ზურაბ იაშვილი
ზურაბ იაშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1936 — გ. 12 აგვისტო, 1987) — ქართველი მომღერალი და მეცნიერი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1970)[1]. ვოკალისტი, მუსიკოსი (ელექტრო-ორგანი, ჰარმონიკა), მოღვაწეობდა ანსამბლ „ორერაში“[2]. დაარსებიდან (1958-1987) ზურაბ იაშვილმა „ორერასთან“ ერთად 70-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, 1978 წელს მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, 1982 წელს კი — ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ფოლკლორის როლი მასობრივ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში“.
მუშაობდა საქართველოს ფილარმონიის საესტრადო სამმართველოს უფროსად. ეკუთვნის რამდენიმე ნოვატორული იდეა. მაგალითად, მისი წინადადებით ჩატარდა „ორერას“ კონცერტები ღია ცის ქვეშ მეტეხის პლატოზე, მღეროდენენ იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ტარდებოდა ანსამბლის გასტროლები და სხვა.
გადაღებულია ფილმში „ორერა, სრული სვლით!“ (1970).
ზურაბ იაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 1987 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა, 50 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1970. #2. გვ. 34
- ↑ Ансамбль "Орэра . Эркин Тузмухамедов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-12. ციტირების თარიღი: 2013-05-31.