ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა
ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა (უკრ. Вулиця Вахтанга Кікабідзе) — ქუჩა კიევში, სვიატოშინის რაიონში (სამხრეთი ბორშაჰივკა); ლევკო სიმირენკოს ქუჩიდან აკადემიკოს კოროლიოვის გამზირამდე.[1] წარმოიქმნა XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. თავდაპირველად ეწოდებოდა ახალი (Нова) ქუჩა. 1981 წელს რუსი მწერლის, კიევის მკვიდრის — მიხეილ ბულგაკოვის სახელი მიენიჭა.[1] 2024 წელს, დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ქუჩას სახელი გადაარქვეს და ქართველი მომღერლის პატივსაცემად ვახტანგ კიკაბიძის სახელი უწოდეს.[2]
ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | უკრაინა |
ქალაქი | კიევი |
რაიონი | სვიატოშინის რაიონი |
უბანი | სამხრეთი ბორშაჰივკა |
წინა სახელები | ახალი ქუჩა, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Вулиці міста Києва : офіційний довідник uk. Київська міська рада. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2024
- ↑ „В столице переименовали еще 10 городских объектов: вместо Булгакова улица Вахтанга Кикабидзе“. Антикор (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-10. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)