NetBSDიუნიქსისნაირი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოირჩევა თავისი პორტატიულობით სხვადასხვა სახეობის კომპიუტერულ პლატმორმებზე (მაკინტოში, ატარი, ამიგა...), არის ღია კოდიანი და შეუზღუდავი.

NetBSD

NetBSD 7.0, Xfce-ით, Firefox-ით და LibreOffice-ით
შემქმნელი The NetBSD Foundation
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი (BSD)
სამუშაო მდგომარეობა მოქმედი
წყაროს მოდელი ღია წყარო
პირველად გამოვიდა 1993; 31 წლის წინ (1993)
უკანასკნელი გამოშვება 7.1 / თარგი:Release date and age[1]
ხელმისაწვდომი ენები ინგლისური
პაკეტების მენეჯერი pkgsrc
მხარდაჭერილი
პლატფორმები
Alpha, ARM, PA-RISC, 68k, MIPS, PowerPC, SH3, SPARC, RISC-V, VAX და x86
ბირთვის ტიპი მოდულარული მონოლითური Anykernel
სამომხმარებლო
სივრცე
BSD
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
ბრძანების სტრიქონიანი გარემო
ლიცენზია გამარტივებული BSD ლიცენზია
ოფიციალური საიტი netbsd.org

იგი წარმოადგენს იუნიქსის BSD-ს ჯგუფს, რადგან მისი კოდის გარკვეული ნაწილი მოდის 386BSD და Net/2-იდან (4.3BSD-Lite).

შესავალი

რედაქტირება

NetBSD დაყრდნობილია შეუზღუდავ კოდზე და პროგრამებზე, უმეტესი კომპონენტები BSD ლიცენზიით არიან გამოქვეყნებული. იგი არის პორტატირებული ორმოცდაათზე მეტ არქიტექტურაზე რაც წარმოადგენს რეკორდს ოპერაციული სისტემების სფეროში. სისტემის პორტატიულობა არის NetBSD-ის პროექტის მიზანი რასაც აჟღერს მისი დევიზი "რა თქმა უნდა იგი მუშაობს NetBSD-ით" (ინგლისურიდან, "Of course it runs NetBSD"). კურიოზული შემთხვევაა რომ იგი ერთ-ერთი ხმელი პურის გამოსაცხობ მოწყობილობაზეც მუშაობს.

სხვა ასპექტი რომელსაც NetBSD-ის პროექტი უფრთხილდება არის კოდის დონე. NetBSD-ის პროგრამისტებს ურჩევნიათ გააზრებული კონცეფტების გამოყენება ვიდრე ჩქარად, თუნდაც ფუნქციონერებდეს, ნაპოვნი იდეები.

ხშირად არის ნახსენები: « სწორი გადაწყვეტილებები, არა ხრიკები » (ინგლისურად "Solutions, not hacks").

როგორც სხვადასხვა BSD-ებს შეეფერებათ, NetBSD-ის პროექტი ცენტრალიზებულია. ლინუქსის დისტრიბუტივებისგან განსხვავებით რომლებიც იყენებენ ლინუქსის ბირთვს და აგროვებენ პროგრამებს სხვადასხვა პროექტებიდან (მაგალითად, NetBSD-ის თავისივე ls ბრძანება მოყვება). ასეთი მიდგომა აღიქმება როგორც კათედრალური, ბაზარულისგან განსხვავებით.

NetBSD-ი ორიენტირებულია ისეთი მოხმარებისთვის რომელიც ხელს უწყობს ეფექტურობას და არა ინტუიციას. შესაბამისად უფრო მოსახერხებელია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, როგორიც არიან ადმინისტრატორები და პროგრამისტები.

ყოველივე ბირთვის ინტერფეისი და აგრეთვე დრაივერი დოკუმენტირებულია man გვერდების მეშვეობით, და არა გაფანტულ ტექსტ ფაილებში.

NetBSD-ის შეუძლია ძველი პროგრამების გაშვება, მაგალითად თუ ბირთვში არჩევანი COMPAT_09 აქტიურია, სისტემას შეეძლება 1993 წელში დამზადებული (კომპილირებული) პროგრამის გამოყენება.

პროექტის ორგანიზება

რედაქტირება

პროექტი NetBSD-ის წამყვანი არის ორგანიზაცია NetBSD-ის ფონდი (NetBSD foundation). არაკომერციული ასოციაცია, რომლის წევრები არიან პროგრამისტები. NetBSD-ის კოდის მიღება შესაძლებელია ინტერნეტიდან CVS საშუალებით, ამჟამად cvsweb ინტერფეისით [2]. პროექტს რომ შეუერთდეს პროგრამისტმა უნდა ხელი მოაწეროს სალიცენზიო შეთანხმებას, NetBSD-ის ფონდის წევრების რაოდენობა აღებატება 300 პროგრამისტს 2006 წელს.

NetBSD პროექტი დააფუძნა კრის დემეტრიუმ, თეო დე რაადტმა, ადამ გლასმა და ჩარლზ ჰანუმმა 1993 წლის მარტში. პროექტი დაარსდა საპასუხოდ განვითარების სტაგნაციისა და რადგან პატჩების განხორციელება 386BSD პროექტისთვის შეუძლებელი გახდა.

1995 წელს, პოლემიკის გამო თეო დე რაადტი დაშორდა NetBSD-ის პროექტს და წამოიწყო პროექტი OpenBSD რომელიც დიდწილად დაფუძნებულია NetBSD-ის კოდზე.

პორტატიულობა

რედაქტირება

ნებისმიერი დაყენებული NetBSD სისტემიდან შესაძლებელია იგივე make ბრძანებით მთელი სისტემის კომპილირება ნებისმიერი არქიტექტურისთვის, მნიშვნელობა არ აქვს თუ გამიზნული კომპიუტერის არქიტექტურა განსხვავდება. აგრეთვე შესაძლოა მთლიანი NetBSD-ის კომპილირება FreeBSD-იდან ან ლინუქსიდან.

შესაძლებელია Intel i386 სისტემიდან ბირთვის ადვილად დაკომპილირება PowerPC-ისთვის, Alpha-სთვის, MIPS-ისთვის. კროს-კომპილაციის პლატფორმა (აგრეთვე ცნობილი როგორც build.sh) ჩატვირთვისას თავად ადგენს ყოველივე საჭირო პარამეტრს. ეს ხდის NetBSD სისტემას კარგ არჩევნად განვითარებადი ჩანერგილი სისტემებისთვის(მარშრუტიზატორები (როუტერი), ფაიერვოლი, IP კამერები და კიდევ მოცეკვავე დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. რობოტი დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine. და ტოსტერი დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. ).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NetBSD&oldid=4309727“-დან