტების ბლოკირება), „Tab Mix Plus“ (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), „FoxyTunes“ (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), „uBlock Origin“ (ღია და უფასო რეკლამების შემზღუდავი), „StumbleUpon“ (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), „DownThemAll!“ (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და „Web Developer“ (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვისMicrosoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris.

განვითარება

პროექტი დაიწყეს Netscape Communications-ის, AOL Time Warner ჯგუფის ყოფილმა წევრებმა ბლეიქ როსმა და დეივ ჰაიეტმა. Netscape Communications-ის დახურვის შემდეგ პროექტი იმართება მის ბაზაზე შექმნილი Mozilla Foundation-ის მიერ. პროექტზე მუშაობენ Mozilla Corporation-ის თანამშრომლები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

პოპულარობა

 
Firefox-ის პოპულარობის ზრდის დიაგრამა
 
Firefox-ის ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელების 2005—2006 წლების დიაგრამა

2004

ბრაუზერის 2004 წლის 9 ნოემბრის 1.0 ვერსიამ მრავალი მედია გამომცემლობის მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იყვნენ «Forbes» და «The Wall Street Journal».

2005

2005 წლის ივლისში გამოშვებულმა Firefox-ის 1.5 ბეტა ვერსიამ საერთაშორისო ბაზარის 8% მოიპოვა (MSIE — 87%, ეპლის Safari — 2 %).

2005 წლის 19 ოქტომბერს Firefox ჩამოტვირთულ იქნა 100 მილიონჯერ, 1.0 ვერსიის გამოშვებიდან 344 დღეში.

2006

2006 წლის შუა თვეებში Mozilla Firefox უკვე ფლობდა საერთაშორისო ბაზრის 11%-დან 15%-მდე

2007

2007 წლის ივლისში, ევროპის მომხმარებლების 28 % იყენებდა ბრაუზერს Firefox. ამავე წელს ევროპაში Firefox-ით ინტერნეტში შესვლის მოცულობა გაიზარდა 7%-ით, შემდგომი თვის განმავლობაში კი 3,7%-ით. სლოვაკეთსა და ფინეთში Firefox-ის მომხმარებელთა პროცენტმა 45-ს გადააჭარბა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2007 წლის ივლისში Firefox-ის მსოფლიო მომხმარებელთა პროცენტი შეადგენდა 14.55-ს. აქედან უფრო ახალ ვერსიას იყენებდა 13,92 %.

Firefox-ის გამოკვლევა
SpyLog ვერსიის მიხედვით(ივლისი 2008)
Firefox 1.0 0.6415 %
Firefox 2 14.6551 %
Firefox 3 3.9269 %
ყველა ვერსია 19.2238 %

გამოკვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც Mozilla-მ 2007 წელს ჩაატარა, ბრაუზერის გადმოწერის შემდეგ მომხმარებელთა 57 % აყენებს მას და ერთხელ მაინც რთავს, ხოლო მათ შორის 49 % ხდება Firefox-ის აქტიური მომხმარებელი. ასევე ბრაუზერის გადმოწერის შემდგომ, მომხმარებლების 28 % ბრაუზერში მუშაობას იწყებს ერთი თვის შემდეგ. 2007 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოთვლების შემდეგ ეს ციფრები უტოლდებოდა 50, 50 და 25 პროცენტს. ეს იწვევდა უსაფუძვლო ხმამაღალ სათაურებს ჯურნალ-გაზეთებსა და სიახლეების ვებგვერდებზე. მაშინ შეიქმნა retention rate-ის გაზრდის საშუალებით მომხმარებელთა ბაზის გაზრდის 12 პუნქტიანი გეგმა.

2007 წლის დეკემბერში Net Applications კომპანიის ცნობებით Firefox ბაზარზე იკავებდა 16,80 % (IE — 76,04 %, Safari — 5,59 %, Netscape — 0,66 %, Opera — 0,64 %). XiTi Monitor კომპანიის ცნობებით, Firefox ევროპის ბაზარზე იკავებდა 28 %-ს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი სტატისტიკა მიღებულ იქნა Firefox 3.0 ვერსიის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ როდესაც Internet Explorer 7-მა ვერ დაამტკიცა მის წინა ვერსიებზე უპირატესობა. ფინეთში ყველაზე პოპულარული — 45,4 %. სლოვაკეთში — 44,6 %, პოლონეთში — 42,4 %.ყველაზე არაპოპულარული ნიდერლანდებში — 14,7 % და უკრაინაში — 16,6 %. პოპულარობა ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში — შესაბამისად 21 % და 16,5 %.

2008

Firefox 3.0 ვერსიამ ევროპის ბაზარზე მიაღწია 30% წილს. როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, გამოსასვლელ დღეებში ბრაუზერის წილი 30%-ზე ზემოთ ადის.

2011

Firefox 4.0 ვერსიის ჩამოტვირთვების რაოდენობამ, გამოსვლის დღესვე გადააჭარბა 7 მილიონს[10], რაც ორჯერ აღემატებოდა Internet Explorer 9-ს ჩამოტვირთვებს, გამოსვლის დღეს. ხოლო ერთ თვეში 100 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავი ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ Firefox-ის უკან არ დგას ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Google და Apple, რომლებიც არ იშურებენ ფინანსებსა და ყველა საშუალებას იყენებენ თავიანთი პროდუქტის გასავრცელებლად, არაკომერციულმა კომპანიამ, მაინც მოახერხა სათანადო კონკურენციის გაწევა.[11]

2017

გამოვიდა Firefox Quantum, რომელიც ხელმძღვანელობის თქმით ბრაუზერის „უდიდესი განახლებაა“, 1.0. ვერსიის შემდგომ,[12] მისი მუშაობის სიჩქარე ორჯერაა გაზრდილი და იყენებს 30%-ით ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას, ვიდრე Chrome.[13] გამოშვებიდან ერთი თვის თავზე კი Mozilla-მ განაცხადა, რომ მომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებული მაჩვენებლები, მეტად დამაიმედებელი იყო, რადგან Firefox Quantum-ს უკვე იყენებდა 170 მილიონი ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, Chrome-ის მომხმარებლების მიერ ჩამოტვირთვების რაოდენობა, გაზრდილი იყო 44%-ით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Firefox Quantum, რეალურად არის Firefox 57 ვერსია, რომელზეც ავტომატურად გადავიდა Firefox 56-ის ყველა მომხმარებელი და ეს რიცხვი, დიდწილად Firefox-ის არსებული მომხმარებლების რაოდენობას აჩვენებს. Net Applications კომპანიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი მათი მნიშვნელოვანი ზრდა, არ დაფიქსირებულა. არც, Chrome-ის მომხმარებელთა მიერ ჩამოტვირთვების ზრდაა უჩვეულო, რადგან ბრაუზერების მომხმარებელთა უმეტესობა, სწორედ Chrome-ს იყენებს და Firefox-ზე გადმომსვლელებიც, მათგან უფრო მეტნი იქნებიან, სხვა ბრაუზერების მომხმარებლებთან შედარებით, თუმცა თუ მომავალშიც შენარჩუნდება ეს ტენდენცია, რასაკვირველია დიდი წინსვლის მომტანი იქნება. სამაგიეროდ, მართლაც დადებითი ნიშანი იყო მობილური ვერსიების ჩამოტვირთვების რაოდენობის ზრდა, რომელმაც შეადგინა 24%. მართალია, Quantum-ის უპირატესობები, მაგ დროისთვის Android ვერსიებზე, ჯერ არ იყო ასახული, ასევე არც Apple-ის მოწყობილობებზე, არსებული შეზღუდვების გამო, თუმცა მომხმარებლების ზრდა ამ პლატფორმაზე აჩვენებს იმას, რომ მათ სურვილი აქვთ ანგარიშების, სანიშნების და სხვა მონაცემების მობილურზე დასინქრონების, რაც შესაბამისად კომპიუტერის ვერსიის მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზეც მეტყველებს. ამასთან, თანდათან იზრდება მობილური მოწყობილობების როლი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ უფრო მეტ დროს ატარებენ მომხმარებლები თავიანთ სმარტფონებთან. ასე რომ, ნებისმიერი კომპანიისთვის, მათ შორის Mozilla-სთვის, მეტად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმებზე ადგილის დამკვიდრება.[14][15]

შესაძლებლობები

ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტული შესაძლებლობების ინტერფეისის შეთავაზების ნაცვლად, Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

ბრაუზერის რამდენიმე თვისება:

  • მცურავი ფანჯრების (ინგლ. pop-up) ბლოკირება;
  • ჩანართების მხარდაჭრა (რამდენიმე ჩანართი ერთ ფანჯარაში);
  • ჩაშენებული საძიებო სისტემა;
  • ეგრეთ წოდებული „ყვითელი სანიშნეები“, RSS-ის ინტეგრაციის მექანიზმი;
  • ხედვისა და მოქმედების წესის კონფიგურაციის ფართო შესაძლებლობები;
  • მრავალი გაფართოების მხარდაჭრა;
  • ვებ-პროგრამისტისათვის საჭირო ჩაშენებული ინსტრუმენტები;
  • როგორც ბრაუზერის, ისევე მისი გაფართოებების ავტომატური განახლება;
  • შემცველობის რეალურ დროში ჩვენება (ანუ შესაძლებელია საიტზე მუშაობა მის ბოლომდე ჩატვირთვამდე);
  • საიტების პაროლების და სერტიფიკატების უსაფრთხო შემნახველი, რაც „მასტერ-პაროლის“ დასმის საშუალებას იძლევა, რომელიც შიფრავს ყველა დანარჩენ პაროლს (სიმეტრიული გაშიფრვის 3-DES ალგორითმით) და იცავს მომხმარებლის სერტიფიკატთან წვდომის გზას. ამ მეთოდით პაროლების მოპარვა გართულებულია ფიზიკური კონტაქტის დროსაც კი.

თავიდან სარეკლამო ტექსტებში Firefox-ის ზოგიერთი თავისებურება ითვლებოდა, როგორც „სხვა ბრაუზერებისგან“ განმასხვავებელი ნიშანი, რადგან სხვა ბრაუზერებში გამოიყენებოდა ფუნქციები, რომელსაც უკვე იცნობდნენ Internet Explorer-ის მომხმარებლები. ერთი მხრივ მომხმარებლები Firefox-ს თვლიდნენ სხვა ბრაუზერებისაგან ყველაზე განსხვავებულ ბრაუზერად, ხოლო მეორე მხრივ აკრიტიკებდნენ არასამართლიანი რეკლამისათვის.

ნაწილობრივ, ჩანართები Firefox-ამდე უკვე გამოიყენებოდა Opera-ში, ხოლო ინტეგრირებული საძიებო სისტემა კი Internet Explorer 4.0-ში.

Firefox-ით დაინტერესებულ პირთა ზრდით და მისი პოპულარობით, უსაფრთხოების პრობლება სულ უფრო მწვავე განხილვის საგანი ხდებოდა კონკურენტი კომპანიებისთვის, მათ შორის Microsoft-ისათვის.

Firefox-ის შესაძლებლობათა ფართო არჩევანი მომხმარებლებში მას პოპულარულს ხდის: უპირველეს ყოვლისა ის საშუალებას იძლევა ერთ ფანჯარაში გაიხსნას რამდენიმე გვერდი, რომელიც ამოცანათა პანელზე ნაკლებ ადგილს იკავებს და მეორე, ბრაუზერს გააჩნია გრაფიკის ჩამოტვირთვის მოხერხებული სისტემა და იძლევა არჩეულ გვერდებზე გრაფიკის გამოსახვის გამორთვის საშუალებას და არა ყველაზე მთლიანად. ამას გარდა ბრაუზერს გააჩნია მცურავი ფანჯრების დაბლოკვის სისტემა და Cookie ფაილების მართვის სისტემა.

ტექსტის შეყვანის მრავალსტრიქონიან ველს გააჩნია ორთოგრაფიის შემოწმების ჩაშენებული სისტემა. ძებნის პანელი, ძებნის სისტემითურთ — მოთხოვნების მინიშნებები თავად სისტემიდან.

ბრაუზერის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა W3C სტანდარტის მხარდაჭერას.

პროდუქტის თავდაპირველი ღია კოდი მას მომხმარებლებში პოპულარობას ჰმატებს — მაგალითად, „სანიშნეების“ არ არსებობაში დარწმუნების საშუალება, ბრაუზერის „თავის ნებაზე“ მოწყობა და ასევე შეცდომების ავტომატურად გასწორების საშუალება.

არსებობს ბრაუზერის სპეციალიზებული ვერსიები, ისეთი როგორიცაა eBay edition — ონლაინ აუქციონის მოყვარულთათვის, Campus edition — ინტერნეტ ძებნისა და მუსიკის მოყვარულთათვის და მრავალი ფან კრებული Portable მოდულში.

გაფართოებები

გაფართოებები პროგრამას აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს, ან მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს არასებული პარამეტრები. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს თითქმის ყველაფერი: ინსტრუმენტების პანელზე ახალი ღილაკის დამატებიდან დაწყებული, სრულიად ახალი შესაძლებლობის დამატებით დასრულებული.

გაფართოების მექანიზმის ბრაუზერის თავდაპირველ სკეპტიკურ სახეს გადააქცევს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად: გაფართოების დაყენებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის ფუნქციონალურობა, რომელიც მისი კომფორტულობისთვისაა აუცილებელი.

არსებობს მრავალი გაფართოება, ვებ-პროგრამისტებისათვის აუცილებელი ფუნქციონალურობის რეალიზაციისათვის. ზოგიერთი მათგანია:

  • JSView დაარქივებული 2006-09-24 საიტზე Wayback Machine. — გვერდის გარე ფაილების დათვალიერების გაფართოება
  • HTMLValidator — W3C სტანდარტების მქონე კოდის შემოწმების გაფართოება
  • View Source Chart დაარქივებული 2010-01-06 საიტზე Wayback Machine. — გვერდის მოხერხებულად ვიზუალიზაციის მარკირების მარკირების გაფართოება
  • Firebug — მრავალფუნქციონალური გაფართოება, შეიცავს გამმართველს(Debugger), Dom ნავიგატორს და JavaScript კონსოლს
  • Web Developer — გვერდის მართვისათვის შემოთავაზებული გაფართოება

თარგმნა და ლოკალიზაცია

Firefox ყველაზე მეტად ლოკალიზებული ბრაუზერია დღესდღეობით. იგი თარგმნილია მრავალ ენაზე, გამომდინარე იქიდან რომ ღია პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა.

პირველი გამოშვება 2004 წელს ხელმისაწვდომი იყო 24 სხვადასხვა ენაზე, ასევე ცალკეული ენების სხვადასხვა ვარიანტზე, როგორიცაა ამერიკული/ბრიტანული ინგლისური, ევროპული/არგენტინული ესპანური, ტრადიციული/გამარტივებული ჩინური დამწერლობა და ა.შ. [16]

2011 წელს გამოშვებული Firefox 4 ლოკალიზებული იყო 80 ენაზე.[17]

2017 წელს გამოშვებული Firefox 57 (Quantum) კი ხელმისაწვდომია 96 სხვადასხვა ენაზე. ეს ორჯერ მეტია იმაზე, რაც გააჩნია Google Chrome-ს და სამჯერ აღემატება, Apple Safari-ზე არსებულ ენების რაოდენობას.[18]

გაქართულება

მოხალისეების მუშაობის შედეგად[19], ქართული ენა პირველად გამოჩნდა Firefox 2.0 ვერსიაში 2006 წლიდან და 2010 წლამდე გამოსული ვერსიები სრულად იყო გაქართულებული. თუმცა, 2011 წელს გამოსულ Firefox 4.0 ვერსიაში, რომელიც მთლიანად შეიცვალა და განახლდა, არასაკმარისად დამუშავებული თარგმანის შეუთავსებლობის გამო, ქართული ენა ამოიღეს, რომლის დაბრუნებაც 5 წლის შემდეგ მოხერხდა. ქართული ენა ბრაუზერში, ხელახლა გამოჩნდა 2016 წლის 16 ნოემბერს, Firefox Beta 51 საცდელ ვერსიაში,[20] ხოლო ოფიციალურად დაემატა 2017 წლის 24 იანვარს, Firefox 51-ის საბოლოო გამოშვებაში.[21]

ასევე, გაქართულებულია Firefox Android-ისთვის და Firefox Focus ბრაუზერი Android და iOS მოწყობილობებისთვის.[22][23]

ძრავა Gecko

პირველი Gecko ძრავის დანიშნულება იყო ძველი Netscape Communicator ძრავის შეცვლა.

ძრავის დალაგებისათვის შეიქმნა უფასო პროგრამა Mozilla Suite. 2004 წელში Mozilla Suite-ში შედიოდა Mozilla Firefox, ელექტრონული ფოსტის აგენტი Mozilla Thunderbird, WYSIWYG HTML რედაქტორი NVU, კალენდარი Sunbird და IRC-კლიენტი Chatzilla, რომელიც გამოვიდა Mozilla Firefox-ის გაფართოება. დღესდღეობით Mozilla Firefox 3.0, Mozilla Thunderbird 3.0 и SeaMonkey 2.0 იყენებს ძრავის 1.9 ვერსიას. მიმდინარეობს მუშაობა გაუმჯობესებულ 1.9.1 ვერსიაზე და ახალი თაობის ძრავაზე Gecko 2-ზე, Firefox 4.0-სათვის.

თანამშრომლობა კომპანია Google-თან

ძიება

Mozilla Foundation-მა Google-სგან მიიღო მათი ძიების სისტემის გამოყენების საშუალება. მისამართების ველში სიტყვათა ჯგუფის შეყვანისას, არარსებული URL სტანდარტულად გადაეცემა Google-ს. გარდა ამისა, პირველ გვერდად მითითებულია Firefox-ის მიერ გაფორმებული Google-ს საძიებო სისტემის საიტი.

ანტიფიშინგი

ფიშინგისა და სხვა ზიანის მომტანი საიტებისაგან დაცვისათვის გამოიყენება მონაცემთა ბაზა SafeBrowsing Google. სტანდარტულად ის იტვირთება ყოველ ნახევარ საათში. მეორე ვერსიაში მომხმარებელს შეეძლო საკუთარი სურვილისამებრ ჩაერთო Google-ზე შესამოწმებლად URL -ის გაგზავნის სისტემა. ეს პარამეტრი სტანდარტულად ჩართული იყო, რომელიც არღვევდა კანონს პირადი ინფორმაციის ხელყოფის შესახებ, რადგან მომხმარებელმა არ იცოდა ამის შესახებ.

კრიტიკა

ყოველივე ამას, ზოგიერთის მიიჩნევს, რომ კორპორაცია Google მომსახურეობაში იჭრება, რაც უფასო პროგრამისათვის დაუშვებელია.

MoFo ირწმუნება, რომ შეგროვებულია საკმაო დოკუმენტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ გაწყვიტოს ურთიერთობა Google -თან. მიმდინარე კონტრაქტის ბოლო ვადა 2008 წლის ნოემბერია.

ვერსიების ისტორია

ლეგენდა
ძველი ვერსია მიმდინარე ვერსია ბეტა-ვერსია ალფა-ვერსია იგეგმება
დასახელება Gecko-ს ვერსია ვერსია კოდური სახელი რელიზის თარიღი არსებული ცვლილებები
Phoenix 1.2 0.1 Pescadero 23 სექტემბერი 2002 პირველი გამოშვება; ინსტრუმენტების კონფიგურირებადი პანელი, სწრაფი ძებნა.
0.2 Santa Cruz 1 ოქტომბერი 2002 ჰორიზონტალური პანელი, გაფართოებების მართვა.
0.3 Lucia 14 ოქტომბერი 2002 გამოსახულებების ბლოკირება, მცურავი ფანჯრების ბლოკირება, ჩანართები.
1.3 0.4 Oceano 19 ოქტომბერი 2002 თემები, მცურავი ფანჯრების ბლოკირების გაუმჯობესებული სისტება, ინსტრუმენტების პანელის კონფიგურაცია
0.5 Naples 7 დეკემბერი 2002 რამდენიმე საწყისი გვერდი ერთდროულად, გაუმჯობესებული ჰორიზონტალური პანელი accessibility, ისტორია.
Mozilla Firebird 1.5 0.6 Glendale 17 მაისი 2003 ახალი სტანდარტული თემა (Qute), სანიშნეები და გაუმჯობესებული დაცვა, გამოსახულების ზომის ავტომატური ცვლილება.
0.7 Indio 15 ოქტომბერი 2003 ავტომატური სქროლი, პაროლების მენეჯერი, გაუმჯობესებული პარამეტრების პანელი.
Mozilla Firefox 1.6 0.8 Royal Oak 9 თებერვალი 2004 Windows ინსტალერი, ავტონომიური მუშაობა, სანიშნეები და ჩამოტვირთვების მენეჯერი გაუმჯობესებულია, ახალი ლოგოტიპი.
1.7 0.9 One Tree Hill 15 ივნისი 2004 ახალი სტანდარტული თემა (Winstripe), მონაცემების გაუმჯობესებული იმპორტი, თემებისა და გაფართოებების ახალი მენეჯერი, დისტრიბუტივის შემცირებული ზომა, ახალი საძიებო სისტემა, GNU/Linux ინსტალერი, პოსტის იარლიყი (მხოლოდ Windows-ისთვის).
1.0 Phoenix 9 ნოემბერი 2004 ოფიციალური 1.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებულები. დამატებულია ახალი ფუნქციები, ისეთი, როგორიცაა RSS/Atom, ძებნის პანელი, ძებნის პლაგინი. არსებობა შეწყვიტა 2006 წლის 13 აპრილს გამოშვებული 1.0.8. ვერსიით (Firefox-ის მოძველებული ვერსიების მხარდაჭერა საერთოდ წყდება ახალი ვერსიის გამოშვებიდან 6 თვის შემდეგ).
1.8 1.5 Deer Park 29 ნოემბერი 2005 ოფიციალური 1.5. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. უზრუნველყოფს SVG, canvas, შეტანილია კორექტირება UI-ში და გაუმჯობესებულია JavaScript 1.5 და CSS 2/3 მხარდაჭერა. არსებობა შეწყვიტა 2007 წლის 30 მაისს გამოშვებული 1.5.0.12. ვერსიით
Mozilla Firefox 2 1.8.1 2.0 Bon Echo 24 ოქტომბერი 2006 ოფიციალური 2.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. დამატებულია ახალი ფუნქციები, ჩამატებულია სესიის ავარიულად დასრულების აღდგენის სისტემა, მინიშნებები Google-სა და Yahoo!-ში ძიებისას, ძიების პლაგინებისა და დამატების ახალი მენეჯერი, web feed-ების წინასწარი დათვარიელება, bookmark microsummaries და დაცვა ფიშინგისაგან. განახლებულია თემა Winstripe. ჩამატებულია JavaScript 1.7. ვერსიის მხარდაჭერა
2.0.0.16 15 ივლისი 2008 გამოსწორებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
Mozilla Firefox 3 1.9 3.0RC1 Firefox 3.0 RC1 16 მაისი 2008 გრაფიკული ბიბლიოთეკის Cairo გამოყენება. ტესტის Acid2 მხარდაჭერა.

დაცვა ვებ-გვერდებისაგან, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, ტროიანებს, ჯაშუშებს და ა.შ. შეტანილია ცალკე ბაზაში და გააჩნია საკუთარი კონფიგურაციები. ჩამოტვირთვების ახალი მენეჯერი და გაუმჯობესება დამატებების მენეჯერში. მინიშნებების და ვიდეოების ასოცირება შესაძლებელია Media Player-ში. სხვადასხვა თემები, სხვადასხვა პლატფორმებისათვის, სისტემასთან გაუმჯობესებული ინტეგრაციით. გაუმჯობესებულია დათვარიელებული საიტების ძიება. სიჩქარე გაზრდილია და სჭირდება წინაზე მცირე სისტემური მახსოვრობა. საიტის ინფორმაციის დიალოგური ფანჯარა გაუმჯობესებულია. Microsoft Windows 4.x და MacOS X v10.2 მხარდაჭერა გაუქმებულია. დამატებების ფანჯრიდან შესაძლებელია addons.mozilla.org-ზე მუშაობა.

3.0RC3 13 ივნისი 2008 გამოსწორებულია შეცდომა, ბრაუზერის დაკიდება Mac OS Mac OS X 10.5.3. ოპერაციულ სისტემებში, ვერსიები Windows-სთვის და Linux-სათვის შეუცვლელი დარჩა.
3.0 Gran Paradiso 17 ივნისი 2008 შეტანილ იქნა 15000-ზე მეტი კორექცია.
3.0.1 16 ივლისი 2008 გაუმჯობესებულია დაცვის სისტემა. ჩამოშორებულია მუშაობის სტაბილურობის პრობლემები. განახლებულია საჯარო სუფიქსების შიდა სია.
3.0.19 30 მარტი 2010 უსაფრთხოებისა და მდგრადობის რეგულარული განახლებები[24]
  • აღმოიფხვრა რამდენიმე უსაფრთხოების ხარვეზი;
  • გამოსწორდა მდგრადობასთან დაკავშირებული ხარვეზები.

პროგრამის 3.0.x ვერსიების ხაზის დასასრული[25]

Mozilla Firefox 3.5 1.9.1 3.5 Shiretoko 30 ივნისი 2009 3.5 ვერსიის ოფიციალური გამოშვება.[26]
  • მხარდაჭერილია HTML5-ის <video> და <audio> ელემენტები, აგრეთვე ჩაშენებულია Ogg Theora video და Vorbis audio-ს მხარდაჭერაც;
  • გაუმჯობესებულია პირადი მონაცემების მართვის ხელსაწყოები, ასევე პირადი თვალიერების რეჟიმი;
  • ამაღლებულია წარმადობა ახალი TraceMonkey JavaScript ძრავას მეშვეობით;
  • დამატებულია ადგილმდებარეობის გაზიარების შესაძლებლობა ვებსაიტებისთვის;
  • მოყვება ჩაშენებული მხარდაჭერა JSON-ისა და web worker ნაკადების;
  • გაუმჯობესება Gecko ძრავაში, მათ შორის წინასწარი ანალიზის შესაძლებლობა, შიგთავსის სწრაფად დამუშავებისთვის;
  • დამატებულია, ახალი ვებტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა:
    • ჩამოსატვირთი შრიფტები;
    • CSS media მოთხოვნები;
    • გარდაქმნების ახალი ეფექტები და თვისებები;
    • JavaScript მოთხოვნების სელექტორები;
    • HTML5-ის ადგილობრივი და პროგრამის კავშირგარეშე საცავები;
    • <canvas> ტექსტი;
    • ICC პროფილები;
    • SVG გარდაქმნები.
3.5.19 28 აპრილი 2011 უსაფრთხოებისა და მდგრადობის რეგულარული განახლებები[27]
  • აღმოიფხვრა რამდენიმე უსაფრთხოების ხარვეზი;
  • გამოსწორდა მდგრადობასთან დაკავშირებული ხარვეზები.

პროგრამის 3.5.x ვერსიების ხაზის დასასრული[28]

Mozilla Firefox 3.6 1.9.2 3.6 Namoroka 21 იანვარი 2010 3.6 ვერსიის ოფიციალური გამოშვება.[29]
  • Persona თემების მხარდაჭერა;
  • მომხმარებლების დაცვა, ვადაგასული მოდულებისგან, გვერდების უსაფრთხოდ მონახულების უზრუნველსაყოფად;
  • ჩაშენებული ვიდეოების სრულ ეკრანზე ჩვენებისა და სასურველი გამოსახულების დამატების შესაძლებლობა;
  • JavaScript-ის მუშაობისა და ბრაუზერის საერთო წარმადობის გაუმჯობესება, ასევე ჩართვის დროის შემცირება;
  • შესაძლებლობა ვებშემმუშავებლებისთვის, განსაზღვრონ სკრიპტების ასინქრონულად გაშვება, გვერდის ჩატვირთვის დროის შესამცირებლად;
  • ჩამოსატვირთი ვებშრიფტების მხარდაჭერის გაფართოება, WOFF ფორმატის დამატებით;
  • CSS-ის ახალი თვისებების დამატება, როგორიცაა გრადიენტული ფერები, ფონის ზომები და მაჩვენებლთან დაკავშირებული მოქმედებები;
  • ახალი DOM და HTML5-ის მახასიათებლები, როგორიცაა „ჩაჭიდებისა და გადათრევის“ API და ფაილის API, რომლებიც ვებგვერდებს მეტად ინტერაქტიულს გახდის;
  • სხვა პროგრამების Firefox-თან მუშაობის დახვეწა, ბრაუზერის ავარიული გათიშვების თავიდან ასაცილებლად.
3.6.28 13 მარტი 2012 უსაფრთხოებისა და მდგრადობის რეგულარული განახლებები[30]
  • ბოლო გამოშვება Mac OS X Tiger-ისა და PowerPC Mac-ებისთვის;
  • დაემატა მოდულების ცალკე პროცესად გატანის შესაძლებლობა;
  • აღმოიფხვრა რამდენიმე უსაფრთხოების ხარვეზი;
  • გამოსწორდა მდგრადობასთან დაკავშირებული ხარვეზები.

პროგრამის 3.6.x ვერსიების ხაზის დასასრული[31]

Mozilla Firefox 4 2.0 4.0 Tumucumaque 22 მარტი 2011 4.0 ვერსიის ოფიციალური გამოშვება.[32]
  • Firefox 4 ხელმისაწვდომია 80-ზე მეტ ენაზე;
  • გამოყენებულია JägerMonkey, უფრო მეტად სწრაფი JavaScript ძრავა;
  • მხარდაჭერილია „არ მითვალთვალო“ (Do Not Track - "DNT") მოთხოვნის თავსართი, რომელიც მომხმარებლებისთვის, რეკლამებისგან დაცვის დამატებითი საშუალებაა;
  • Firefox Sync ჩამატებულია ნაგულისხმევად;
  • გრაფიკული დამუშავება უკვე აჩქარებულია აპარატურულად Direct3D 9-ის (Windows XP), Direct3D 10-ისა (Windows Vista & 7) და OpenGL-ის საშუალებით Mac OS-ზე;
  • Direct2D და WEbGL აპარატურული აჩქარება უკვე ნაგულისხმევად ჩართულია შესაბამისი სისტემის მომხმარებლებისთვის;
  • ჩაშენებული მხარდაჭერა HD HTML5 WebM ვიდეო ფორმატის, აპარატურული აჩქარებით;
  • Firefox ღილაკის ახალი იერსახე Windows-ზე, ასევე შეჩერებისა და გადატვირთვის გაერთიანებული ღილაკი ყველა სისტემაზე;
  • ნაგულისხმევი მთავარი გვერდის განახლებული იერსახე;
  • გაუმჯობესებული ტიპოგრაფია, ლიგატურებისა და შრიფტების სხვადასხვა გაფორმების მხარდაჭერით;
  • დამატებების ახალი მმართველი და გაფართოებების API;
  • CSS ვიზუალური გადასვლის ეფექტები ნაწილობრივ მხარდაჭერილია;
  • ვებშემმუშავებლებს შეუძლიათ URL ველის განახლება, გვერდის გადატვირთვის გარეშე, HTML History API-ის მეშვეობით;
  • ახალი მეთოდები JavaScript-ში მნიშვნელობების წარმოსადგენად, რომელიც მძიმე კოდის, უფრო მეტად ეფექტიანად გაშვების საშუალებას იძლევა.
4.0.1 Macaw 28 აპრილი 2011 უსაფრთხოებისა და მდგრადობის რეგულარული განახლებები[33]
  • აღმოიფხვრა რამდენიმე უსაფრთხოების ხარვეზი;
  • გამოსწორდა მდგრადობასთან დაკავშირებული ხარვეზები.

პროგრამის 4.0.x ვერსიების ხაზის დასასრული. Firefox 4 არის ბოლო დიდი გამოშვება. დაწყებული Firefox 5 ვერსიიდან, Mozilla გადავიდა უფრო სწრაფ და მცირე გამოშვებებზე.[34]

ადრინდელი გამოშვებები

ვერსია 3.0.1

ახალი ფუნქციები და გაუმჯობესება

Firefox 3 (კოდური დასახელება — «Gran Paradiso») გამოვიდა 2008 წლის 17 ივნისს. Mozilla აცხადებს რომ 15 000-ზე მეტი შეცდომა გამოსწორდა.

Firefox 3-ში გაუმჯობესებულია ჩანართების ფუნქციონალურობა ტეგების მხარდაჭერით («Places»), განხილულია შიდა სანახი SQLite, ანიმირებული PNG ფაილის მხარდაჭერა, პაროლების ახალი მენეჯერი და ამასთანავე ეს ვერსია კარგად მუშაობს ტესტთან Acid2. ასევე შესამჩნევადაა დამუშავებული ძრავა.

შეცვლილია მისამართების სტანდარტული დამატების ჩამოსაშლელი მენიუ და გაუმჯობესებულია ავტოდამატების ალგორითმი. რეალიზებულია რეზულტატის პოზიციის დამოკიდებულება მომხმარებლის არჩევანზე.

პირველი ალფა-ვერსიის გამოსვლისას, რომელსაც დაერქვა Gran Paradiso, ცნობილი გახდა რომ ახალი ვერსიაში შემდეგი ცვლილებები შევიდოდა:

  • ბლოკების გამოტანის მეთოდის ცვლილება;
  • რეალიზებული იქნებოდა ბლოკ object-ის შესრულება type ატრიბუტის გარეშე;
  • შეწყდებოდა ოპერაციული სისტემების Microsoft Windows 9x და Mac OS X 10.2. მხარდაჭერა, თუმცა 2008 წლის გაზაფხულში მოიძებნა Firefox 3-ის Windows 98 / Windows ME სისტემებზე გაშვების საშუალება.
  • შეწყდებოდა SOAP-ის მხადაჭერა;
  • პლაგინების რეალიზება მოხდებოდა იგივე პრინციპით, როგორც გაფართოებების მართვა;
  • ინტერფეისში რამდენიმე სამოდელო ფანჯარა შეიცვლებოდა საინფორმაციო პანელით, ბრაუზერის მუშაობის ბლოკირების გარეშე;
  • გაუმჯობესებული იქნებოდა გაფართოებებთან მუშაობა: თუკი ისინი უთითებენ URL-ს ავტოგანახლებისათვის, მაშინ განახლებისას გამოყენებულ უნდა იქნას SSL შიფრაცია, ნაღდი სერტიფიკატით, ან გაფართოებას უნდა ჰქონდეს შიდა ხელმოწერა;
  • ვექტორული გრაფიკული ბიბლიოთეკა Cairo უკვე გამოყენებული იქნებოდა სტანდარტულად და უზრუნველყოფდა გრაფიკის გამოსახვასა და ტექსტის ვიზუალიზაციას;
  • განახლდებოდა მრავალსვლიან რეჟიმში მუშაობის მოდელი;
  • შეიცვლებოდა DOM მოვლენის გადამუშავების მეთოდი;
  • გამოჩნდებოდა SVG სერტიფიკაციის მიხედვით გაუმჯობესებული ახალი SVG ელემენტები და ფილტრები;
  • შეიცვლებოდა არაწყვეტად ტექსტში სივრცეების გადამუშავება(U+00A0)(ორივე მხარეს გათანასწორებული(justified)): თუ ადრე უწყვეტი სივრცეები იშლებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი სივრცეები(U+0020), ახლა მათ გააჩნიათ ფიქსირებული სიგრძე (როგორც Internet Explorer). ამას შეუძლია მნიშვნელოვნად დაამახინჯოს ტექსტის სახე, რადგან სივრცეები არატოლნი ხდებიან. მაგრამ «არაწელვადი» უწყვეტი სივრცეები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ ისინი გამოიყენება დანიშნულების გარეშე — მაგალითად, ტექსტის აბზაცისთვის. ასევე უწყვეტი სივრცეები ტექსტის შეყვანის ველში აღარ იცვლება უბრალო სივრცეებად.

Microsoft Windows

  • ჩამოტვირთვის შემდგომ ფაილების ვირუსებზე სკანირების შესაძლებლობა (იმართება about:config პარამეტრით browser.download.manager.scanWhenDone) და Internet Explorer-სათვის სისტემის უსაფრთოხიების პოლიტიკის გათვალისწინება და ფაილების ჩამოტვირთვის აკრძალვა, თუ ის ნებადართულია IE-ში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად იმართოს დამკვირვებლის უსაფრთხოება.

გაუქმებულია

  • ანტიფიშინგის საშუალება Locationbar².

ვერსია 3.0 Beta 5, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 2 აპრილს, ჩართულია ОС Ubuntu 8.04 და Fedora 9 პირველ გამოშვებებში.

დამატებულია პროქსი სერვერით სისტემურ კონფიგურაციებზე წვდომის საშუალება პლატფორმაზე GNU/Linux და შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში რადიო ღილაკი მისი არჩევისათვის, გამოისახება მხოლოდ მაშინ თუ ცვლადი დაყენებულია.

გაფართოებული «DOM Inspector» მოშორებულია სტანდარტული პარამეტრებიდან. ახლა ის ხელმისაწვდომი https://addons.mozilla.org/.

გაფორმება

ახლა შეძლებისდაგვარად გამოიყენება ნიშნები ოპერაციული საშუალებების თემებიდან.

პლატფორმაზე GNU/Linux ესაა GTK+. სისტემაში ნიშნების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ჩაშენებული ნიშნები. ფუნქციების ნიშნები, რომელთათვისაც ჯერ არ არსებობს სტანდარტული დასახელება freedesktop.org სპეციფიკაციაში, შექმნილია Tango Desktop Project-დან სპეციალურად მოწვეული მხატვრების მიერ.

პლატფორმებზე Mac OS X და Microsoft Windows თემა შეცვლილია ისე, რომ სტანდარტულად ღილაკი „უკან“ გაცილებით დიდია „წინ“ ღილაკთან შედარებით. რისი გათიშვაც შესაძლებელია პარამეტრებში „მცირე ნიშნების“ გათიშვით.

ვერსია 3.5

რელიზში შევიდა ფუნქციები, რომლის გამოქვეყნებაც ვერ მოესწრო 3.0 ვერსიაში. დამატებულია ტეგ Video-ს რეალიზაცია, ჩაშენებულია Ogg Theora ვიდეო კოდეკით. გრაფიკულ ინტერფეისში შესაძლებელია ძებნისა და მისამართების პანელის გაერთიანება. Firefox 3.1 კოდური სახელით „Shiretoko“ უზრუნველყოფს XMLHttpRequests (XHR).

3.5 ვერსიაში გაუმჯობესდა სანიშნეების სისტემა Places. გაუმჯობესდა ძრავა Gecko, ასევე JavaScript-ის მხარდაჭერა. გაიზარდა ვებ-სტანდარტების შესაბამისობის ხარისხი.

Firefox 3.5 ვერსიის გამოვიდა 2009 წლის 30 ივნისს. პირველი ალფა ვერსია გამოვიდა 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში,

ვერსია 3.6

ვერსია 3.6 გამოვიდა 2010 წლის 21 იანვარს, რომელშიც გამოყენებულია Gecko 1.9.2 ძრავა და შეიცავს იერსახის გარკვეულ გაუჯობესებებს, მათ შორისაა "personas" თემების მხარდაჭერა. ესაა ბოლო დიდი გამოშვება, რომელიც მუშაობს PowerPC-ზე დაფუძნებულ Macintosh-ის აპარატურაზე.

Firefox 3.6-ის მცირე განახლება ვერსიით 3.6.4, წარმოადგენს პირველ მცირე განახლებას, რომელშიც მხოლოდ მდგრადობისა და უსაფრთხოების ხარვეზებია გამოსწორებული.[35] ამ განახლებაში დამატებულია მოდულების ცალკე პროცესად გატანის შესაძლებლობა (Out of Process Plugins, შემოკ. OOPP), რის შედეგადაც მოდულების ავარიული გათიშვა, აღარ გამოიწვევს Firefox-ის სრულად დახურვას და შესაძლებელი იქნება მოდულების მუშაობის აღდგენა, შესაბამისად, მომხმარებელს შეუნარჩუნდება გახსნილი გვერდები.

ვერსია 4

 
Firefox 4.0 ვიკიპედიის მთავარი გვერდით Windows 7-ზე

2006 წლის 13 ოქტომბერს ბრენდენ ეიჩმა, Mozilla-ს მთავარმა ტექნიკურმა ინჟინერმა, დაწერა მისი გეგმების შესახებ, რომელიც ეხებოდა Mozilla 2.0-ს — პლატფორმები, რომელზეც შესაძლოა დაფუძნებულიყო Firefox 4.0. ამ ცვლილებებში შედიოდა: XPCOM API-ს გაუმჯობესება, უფრო მკაცრად დაწერილი С++ კოდი, JavaScript 2-ს აბსტრაქციის დამატებითი დონე (ვირტუალური მანქანა, ცნობილი, როგორც Tamarin project), უსაფრთხოების ძრავის გაუმჯობესება. Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტის კრის ბირდის სიტყვებით, Firefox 4-ში იქნებოდა შიგთავსთან უფრო ვიწრო ინტეგრაცია, რომელიც შეინახება ყველა დისკზე. დაემატება ფუნქციები „Prism“ და „Weave“.

Firefox 4 გამოვიდა 2011 წლის 22 მარტს და გააჩნდა სამომხმარებლო იერსახესთან დაკავშირებული ბევრი განახლება, წინა ვერსიებთან შედარებით, როგორიცაა Firefox ღილაკის ახალი გაფორმება, გვერდის გახსნის შეჩერებისა და გადატვირთვის ერთიანი ღილაკი და მენიუს ზოლის თვითდამალვის შესაძლებლლობა. ამასთან, მენიუს ძირითადი ელემენტების უმეტესობა გადავიდა ბრაუზერის მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებულ, Firefox-ის ახალ მენიუში. ასევე, დაემატა ანგარიშთან სინქრონიზაციის, ჩანართების დაჯგუფების, ჩანართების ზოლისა და სანიშნების ზოლის მორგების შესაძლებლობები. ახალი გაფორმების ძირითადი ნაწილი, მეტად ჰგავდა Google Chrome-ისა და Opera ბრაუზერების იერსახეს.[36][37][38]

სწრაფი გამოშვებები

2011 წლის აპრილიდან, შემუშავების პროცესი დაიყო სხვადასხვა „არხებად“, რაც გულისხმობდა ცალკეულ სტადიაზე მყოფ ანაწყობებზე განცალკევებით მუშაობას. უახლეს ხელმისაწვდომ ანაწყობს ეწოდა „Nightly“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბოლო, გამოუცდელ შესაძლებლობებსა და სიახლეებს. „Aurora“ იყო შემდგომ საფეხურზე მდგომი ანაწყობი, რომელსაც გავლილი ჰქონდა ექვსკვირიანი შემოწმებები. თუმცა, 35 ვერსიიდან მოყოლებული, „Aurora“ არხს სახელი გადაერქვა და ეწოდა „Developer Edition“ არხი, რომლის ანაწყობებიც განკუთვნილია საგანგებოდ ვებპროგრამისტებისა და ვებპროექტების შემმუშავებლებისთვის.[39][40] „Beta“ არხზე წარმოდგენილია მომდევნო ექვსკვირიან შეუალედში დამუშავებული ანაწყობები, რომლებიც მეტად მდგრადი და უსაფრთხოა Nightly-სთან შედარებით და საცდელი ეტაპების პირველ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც Firefox-ის ლოგო გააჩნია. „Release(გამოშვება)“ არის Firefox-ის საბოლოო ვერსია, რომლის დამუშავებაც დასრულებულია და განკუთვნილია რიგითი მომხმარებლებისთვის.

ახალი გამოშვებები ხელმისაწვდომი ხდება ყოველ ექვს კვირაში.[41] Mozilla-ს განცხადებით, სწრაფი გამოშვების მიზანია, ახალი შესაძლებლობების სწრაფად მიტანა მომხმარებლებამდე.[42] თუმცა, გამოშვებების დაჩქარებულმა ციკლმა, მომხმარებლების ნაწილისგან, უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ახალი ვერსიები, ხშირად, დამატებებთან თავსებადობის ხარვეზებს იწვევს.[43] ამასთან, ზოგიც მიიჩნევს, რომ Firefox ცდილობს ვერსიების გაზრდას, მეტოქე ბრაუზერებთან შეჯიბრების მიზნით.[44]

ვერსია 5-9

ვერსია 5

Firefox 5 გამოვიდა 2011 წლის 21 ივნისს,[45] Firefox 4-ის მთავარი გამოშვებიდან 3 თვის შემდეგ და იყო პირველი ვერსია, Mozilla-ს ახალი, სწრაფი გამოშვებების ციკლში, რომელიც ემთხვეოდა Google Chrome-ის გამოშვებების ციკლსა და ვერსიების დანომვრას.[46] ვერსია 5-ში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, ვებგვერდის ელემენტების დამუშავებისა და ჩატვირთვის სიჩქარე, ამასთან ჩაშენებული იყო WebM ფორმატის HTML5 ვიდეოს მხარდაჭერა, რაც ვებგვერდებზე მოცემული ფორმატის ვიდეოს ჩვენების შესაძლებლობას იძლეოდა.[47]

ვერსია 10-16

ვერსია 10 (ESR)

Firefox 10 და Firefox ESR 10 გამოვიდა 2012 წლის 31 იანვარს და ეს იყო პირველი გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით. Firefox 10-ში დამალული იყო მომდევნო გვერდზე გადასასვლელი ღილაკი იქამდე, სანამ არ იქნებოდა მომდევნო გვერდზე გადასვლის შესაძლებლობა.[48] ასევე დამატებული იყო სრული ეკრანის API და გაუმჯობესებული ჰქონდა WebGL წარმადობა.[49]

Firefox 10-ზე საჭირო გახდა დამატებების თავსებადობის დამოწმება, რაც გულისხმობდა იმას, რომ დამატება უნდა ყოფილიყო შექმნილი სულ მცირე Firefox 4 ვერსიისთვის. ამასთან, გამარტივდა გაფართოებების განახლების პროცესიც.

ასევე, დაემატა CSS 3D ეფექტები და განახლდა აპარატურულად აჩქარებული 3D გრაფიკა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ვებანიმაციების დამუშავების ხარისხი და ვებშემმუშავებლებს, საშუალება მიეცათ 2D ობიექტების 3D-ში გადაყვანის, ყოველგვარი მოდულების დამატების გარეშე.[50]

 
ლოგო, რომელიც გამოიყნებოდა Firefox 23 ვერსიიდან Firefox 56 ვერსიამდე

ვერსია 17–23

ვერსია 23

Firefox 23 გამოვიდა 2013 წლის 6 აგვისტოს, რომელსაც ჰქონდა Firefox-ის განახლებული ლოგო. ასევე, გაუმჯობესებული იყო შეტევისგან დაცვა, საფრთხისშემცველი შიგთავსის შეზღუდვა, საძიებო სისტემის შეცვლის შესაძლებლობა, სარეკლამო მავნე პროგრამებისგან თავდასაცავად და ა.შ. გაუქმდა JavaScript-ის გათიშვის შესაძლებლობა, რადგან საიტების უმეტესობა საჭიროებს JavaScript-ს და მის გარეშე მომხმარებლებს პრობლემები ჰქონდათ, გვერდების მონახულებისას.[51]

ამოიღეს keyword.URL პარამეტრები და ამ გზით საძიებო სისტემის მითითების შესაძლებლობა. ამასთან, საძიებო ველში შერჩეული სისტემა, ავტომატურად გამოიყენება მისამართების ველსა და მთავარი გვერდის საძიებოშიც.[52]

ვერსია 24–30

ვერსია 29

 
Firefox 29 Australis იერსახე

Firefox 29 გამოვიდა 2014 წლის 29 აპრილს და ჰქონდა სრულიად განახლებული იერსახე, კოდური სახელით „Australis“. იერსახის გარკვეული ელემენტები, Chrome-იდანაა გადმოღებული, მათ შორის ჩანართების მომრგვალებული კუთხეები და მარცხენა ზედა კუთხიდან, მარჯვენა ზედა კუთხეში გადატანილი მენიუ. ძველი მენიუს ნარიჯისფერი Firefox ღილაკი ჩანაცვლდა ე.წ. „ჰამბურგერის“ ღილაკით და მენიუს ელემენტების გადალაგება, თაგვის მაჩვენებლის საშუალებით გახდა შესაძლებელი. იერსახის ჩასწორებისას იხსნება სპეციალური ჩანართი, სადაც მარტივადაა შესაძლებელი მენიუს სასურველი ელემენტებისა და ზოლების შერჩევა. ასევე გაზრდილია ხატულების ზომაც, რაც შესაძლოა გათვლილი იყოს სამომავლოდ სენსორულ ეკრანებთან თვსებადობისთვის.[53]

ვერსია 31–37

ვერსია 34

 
Firefox Hello სასაუბროს ლოგო

Firefox 34 გამოვიდა 2014 წლის 1 დეკემბერს, სადაც დამატებული იყო „Firefox Hello“ (სასაუბრო, WebRTC ტექნოლოგიის გამოყენებით, ხმოვანი და ვიდეოკავშირის მხარდაჭერით), ჰქონდა გაუმჯობესებული საძიებო ველი (ამერიკული ინგლისური ვერსიისთვის), თემების შეცვლის შესაძლებლობა მენიუს ჩასწორებისას და Firefox-ის დაბლოკილი პროცესიდან აღდგენის საშუალება.

ვიკიპედიაში ძიებისას, გამოიყენება დაცული HTTPS კავშირი (მხოლოდ ამერიკული ინგლისური ვერსიისთვის). შეწყდა SSLv3 ვერსიის გამოყენება, რომელსაც ხარვეზები გააჩნდა უსაფრთხოების კუთხით.[54]

Firefox 34.0.5 ვერსია გამოვიდა მხოლოდ კომპიუტერზე 2014 წლის 1 დეკემბერს და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონისთვის, ნაგულისხმევი საძიებო სისტემა გახდა Yahoo![55]

ვერსია 38–44

ვერსია 40

Firefox 40 გამოვიდა 2015 წლის 11 აგვისტოს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე. Windows 10-ზე „Australis“ თემა განახლდა და შეუთავსდა Windows 10-ის ერთიან იერსახეს, ასევე ბრაუზერის იერსახე თავსებადი გახდა სენსორულ ეკრანებთან, საოპერაციო სისტემის "პლანშეტის რეჟიმზე" გადაყვანისას. Firefox 40 შეიცავს უსაფრთხოების დამატებით შესაძლებლობებს, როგორიცაა იმ გვერდების გაფილტვრა, რომლებიც სახიფათო პროგრამებს ავრცელებს და გაფრთხილების ჩვენება, დაუმოწმებელი დამატების დაყენებისას. მომავალ ვერსიებში, გაფართოებების დამოწმება სავალდებულო გახდება და ბრაუზერზე შეიზღუდება დაუმოწმებელი გაფართოებების დაყენების შესაძლებლობა. ასევე გაუმჯობესებულია წარმადობა, დამატებითი პროცესების გამოყენების საშუალებით, Linux სისტემებზე.[56]

ვერსია 45–51

ვერსია 48

Firefox 48 გამოვიდა 2016 წლის 2 აგვისტოს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე. მთავარ სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ Firefox 48 იყო პირველი ვერსია, რომლიდანაც დაიწყო გადასვლა მრავალპროცესიან მოდელზე, კოდური დასახელებით „Electrolysis“ (ფიზ. ელექტროლიზი), რაც გულისხმობს ცალკეული საიტის გახსნას, ცალკეულ პროცესებად. ასევე ამ ვერსიაში დაემატა MacOS სისტემის ახალი გამოშვების მხარდაჭერა, ხოლო SSE2 გაფართოების არმქონე, AMD Athlon XP და Pentium III პროცესორების მხარდაჭერა შეწყდა.[57]

ვერსია 49

Firefox 49 გამოვიდა 2016 წლის 20 სექტემბერს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე. მრავალ სიახლეს შორის იყოს, ანგარიშების განახლებული მმართველი, ვიდეოების გაუმჯობესებული წარმადობა აპარატურული მხარდაჭერის უქონლობისას, კონტექსტური მენიუს ელემენტები HTML5 ხმოვანი და ვიდეოფაილების სამართავად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ფაილების ავტომატურად გაშვება განმეორებით და დაკვრის სიჩქარის ცვლილება. ამასთან, მომხმარებლების მიერ, არასაკმარისი ინტერესის გამო, ამოიღეს Firefox Hello.[58] მოცემული ვერსიიდან მოყოლებული, შეწყდა მხარდაჭერა MacOS-ის ძველი გამოშვებების და მხოლოდ ახალ გამოშვებებზე იმუშავებს.[59]

ვერსია 51

Firefox 51.0 გამოვიდა 2017 წლის 24 ნოემბერს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე. მრავალ სიახლეს შორის იყო FLAC (Free Lossless Audio Codec) ფორმატის უდანაკარგო ხმოვანი ფაილების გაშვების შესაძლებლობა, ჩანართებს შორის გადართვის გაუმჯობესებული საშუალება, WebGL 2-ის მხარდაჭერა და გაფრთხილება, როცა ანგარიშის მონაცემების შესაყვანი გვერდი, არ იყენებს დაცულ კავშირს.

ასევე, Firefox 51.0 ვერსიაში, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა ქართული ენა.[60]

ვერსია 52–59

ვერსია 52 (ESR)

Firefox 52 და Firefox 52 ESR გამოვიდა 2017 წლის 7 მარტს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე (ESR არაა Android-ისთვის).

მნიშვნელოვანი სიახლე Firefox ESR 52.0 ვერსიაში იყო ის, რომ ესაა პირველი გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით, რომელიც დაფუძნებულია მრავალპროცესიან „Electrolysis“ მოდელზე (მისი გამოყენება, Firefox 48 ვერსიიდან დაიწყო).

ასევე, შეიცავდა მრავალ სიახლეს: დაემატა WebAssembly სტანდარტის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველჰყოფს ბუნებრივთან მიახლოებულ წარმადობას ვებტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თამაშებში, პროგრამებსა და პროგრამულ ბიბლიოთეკებში, მოდულების გამოყენების გარეშე; გამარტივებული კავშირი Wi-Fi წერტილებთან; გაფრთხილება დაცველი HTTP გვერდის ანგარიშზე შესვლისას (კომპიუტერზე); მედიაფაილების სამართავი, შეჩერებისა და გაგრძელების შესაძლებლობით Android-ის შეტყობინებების ზოლზე.[61][62]

ეს, ასევე Firefox-ის ბოლო ვერსიაა, Windows XP-ისა და Vista-ს მხარდაჭერით.[63]

ამასთან, Firefox-ში შეწყდა NPAPI მოდულების მხარდაჭერა, მათ შორის Microsoft Silverlight და Java-ს მოდული, გარდა Adobe Flash Player-ისა (ESR ვერსიაში შენარჩუნდება NPAPI-ის მხარდაჭერა).[64]

ვერსია 57

 
Firefox 57 (Quantum) ახალი ლოგო

Mozilla-მ 2016 წელს დააანონსა პროექტი სახელად Quantum (ფიზ. კვანტები - ენერგიის უმცირესი ნაწილაკები), რომელიც მიზნად ისახავდა Firefox-ის Gecko ძრავასა და სხვა კომპონენტების გაუმჯობესებას, Firefox-ის წარმადობის ასამაღლებლად და მისი არქიტექტურის გარდაქმნას, ბრაუზერის თანამედროვე, მრავალპროცესიან მოდელზე გადაყვანის მიზნით. ცვლილებების საჭიროება გამოიწვია, მომხმარებლების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებამ, Google Chrome-ის სასარგებლოდ, ვინაიდან მასთან შედარებით, წარმადობის მხრივ ჩამორჩენა აშკარა იყო. გაუმჯობესებასთან ერთად , ახალი ცვლილებების შედეგად, არსებული დამატებები არათავსებადი გახდა პროგრამის მომდევნო ვერსიებთან, რადგან გაფართოებების ახალი სისტემა შემუშავებულია Chrome-სა და სხვა თანამედროვე ბრაუზერებში გამოყენებული სისტემების მსგავსად.[65][66]

Firefox 57 ვერსია, რომელიც გამოვიდა 2017 წლის ნოემბერში, იყო Quantum-ით გაუმჯობესებული პირველი ვერსია და ეწოდა Firefox Quantum. მას გააჩნია სრულიად ახალი იერსახე კოდური სახელწოდებით „Photon“ (ფიზ. ფოტონი - სინათლის უმცირესი ნაწილაკი) და არსებული ლოგო, ჩანაცვლდა ახლით. ასევე, ამ ვერსიიდან მოყოლებული, აღარაა შესაძლებელი XUL ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დამატებების გამოყენება.[67]. იმავე დღეს, Mozilla-მ განაცხადა, რომ Google გახდებოდა ნაგულისხმევი საძიებო სისტემა, Yahoo-სთან თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ, რომელიც წარმოადგენდა ნაგულისხმევ საძიებო სისტემას ბრაუზერში, 2014 წლიდან მოყოლებული.[68]

ვერსია 59

Firefox 59 გამოვიდა 2018 წლის 13 მარტს სამაგიდო და Android მოწყობილობებზე. დამატებულ სიახლეებს შორისაა: ჩატვირთვის შემცირებული დრო, გაუმჯობესებული გრაფიკა, გაუმჯობესებული RTC დაკავშირების საშუალებები, Firefox Screenshots-ის დამატებითი შესაძლებლობები და პირადი თვალიერების რეჟიმში, ბმულზე გადასვლისას, მოცემული საიტის მისამართის დამალვა, სხვადასხვა საიტებს შორის გადასვლისას, თვალყურისდევნისგან უკეთ დასაცავად (კომპიუტერზე); Firefox-ის გამოყენება დამხმარე პროგრამის სახით, HLS (HTTP პირდაპირი ეთერის) ფორმატის მხარდაჭერა, ვიდეოსაიტებთან გაუმჯობესებული თავსებადობისთვის. ამასთან, ამოღებულია "about:" გვერდი.[69][70]

გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით

2012 წელს, Mozilla-ს ფონდმა განაცხადა რომ ხელმისაწვდომია გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით - Extended Support Release (შემოკ. ESR).[71] ე.ი. გარდა "release", "beta" და "aurora" განახლების არხებისა, ESR ვერსიებისთვის ცალკე იქნებოდა "esr" განახლების არხი.

Firefox ESR განკუთვნილია კომპიუტერული ქსელებისთვის ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო დაწესებულებები, ქალაქის ან ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურები და კერძო კომპანიები. გაფართოებული მხარდაჭერის მქონე გამოშვების ციკლის შუალედებში, Firefox ESR არ მიიღებს ხშირი განახლებების სახით ახალ შესაძლებლობებს, მხოლოდ გამოსწორებული იქნება, უსაფრთხოებისა და მდგრადობის კუთხით, მაღალი რისკის ხარვეზები.[72]

გაფართოებული მხარდაჭერის მქონე გამოშვების ციკლი შედგება, Firefox-ის ჩვეულებრივი ვერსიის სწრაფი გამოშვების 9 ციკლისგან (54 კვირისგან), ბოლო ორი ციკლი კი გადაებმება ახალ ვერსიას. ESR გამოშვებები პირდაპირ გადავა 10-იდან 17 ვერსიაზე, შემდეგ 24-ზე და ა.შ.[73]

მობილური — Firefox

მობილური Firefox-ის გამოსვლა იგეგმებოდა Firefox 3-ს გამოსვლის შემდეგ. Mozilla თავდაპირველად აპირებდა ბრაუზერის გამოშვებას Windows Mobile (Windows Mobile 6) და Linux (Nokia N800) სისტემებზე დაფუძნებული სმარტფონებისა და ჯიბის კომპიუტერებისათვის, რადგან ეს სისტემები ყველაზე მეტად მსგავსი იყო კომპიუტერის სისტემებთან და მასზე მუშაობა, უფრო გაადვილდებოდა.

Symbian სრულიად განსხვავებული სისტემა იყო, ამიტომ არ იგეგმებოდა მასზე მობილური Firefox-ის გამოშვება, თუმცა Mozilla-მ განაცხადა, რომ მისი პროექტი ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება Firefox-ის შემუშავებაში Symbian-ისთვის, მით უფრო, რომ უკვე არსებობდა მსგავსი მაგალითები კომპიუტერული სისტემების შემთხვევაში, როცა დაინტერესებული ადამიანების ჯგუფებმა, არაერთ ძველ სისტემაზე გახადეს Firefox ხელმისაწვდომი, პორტირების მეშვეობით. მობილური Firefox-ის შემქმნელები მზად იყვნენ ეთანამშრომლათ ყველა კომპანიასთან, რომლებიც გამოთქვამდნენ მათ მოწყობილობაზე Mozilla-ს პროდუქციის დაყენების სურვილს.[74]

2008 წლის აპრილში არაოფიციალურად იყო წარმოდგენილი მობილური მოწყობილობების Mozilla-ს ტესტური კრებული, კოდური სახელით „Fennec“ („ფენეკი“ — ძალიან პატარა ღამის მელია). ბრაუზერის პირველი ალფა ვერსია გამოვიდა ოქტომბერში, რომელიც თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო IT OS 2008 (Nokia N800 და N810)-სთვის და მუშაობდა Nokia maemo სისტემაზე. ასევე, შემუშავება იგეგმებოდა შემდეგი ორი პლატფორმისათვისაც: Linux/Qt 4.4 და Windows Mobile 6.[75][76]

ივნისში აზა როსკინმა (ინგ.) წარმოადგინა Firefox Mobile-ის ესკიზების დემო ვერსია. მასზე ხდებოდა მობილური ბრაუზერის შესაძლებლობების დემონსტრირება დაარქივებული 2008-06-13 საიტზე Wayback Machine. , ნაწილობრივ multi-touch რეჟიმში მუშაობა და Zooming User Interface-ის გამოყენება.

არსებობდა Gecko-ზე დაფუძნებული სხვა პროექტებიც. Nokia N800-ს მფლობელებს Internet Tablet OS-ის ბოლო ვერსიით(2007) შეეძლოთ MicroB ბრაუზერით სარგებლობა, რომელიც შეიქმნა Mozilla-ს პროექტის ჩარჩოში. MicroB-ში გამოიყენებოდა Gecko 1.9 ძრავა და უზრუნველყოფილი იყო პაკეტების .deb ფორმატით დაყენება.

ამასთან, ძველი მოწყობილობებისთვის, 2004 წლიდან არსებობდა პროექტი „Minimo“ (Mini Mozilla) რომელსაც აფინანსებდა კომპანია Nokia. იგი განკუთვნილი იყო სუსტი მონაცემების მობილური მოწყობილობებისთვის და მისი მორგება Windows Mobile-ზეც სცადეს, თუმცა ამ პლატფორმაზე რესურსების მაღალი მოხმარების გამო, ფართო გამოყენება ვერ ჰპოვა.[77]

Fennec ასევე იგეგმებოდა Windows Mobiles-ის შემდგომი სისტემის — Windows Phone-ისთვისაც, თუმცა Microsoft-მა არ გაასაჯაროვა ხელსაწყოები შემმუშავებლებისთვის, რომელიც პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო და შესაბამისად, Windows Phone-ის ვერსიის გამოშვება, გაურკვეველი ვადით გადაიდო.[78] ამასთან, Windows Phone-მა ვერ მოიპოვა პოპულარობა Android-სა და iOS-სთან კონკურენციის პირობებში, 2017 წლის 8 ოქტომბერს, Microsoft-მა მისი აღსასრულის შესახებაც განაცხადა.[79][80] მომხმარებლების სიმცირის გამო, მასზე მუშაობა, აღარ გაგრძელებულა. ასევე, კოდთან წვდომის შეზღუდვებისა და მომხმარებელთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, Firefox-ის მობილური ვერსია, არც BlackBerry მოწყობილობებისთვის არ შემუშავებულა.[81]

გამომდინარე იქიდან, რომ IPhone-ზე არ იყო დაშვებული Apple-ის შექმნილი პროგრამული გარსის გარდა სხვა სამუშაო გარსები, მათ შორის Firefox-ის Gecko ძრავა, მობილური Firefox ვერც Apple-ს სმარტფონებზე მოხვდა.[82]

Mozilla-მ ძალები დანარჩენი პლატფორმებისკენ მიმართა და Maemo-სთვის გამოშვებული Firefox იყო პირველი მობილური ბრაუზერი, რომელმაც დამატებების მხარდაჭერა მიიღო.[83][84]

2011 წლის 29 მარტს კი Maemo-სთან ერთად, მობილური Firefox-ის 4 ვერსია გამოვიდა Android-ისთვისაც.[85] სამომხმარებლო გარემო სრულიად გარდაიქმნა მცირე ზომის ეკრანებზე მოსარგებად, სამართავი ღილაკები იმალებოდა ავტომატურად, ვებგვერდის უკეთ გამოსაჩენად და იერსახე თავსებადი გახდა სენსორული ეკრანისთვის. დღემდე, მობილურ ვერსიაზე დატანილია სრული შესაძლებლობები, მათ შორის მრავალფუნქციური მისამართების ველი, ჩანართებისა და დამატებების მხარდაჭერა, პაროლების მმართველი, მდებარეობის მიხედვით შიგთავსის შერჩევა და მომხმარებლის მონაცემების მოწყობილობებს შორის დასინქრონება.[86]

2013 წლის აპრილში, Mozilla-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა გერი კოვაჩმა (ინგ.) განაცხადა, რომ Firefox არ იქნებოდა iOS-ზე მანამ, სანამ Apple არ შეწყვეტდა WebKit ძრავის გამოყენების მოთხოვნას. მიზეზი, რის გამოც Mozilla-ს ბრაუზერი ამ სისტემაზე არ იყო წარმოდგენილი iOS 8 ვერსიის გამოსვლამდე იყო ის, რომ Apple სხვა ბრაუზერებს აწვდიდა საკუთარი JavaScript ძრავას ნაკლულ ვარიანტს, რომელიც ზღუდავდა მათ წარმადობას და შეუძლებელს ხდიდა Safari-ის წარმადობის დონის მიღწევას, iOS პლატფორმაზე.[87] მოგვიანებით, Apple-მა გახსნა მისი "Nitro" JavaScript ძრავა სხვა ბრაუზერებისთვისაც და საბოლოოდ შესაძლებელი გახდა, სრული წარმადობის მიღწევა.[88] 2014 წლის დეკემბერში, Mozilla-მ განაცხადა, რომ მუშაობდა Firefox iOS ვერსიის იერსახეზე და 2015 წლის სექტემბერს, წარმოადგინა წინასწარი გამოშვება ახალ ზელანდიაში.[89][90]

2016 წლის ნოემბერს, გამოვიდა Firefox-ის ახალი iOS ბრაუზერი სახელწოდებით Firefox Focus, რომელიც არის შემსუბუქებული ვერსია და ფოკუსირებულია პირადი მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე.[91] მოგვიანებით, 2017 წლის 20 ივნისს, Firefox Focus ბრაუზერი გამოვიდა Android-ისთვისაც.[92][93] ამ პლატფორმაზე, Firefox Focus იყენებს android-ის WebView კომპონენტს, რომელიც დაფუძნებულია Blink ძრავაზე, (ეს ძრავა გამოიყენება ცნობილ ბრაუზერებში, მათ შორის Google Chrome-სა და Opera-ში) რის შედეგადაც მეტად მსუბუქია და მისი ზომა მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა აკლია ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რაც Gecko ძრავაზე დაფუძნებულ Firefox Android ვერსიას გააჩნია.[94]

მსოფლიო გინესის რეკორდი

Firefox 3 გამოშვების ოფიციალური თარიღი სახელდება „ჩამოტვირთვის დღე 2008 დაარქივებული 2010-02-10 საიტზე Wayback Machine. “(ინგ. Download Day 2008). ამ დღეს Spread Firefox აპირებდა მოეხსნა მსოფლიო რეკორდი 24 საათში პროგრამის ჩამოტვირთვების რაოდენობაში. Mozilla-ს ოფისში 24 საათის განმავლობაში გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ დისტრიბუტივის ჩამოტვირთვების რაოდენობის ზრდას, რომელიც დღე-ღამეში გადმოიწერა 8 მილიონმა ადამიანმა. ინფორმაცია უკვე გადასცეს გინესის წიგნის რედაქტორებს, რომელთან მონაცემთა გადამოწმებისათვის რამდენიმე დღე დასჭირდათ. შედარებისათვის, Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის 5 დღის თავზე ის გადმოიწერეს 4.7 მილიონჯერ.

ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკულ წყნაროკეანური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). ჩამოტვირთვების დღე გაიწელა, რადგან უკვე 21:05 (თბილისის დროით) საათზე სერვერები გადაიტვირთა დიდძალი ჩამოტვირთვების გამო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გინესის წიგნის წარმომადგენლები დაიწყებდნენ რაოდენობის დაფიქსირებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აღდგებოდა მთავარი სერვერი. ეს მოხდა 1 საათისა და 26 წუთის შემდეგ, ანუ თბილისის დროით 22:26 საათზე.

ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ რეკორდი დამყარდა. გინესის წიგნში შევა 24 საათში 8 002 530 ჩამოტვირთვა.

პრობლემები და ნაკლი

სუსტი წერტილი

მესამე ვერსიის გამოსვლიდან არც ისე დიდი დროის გასვლის შემდეგ, (დაახლოებით 5 საათში) გამოცხადდა (MoFo-მ მიიღო ინფორმაცია კომპანია TippingPoint-სგან. ქვეგანყოფილება 3Com, რომელმაც ეს ინფორმაცია იყიდა) ამ და წინა ვერსიების სუსტი წერტილის არსებობა. განცხადება ეხებოდა შეცდომას, რომელიც მოსდიოდა სპეციალურად ორგანიზებული ბმულით შესრულებად კოდს. ზოგიერთ ფორუმზე დაიწყო გარჩევა სუსტი წერტილის შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო არაჯანსაღ კონკურენციასთან.

Microsoft Windows

Firefox 3.0 ვერსიაში გამოიყენებოდა Internet Explorer-ის უსაფრთხოების პარამეტრები, ამიტომ მომხმარებლები შეეჩეხნენ პრობლემას, რომელიც დაკავშირებული იყო გამშვები ფაილების გადმოწერის აკრძალვასთან. ეს პრობლემა იქმნებოდა მაშინ, როდესაც Internet Explorer-ში მითითბული იყო უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ასევე პრობლემები იყო გარკვეული სახის ფაილების ჩამოტვირთვისას, როდესაც ეშვებოდა ინტეგრირებული ვირუსების შემმოწმებელი, ფაილის ჩამოტვირთვის შემდგომ, რომლის გამორთვაც, მხოლოდ შემდეგი გზით შეიძლებოდა -about:config (პარამეტრები browser.download.manager.scanWhenDone = false).

სააღდგომო კვერცხი

მისამართების ველში შეიყვანეთ შემდეგი ბრძანებები:

  • about:robots - რობოტების შეტყობინება დედამიწელებს
  • about:mozilla - „უდიდესი“ წიგნი Mozilla

დასახელება

Firefox (ცეცხლოვანი მელია) — სიტყვასიტყვით ჩინური ენიდან 火狐 (hǔo hú) მოდის, რომელსაც ჩინელები ზოგჯერ ეძახიან წითური მელიას და მცირე პანდას. შემქმნელების თქმით სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა ბრაუზერს ეს სახელი. Firefox-ის შემოკლებული ვერსიაა — „Fx“, ან „fx“ და არა „ფფ“, „FF“, ან „FX“. ასევე Firefox გამოითქმის, როგორც „ფაირფოქსი“ და არა „ფირეფოხი“.

პირველ ბრაუზერს ერქვა „Phoenix“ („ფენიქსი“). მოგვიანებით, სავაჭრო მარკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბრაუზერს დაექვა „Firebird“ („ცეცხლოვანი ჩიტი“), მაგრამ ეს დასახელებაც მოგვიანებით შეიცვალა „Firefox“-ით, ანალოგიური მიზეზის გამო. თუმცა „Firefox“-იც ბრიტანეთში არსებული კომპანიის The Charlton Company-ის სავაჭრო მარკა აღმოჩნდა, რაც ასახული იყო „About“ მენიუში.

ჯილდოები

ბრაუზერმა Mozilla Firefox მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, მათ შორისაა:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Firefox — Notes (59.0) — Mozilla. Mozilla Foundation (13 March 2018).
  2. Firefox — Beta Notes (59.0beta) — Mozilla. Mozilla Foundation (16 January 2018).
  3. Yegulalp, Serdar. (February 3, 2017) Mozilla binds Firefox's fate to the Rust language. InfoWorld. ციტირების თარიღი: August 19, 2017.
  4. Supported Devices. ციტირების თარიღი: August 8, 2015.
  5. https://www.mozilla.org/ka/firefox/all/
  6. https://blog.mozilla.org/l10n/2017/10/05/do-you-speak-assamese-interlingua-lao-latgalian-maithili-malayalam-nepali-tagalog-mozilla-needs-your-help/
  7. Mozilla. Mozilla. ციტირების თარიღი: October 20, 2014.
  8. Mozilla Licensing Policies, mozilla.org, http://www.mozilla.org/foundation/licensing.html. წაკითხვის თარიღი: January 5, 2012
  9. ბრაუზერების საბაზრო წილი 2009 წლის თებერვლისთვის. Net Applications. ციტირების თარიღი: 2009-03-02.
  10. https://www.pcmag.com/article2/0,2817,2382459,00.asp
  11. https://betanews.com/2011/03/23/firefox-4-takes-back-the-web-from-ie9-6-million-downloads-in-first-24-hours/
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-23. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  13. https://blog.mozilla.org/blog/2017/12/12/early-returns-on-firefox-quantum-point-to-growth/
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-03. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  15. https://www.cnet.com/news/firefox-quantum-browser-downloads-increase-pc-and-mobile/
  16. http://archive.mozilla.org/pub/firefox/releases/1.0/win32/
  17. https://web.archive.org/web/20150821000438/http://archive.mozilla.org/pub/mozilla.org/firefox/releases/
  18. https://blog.mozilla.org/l10n/2017/10/05/do-you-speak-assamese-interlingua-lao-latgalian-maithili-malayalam-nepali-tagalog-mozilla-needs-your-help/
  19. https://wiki.mozilla.org/L10n:Teams:ka
  20. https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0beta/releasenotes/
  21. https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0/releasenotes/
  22. https://itunes.apple.com/in/app/firefox-focus-privacy-browser/id1055677337?mt=8
  23. https://www.mozilla.org/ka/firefox/mobile/
  24. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/3.0.19/releasenotes/
  25. http://www.theregister.co.uk/2010/03/31/mozilla_releases_last_firefox_three/
  26. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/3.5/releasenotes/
  27. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/3.5.19/releasenotes/
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-20. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  29. http://www.mozilla.org/en-US/firefox/3.6/releasenotes/
  30. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/3.6.28/releasenotes/
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  32. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/4.0/releasenotes/
  33. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/firefox_releasenotes/en-US/firefox/4.0.1/releasenotes/
  34. http://www.alphr.com/news/365602/mozilla-firefox-4-will-be-our-last-big-release[მკვდარი ბმული]
  35. https://www.cnet.com/news/firefox-3-6-due-this-month-next-comes-lorentz/
  36. https://blog.mozilla.org/blog/2011/03/22/mozilla-launches-firefox-4-and-delivers-a-fast-sleek-and-customizable-browsing-experience-to-more-than-400-million-users-worldwide-2/
  37. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-27. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  38. https://www.howtogeek.com/56595/firefox-4-finally-released-and-it-looks-like-opera-screenshot-tour/
  39. https://www.mozilla.org/en-US/firefox/35.0a2/auroranotes/
  40. https://bugzilla.mozilla.org/show_bug.cgi?id=1072181
  41. https://wiki.mozilla.org/RapidRelease/Calendar
  42. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-03. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  43. https://support.mozilla.org/en-US/questions/886836
  44. http://www.zdnet.com/blog/hardware/mozilla-goes-version-number-crazy/14442
  45. http://www.mozilla.org/en-US/firefox/5.0/releasenotes/
  46. https://arstechnica.com/business/news/2011/06/firefox-update-policy-the-enterprise-is-wrong-not-mozilla.ars
  47. https://wiki.mozilla.org/Features/Release_Tracking/Archives#Firefox_5
  48. https://arstechnica.com/information-technology/2012/01/firefox-10-arrives-with-new-dev-tools-and-full-screen-api/
  49. http://www.zdnet.com/article/firefox-10-eases-add-on-updates-but-no-android-yet/
  50. https://wiki.mozilla.org/Features/Add-ons/Add-ons_Default_to_Compatible
  51. https://www.mozilla.org/en-US/firefox/23.0/releasenotes/
  52. https://support.mozilla.org/en-US/kb/firefox-default-home-page-has-links-to-features
  53. https://www.pcworld.com/article/2148946/firefox-29-with-new-australis-interface-rolling-out-now.html
  54. https://www.mozilla.org/en-US/firefox/34.0/releasenotes/
  55. https://www.mozilla.org/en-US/firefox/34.0.5/releasenotes/
  56. https://www.mozilla.org/en-US/firefox/40.0/releasenotes/
  57. https://www.mozilla.org/en-US/firefox/48.0/releasenotes/
  58. https://www.pcworld.com/article/3102890/software/goodbye-hello-firefox-casts-off-its-built-in-video-chat-client-this-fall.html
  59. https://www.mozilla.org/en-US/firefox/48.0/releasenotes/
  60. https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0/releasenotes/
  61. https://www.mozilla.org/en-US/firefox/52.0/releasenotes/
  62. https://www.mozilla.org/en-US/firefox/android/52.0/releasenotes/
  63. https://support.mozilla.org/en-US/kb/end-support-windows-xp-and-vista
  64. https://www.java.com/en/download/help/firefox_java.xml
  65. https://www.cnet.com/special-reports/mozilla-firefox-fights-back-against-google-chrome/
  66. http://www.zdnet.com/article/why-you-should-root-for-mozillas-firefox-57-in-the-browser-wars/
  67. https://www.mozilla.org/en-US/firefox/57.0/releasenotes/
  68. https://techcrunch.com/2017/11/14/mozilla-terminates-its-deal-with-yahoo-and-makes-google-the-default-in-firefox-again/
  69. https://www.mozilla.org/en-US/firefox/59.0/releasenotes/
  70. https://www.mozilla.org/en-US/firefox/android/59.0/releasenotes/
  71. http://blog.mozilla.com/blog/2012/01/10/delivering-a-mozilla-firefox-extended-support-release/
  72. https://www.mozilla.org/en-US/firefox/organizations/faq/
  73. https://www.mozilla.org/en-US/firefox/organizations/faq/
  74. http://www.nokiausers.net/forum/tech-talk/11716-mozilla-firefox-symbian-mobile-browser-updated-28-01-2009-out-next-week.html[მკვდარი ბმული]
  75. https://website-archive.mozilla.org/www.mozilla.org/fennec_releasenotes/projects/fennec/1.0a1/releasenotes/
  76. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-19. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  77. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-30. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  78. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-05. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  79. https://navigator.ge/2017/10/12/windows-phone-failure/
  80. https://www.theverge.com/2017/10/9/16446280/microsoft-finally-admits-windows-phone-is-dead
  81. https://forums.crackberry.com/showthread.php?t=578517&p=5986263&viewfull=1#post5986263
  82. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  83. https://www.geek.com/chips/mozilla-launches-awesome-mobile-firefox-on-maemo-as-the-first-mobile-browser-with-add-ons-1075152/[მკვდარი ბმული]
  84. https://blog.mozilla.org/addons/2009/06/04/firefox-mobile-add-ons-one-small-step-for-mankind/
  85. https://blog.mozilla.org/blog/2011/03/29/mozilla-launches-firefox-4-for-android-allowing-users-to-take-the-power-and-customization-of-firefox-everywhere-2/
  86. https://www.mozilla.org/ka/firefox/mobile/
  87. https://venturebeat.com/2013/03/10/mozilla-firefox-ios/
  88. https://www.cnet.com/news/ios-8-grants-new-power-to-rival-browsers-web-based-apps/
  89. https://blog.mozilla.org/futurereleases/2015/09/03/firefox-for-ios-now-available-for-preview/
  90. https://www.theregister.co.uk/2015/09/04/mozilla_reveals_firefox_ios_preview_apple/
  91. https://techcrunch.com/2016/11/17/mozilla-launches-firefox-focus-a-private-web-browser-for-iphone/
  92. https://navigator.ge/2017/06/22/firefox-focus/
  93. https://blog.mozilla.org/blog/2017/06/20/firefox-focus-new-to-android-blocks-annoying-ads-and-protects-your-privacy/
  94. https://github.com/mozilla-mobile/focus-android/wiki/Architecture-Decisions