ბუბა კიკაბიძე

(გადამისამართდა გვერდიდან კიკაბიძე, ვახტანგ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 15 იანვარი, 2023) — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) და უკრაინის დამსახურებული არტისტი (2013). სსრკ-ის (1978), შოთა რუსთაველის სახელობისა (2010) და საქართველოს (2013) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.

ბუბა კიკაბიძე

კიკაბიძე 2017 წელს
დაბადების სახელი ვახტანგ კიკაბიძე
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1938
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 2023 (84 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი
პარტია უპარტიო[1]
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბუბა კიკაბიძე დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს თბილისში, საქართველოს სსრ. მამა - უმცროსი ლეიტენანტი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე კიკაბიძე (1906-1942), წარმოშობით იმერელი აზნაურების ოჯახიდან, მუშაობდა ჟურნალისტად, დაიკარგა 1942 წლის დეკემბერში ქერჩთან. დედა - მანანა კონსტანტინეს ასული ბაგრატიონი, დავითიშვილ-ბაგრატიონების კახური სათავადო ოჯახის შთამომავალი (1915-2002), იყო მომღერალი. ბებია დედის მხრიდან ოლღა იყო ქართლის თავადური გვარის ამირეჯიბების შთამომავალი.

ბუბა სკოლის წლებში მონაწილეობდა სამოყვარულო ხელოვნების წრეში. თავად კიკაბიძის თქმით, ის არასოდეს ყოფილა კომკავშირის წევრი და პიონერებიდან გარიცხეს ფეხსაცმლის პიონერული ყელსახვევით გაწმენდის გამო.

1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–63 წლებში უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, თუმცა არცერთი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, რადგან გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა. 1959 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 1963–66 წლებში მღეროდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „დიელოში“, 1966 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერაში“. 1984–88 წლებში საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი იყო, 1987–88 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.

1993 წლიდან გამოდიოდა სოლო პროგრამით ყოფილ სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში, ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, ქალაქური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს, მსოფლიო კომპოზიტორთა საესტრადო რეპერტუარს. მისი, როგორც მომღერლის, შესრულება გამოირჩეოდა ბუნებრიობითა და დახვეწილი პლასტიკით.

ვახტანგ კიკაბიძეს კინოში იღებდნენ 1964 წლიდან. 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. მისი კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ (1966). განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში „არ იდარდო!“ (1969), რომლის რეჟისორი იყო გიორგი დანელია. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“ (1969), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „მიმინო“ (1977) და სხვა.

კარტახენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ იდარდო!“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]

დაჯილდოებულია ღირსების (1997), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2008) და წმინდა გიორგის (2008) ორდენით. არის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1998). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდგა მისი სახელობის ვარსკვლავი.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარი თქვა რუსეთში საესტრადო საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე.[3] 2022 წლის თებერვალში დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.[4]

ბუბა კიკაბიძე 1965 წლიდან ბალერინა ირინა ქებაძეზე (1942-2021), რომელთანაც ჰყავდა ვაჟი კოკა (კონსტანტინე) და ორი შვილიშვილი - ვახტანგ (ვატო) და იოანე. ირინას მსახიობ გურამ საღარაძესთან წინა ქორწინებიდან ჰყავდა ქალიშვილი, მარინა.

ვახტანგ კიკაბიძე 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.[5] კიევში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“ (რუსეთი).

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება
  • 1981: „Пока сердце поёт“
  • 1981: „Пожелание“
  • 1994: „Мои Года“
  • 1996: „Ларису Ивановну хочу“
  • 2004: „Старики-разбойники“

სინგლები და მინი ალბომები

რედაქტირება
  • 1974: „Новый Мухамбази“
  • 1978: „Поет Буба Кикабидзе“ [EP]
  • 1979: „Ищу Друга“
  • 1979: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
  • 1980: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
  • 1980: „Песни Алексея Экимяна поет Вахтанг Кикабидзе“
  • 1980: „Песни Георгия Каландадзе“
  • 1983: „Вахтанг Кикабидзе поёт песни А.Морозова“ [EP]
  • 1985: „Мелодия Любви“
  • 1997: „Письмо другу“
  • 1997: „Секрет счастья“
  • 1999: „Танго любви“
  • 2001: „Лучшие песни“
  • 2003: „Грузия, любовь моя“
  • 2006: „Танцы-шманцы, обниманцы“
  • 2007: „Я жизнь не тороплю“
  • 2008: „Проза жизни“

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება
  • 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
  • 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება