Mozilla Foundation — არაკომერციული ორგანიზაცია, შექმნილი პროექტ Mozilla-ს მიერ უზრუნველყოფისა და მართვისათვის. ეს ორგანიზაცია ამყარებს შექმნის პოლიტიკას, ექსპლუატაციას უწევს პროექტისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას, აკონტროლებს საქონლის ნიშნებს და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას. Mozilla Foundation არის შვილობილი კომპანიის Mozilla Corporation-ის ნათესავი კომპანია, რომელიც სამუშაოს აძლევ Mozilla-ს მრავალ შემქმნელს და კოორდინაციას უწევს Mozilla Firefox ბრაუზერის, საფოსტო კლიენტის Mozilla Thunderbird და Mozilla Messaging-ის გამოშვებას, რომელსაც ამუშავებს Thunderbird 3. Mozilla Foundation ბაზირებულია მაუნთინ-ვიუში, აშშ-ს შტატში კალიფორნიაში.

Mozilla Foundation
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
დარგი ინტერნეტი
დაფუძნდა 2003 წლის 15 ივლისს
სათავო ოფისი მაუნთინ-ვიუ, აშშ, კალიფორნია
პროდუქცია

Mozilla Firefox Mozilla Thunderbird

Mozilla-ს პროდუქტების სია
შვილობილ(ებ)ი Mozilla Corporation
Mozilla Messaging

Mozilla Foundation საკუთარ თავს ახასიათებდა, როგორც „არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია არჩევანის საშუალების შენახვა და ქსელში სიახლეების სტიმულირება“.

 
Mozilla Foundation და Mozilla Corporation-ის ოფისი მაუნთინ-ვუიში

„ბრაუზერების ომში“ დამარცხების შემდეგ 1998 წლის 22 იანვარს Netscape Communications Corporation-ის პრეს-რელიზში დაარქივებული 2007-04-01 საიტზე Wayback Machine. ანონსირებული იყო ბრაუზერის კოდის საწყისი Netscape Communicator 5, რომელიც აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კოდის ნულიდან დაწერაზე. ენთუზიაზისტთა ჯგუფმა ღია კოდის ბაზაზე შექმნა ახალი პროექტი სახელით - Mozilla. ბრაუზერ Netscape-ის პირველი ვერსიის შიდა კოდური სახელის პატივსაცემად.

1998 წლის 23 თებერვალს Netscape-მა შექმნა Mozilla Organization Mozilla Suite-ის კოორდინაციისათვის. ორგანიზაცია შედგებოდა კომპანია Netscape-ის პროგრამისტებისაგან, თუმცა ისინი იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები. Mozilla Organization ამტკიცებდა, რომ ბრაუზერ Mozilla-ს შექმნა მიდიოდა ტესტური მიზნებისათვის და არა მომხმარებელთათვის. მოგვიანებით მომხმარებელთათვის გამოშვებულმა ვერსიამ გამოიწვია Communicator-ების ომი. ამ დროისათვის უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ტვირთავდა Mozilla-ს „ოფიციალურ კრებულს“.

Mozilla Foundation შეიქმნა იმისათვის, რომ უზრუნველყო Mozilla-ს გადარჩენა Netscape-ის ჩარევის გარეშე, მას შემდეგ, რაც America Online (AOL) (Netscape-ს მშობელი კომპანია)-მა შესამჩნევად შეამცირა თავისი მონაწილეობა Mozilla Organization-ში. AOL-მა ხელი შეუწყო Mozilla Foundation-ის შექმნას, მათთვის კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტელექტუალური საკუთრების გადაცემით და შექმნა 3 კაციანი ჯგუფი ორგანიზაციის შექმნის პირველი სამი თვისთვის, რათა მათ გადაეკახათ გარდატეხის პერიოდი. AOL დაპირებას იძლეოდა, რომ ის შესწირავდა 2 მილიონ დოლარს Mozilla Foundation-ს 2 წლის მანძილზე.


2005 წლის 3 აგვისტოს Mozilla Foundation-მა შექმნა შვილობილი კომპანია Mozilla Corporation, რომელსაც გადასცა Mozilla Firefox-ის და Mozilla Thunderbird-ის დამუშავებისა და გავრცელების ფუნქცია. Mozilla Corporation-მა თავის თავზე აიღო პროგრამის გამოშვების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის პასუხისმგებლობა. ის ასევე მართავს ბიზნესს. Mozilla Foundation-სგან განსხვავებით, Mozilla Corporation არის გადასახადების გადამხდელი, რომელიც მას აძლევს დიდ თავისუფლებას ფულად რესურსებსა და საქმიანობის სახის არჩევაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება