ორერა

(გადამისამართდა გვერდიდან ორერა (ანსამბლი))

„ორერა“ — ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტალური მუსიკალური ანსამბლი, დაარსდა 1958 წელს თბილისში [1]. ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე.

ორერა

ორერა 2021 წელს. მარცხნიდან: დავით მაღლაკელიძე, გიორგი წიკლაური, თეიმურაზ დავითაია და გენო ნადირაშვილი
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი ფოლკ-როკი, პოპ-როკი, პოპ-მუსიკა
აქტიური 1961—დღემდე
წევრობა
  • გიორგი წიკლაური
  • თეიმურაზ დავითაია
  • გენო ნადირაშვილი
  • დავით მაღლაკელიძე
  • ზურაბ მირზიაშვილი
ორერა ვიკისაწყობში
ვია „ორერა“

„ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება. იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში. ანსამბლს დაკრული აქვს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

„ორერა“ ჩამოყალიბდა უცხო ენათა ინსტიტუტში, ამიტომ მის წევრებს სიმღერების რამდენიმე ენაზე შესრულებაც შეეძლოთ. თავდაპირველად ვოკალური კვარტეტის წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე. ამ შემადგენლობით კვარტეტი 1962 წელს ქართულ მხატვრულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სიმღერებს ასრულებდა.

„ორერას“ დაემატა ვირტუოზი პიანისტი, ჯაზმენი ვაგიფ მუსტაფა-ზადე. მალე ანსამბლს ასევე დაემატნენ პროფესიონალი მუსიკოსები: თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი (როიალი, ვოკალი), გენო ნადირაშვილი (საყვირი, კონტრაბასი, ვოკალი), მოგვიანებით — ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე და კოლექტივი ჩამოყალიბდა პირველ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლად სსრკ-ში.

ანსამბლის ერთ-ერთი ღირსება იმაშიც მდგომარეობდა, რომ წევრები თანაბარი წარმატებით ფლობდნენ რამდენიმე ინსრუმენტს. მაგალითად, გენო ნადირაშვილი უკრავდა საყვირსა და კონტრაბასზე, რობერტ ბარძიმაშვილი — კლავიშებზე და რიტმ-გიტარაზე, ზურაბ იაშვილი — ჰარმონიკაზე და გიტარაზე.

საგულისხმოა, რომ 1967 წელს, მსოფლიო მასშტაბის „ექსპო-67“-ზე მსოფლიოს მესამე დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელად დასახელდა ბუბა კიკაბიძე.

ანსამბლს გამოცემული აქვს მრავალი ალბომი, აღსანიშნავია 1970 და 1971 წლებში გამოცემული გრამფირფიტები, სადაც რამდენიმე ენაზეა შესრულებული სიმღერებია შეტანილი.

1970 წელს გამოვიდა ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი „ორერა, სრული სვლით!“ (რეჟისორი ზაალ კაკაბაძე), სადაც ჯგუფის მიერ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა ასახული.

ანსამბლის რეპერტუარი ძველი ქართული სიმღერებისგან, მსოფლიო ხალხების სიმღერებისგან და მსოფლიო ესტრადის პოპულარული კომპოზიციებისგან შედგებოდა. მათ რეპერტუარში დიდი ადგილი ეჭირა ქართველი კომპოზიტორის, გოგი ცაბაძის სიმღერებს, ფრენკ სინატრას რეპერტუარს, რომელსაც ასრულებდა გენო ნადირაშვილი. ორერამ სსრკ-ს პერიოდში დიდ სცენაზე პირველად შეასრულა The Beatles-ის სიმღერები.

1975 წელს ორერა დატოვა რობერტ ბარძიმაშვილმა და შექმნა ანსამბლი ვია 75.

მოგვიანებით „ორერაში“ მოღვაწეობდნენ ვალერი ლომსაძე, დათო აბულაძე, სოსო ჟვანია და ვახტანგ კუცია. რობერტ ბარძიმაშვილის წასვლის შემდგომ წლებში ანსამბლს ხელმძღვანელობდა ბუბა კიკაბიძე, უფრო მოგვიანებით — გენო ნადირაშვილი.

ანსამბლი დღემდე მოღვაწეობს, 2011 წელს „ორერამ“ იზეიმა 50 წლის იუბილე.

შემადგენლობა

რედაქტირება

კვარტეტი "ორერა" 1958-1964

რედაქტირება

ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერა" 1964-1973

რედაქტირება

ანსამბლის წევრები შემდგომ წლებში

რედაქტირება

ამჟამინდელი შემადგენლობა

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

სხვა გამოცემები

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-12-23.