Gecko
Gecko ([ˈgɛkəʊ]) — Mozilla Firefox, Mozilla, Netscape და სხვა ბრაუზერებში ვებ-გვერდების გამოტანის უფასო ძრავა (ინგლ. layout engine). ძველი დასახელება — „Raptor“ და „NGLayout“. Gecko მთავარი კონცეფცია არის ინტერნეტის ღია სტანდარტების მხარდაჭრა, ისეთების, როგორიცაა HTML, CSS, W3C DOM, XML 1.0 და JavaScript. მეორე კონცეფცია — კროს-პლატფორმულობა. დღევანდელ დღეს Gecko მუშაობს ოპერაციულ სისტერმებზე Microsoft Windows, Mac OS X და GNU/Linux, ასევე Solaris, HP/UX, AIX, Irix, OS/2, OpenVMS, BeOS, Amiga და სხვა.
Gecko-ს აქვს XUL (XML User Interface Language)-ის მხარდაჭრა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მისი XML-ენისთვის. XUL-ზე დაწერილია Mozilla-ს ყველა ძირითადი პროდუქტი.
უზრუნველყოფილი სტანდარტები
რედაქტირებაკრიტიკა
რედაქტირებაკომპიუტერული რესურსების დიდი რაოდენობის საჭიროებისათვის, Gecko არ მოიხმარება მობილურ მოწყობილობებში, ამისათვის არსებობს სხვა უფასო ძრავა — WebKit.