ვიქტორ ტროსერო

არგენტინელი ფეხბურთელი

ოსკარ ვიქტორ ტროსერო (ესპ. Oscar Víctor Trossero; დ. 15 სექტემბერი, 1953, გოდეკენი, სანტა-ფე, არგენტინა — გ. 12 ოქტომბერი, 1983, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[2]

ოსკარ ვიქტორ ტროსერო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოსკარ ვიქტორ ტროსერო [1]
დაბადების
თარიღი
15 სექტემბერი, 1953
დაბადების
ადგილი
გოდეკენი, სანტა-ფე,
არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
12 ოქტომბერი, 1983 (30 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972 ბოკა ხუნიორსი 7 (1)
1973–1974 რასინგ კლუბი 69 (24)
1975–1978 უნიონი 169 (57)
1978–1980 ნანტი 50 (23)
1980–1981 მონაკო 37 (18)
1981–1982 მონპელიე 27 (7)
1982–1983 რივერ პლეიტი 22 (7)
ეროვნული ნაკრები
1977 არგენტინა 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

„ბოკა ხუნიორსი“

რედაქტირება

პირველად „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ 1972 წლის 4 ივნისს ითამაშა. ეს იყო საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც ასუნსიონში, „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკოზე“ (ესპ. Estadio Defensores del Chaco) გაიმართა და ამერიკო რამონ გოდოისა და პედრო ერნესტო მოლინას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი „ბოკა ხუნიორსის“ დებიუტანტმა ოსკარ ვიქტორ ტროსერომ შეაგდო.[3] ტროსერო შეხვედრის მეორე ნახევრიდან ჩაერთო თამაშში და მატჩის მე-60 წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ კლუბის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის ჩილელი სპეციალისტის ფერნანდო ხოსე რიერას (ესპ. Fernando José Riera Bauzá)[4] ხელმძღვანელობით ჩაატარა. თავის მხრივ, ფერნანდო ხოსე რიერასთვის ეს იყო ბოლო მატჩი „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელმაც მოედანზე გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოიყვანა: ანტონიო რომა, ოსკარ მიგელ მალბერნატი, ხულიო მელენდეს კალდერონი, რობერტო დომინგო როგელი, სილვიო მარსოლინი, ხოსე რუბენ პალასიოსი, კარლოს ოსკარ პაჩამე, ორლანდო ხოსე მედინა, რამონ ექტორ პონსე, უგო ალბერტო კურიონი, ალდო ვირხილიო ვილიაგრა, რუბენ ხოსე სუნიე და ოსკარ ვიქტორ ტროსერო.

თავისი მომდევნო და ამავდროულად, პირველი ოფიციალური მატჩში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ 1972 წლის 25 ივნისს ჩაატარა.[5] ეს იყო მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის 21-ე ტურის კალენდარული შეხვედრა „რასინგ კლუბის“ წინააღმდეგ, რომელიც სტუმრად, მეტოქის მინდორზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[6] პარაგვაელებთან გამართული წინა შეხვედრის მსგავსად, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ამჯერადაც „ბოკა ხუნიორსის“ უკვე ოფიციალურმა დებიუტანტმა ოსკარ ვიქტორ ტროსერომ შეაგდო.[7][კომ. 1] ეს შეხვედრა ტროსერომ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ამასთან, ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი, რომელიც „ბოკა ხუნიორსმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტის ხოსე ვარაკას (ესპ. José Varacka)[8] ხელმძღვანელობით ჩაატარა.

მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი 1972

რედაქტირება

„ბოკა ხუნიორსის“ რიგებში 1972 წლის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატზე ტროსერომ 34-დან 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო. „ბოკა ხუნიორსმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 34 შეხვედრიდან — 12 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 10 წააგო. საერთო ჯამში 36 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი დაიკავა.

ჩატარებული მატჩები 1972
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 25.06.1972 აველიანედა „რასინგ კლუბი“ 3–1 „ბოკა ხუნიორსი“   69' [9]
2 16.07.1972 ლანუსი „ლანუსი“ 1–1 „ბოკა ხუნიორსი“ [10]
3 23.07.1972 ბუენოს-აირესი „ბოკა ხუნიორსი“ 3–1 „ატლანტა“ [11]
4 30.07.1972 ბუენოს-აირესი „ურაკანი“ 5–1 „ბოკა ხუნიორსი“   45' [12]
5 13.08.1972 როსარიო „როსარიო სენტრალი“ 1–0 „ბოკა ხუნიორსი“   45' [13]
6 27.08.1972 ბუენოს-აირესი „ბოკა ხუნიორსი“ 4–2 „ინდეპენდიენტე“   45' [14]
7 17.09.1972 ბანფილდი „ბანფილდი“ 0–0 „ბოკა ხუნიორსი“   60' [15]

ოსკარ ვიქტორ ტროსერო „ნანტს“ 1978 წლის ივლისში, ოცდახუთი წლის ასაკში შეუერთდა, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც არგენტინამ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონთა შორის არ ირიცხებოდა, მისმა, როგორც მაღალი კლასის ფეხბურთელის რეპუტაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრანგული კლუბის მხრიდან მისით დაიტერესების საქმეში.[16]

„ნანტში“ მისი თანაგუნდელები იყვნენ ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტუსო, ანრი მიშელი, ოსკარ მიულერი, ერიკ პეკუ, ჟილ რამპიიონი, ლოიკ ამისი და სხვები,[17] რომლებთან ერთადაც ოსკარ ვიქტორ ტროსერო 1979 წელს ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა,[18] ხოლო შემდეგ 1979–80 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო,[19] რომლის ფარგლებში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და ერიკ პეკუსთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[20]

საფრანგეთის ჩემპიონატი 1978–79

რედაქტირება

არგენტინელი ნანტში 1978 წლის 31 ივლისს ჩავიდა, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო და სათამაშო ფორმის აღდგენის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, პირველად თავისი ახალი კლუბის მაისურით 22 აგვისტოს გამოვიდა მინდორზე.[16] ეს იყო საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის გასვლითი შეხვედრა „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ (ფრანგ. Stade Geoffroy-Guichard) გაიმართა და რომელსაც 26 116 მაყურებელი დაესწო, მასპინძელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[21][22] ტროსეროსთვის სადებიუტო შეხვედრა „ნანტმა“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მაქსიმ ბოსი, რეინალდ დენუე (გი ლაკომბი 40'), ანხელ უგო ბარგასი, პატრის რიო, ტიერი ტუსო, ანრი მიშელი, ლოიკ ამისი, ბრუნო ბარონკელი, ერიკ პეკუ, ოსკარ ვიქტორ ტროსერო (ჟილ რამპიიონი 80'). მთავარი მწვრთნელი ჟან ვენსანი (ფრანგ. Jean Vincent; 1930–2013).[კომ. 2]

„ნანტის“ რიგებში 1978–79 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 17 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.[23][24][25] „ნანტმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 23 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საერთო ჯამში 54 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.[26][27][28][29]

ჩატარებული მატჩები 1978–79
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 22.08.1978 სენტ-ეტიენი „სენტ-ეტიენი“ 3–1 „ნანტი“   80' [30]
2 25.08.1978 ნანტი „ნანტი“ 5–0 „ანჟე“   43' (პენ.)78'80' [31]
3 05.09.1978 მარსელი „ოლიმპიკი“ (მ) 1–1 „ნანტი“   66' [32]
4 08.09.1978 ნანტი „ნანტი“ 2–0 „პარი“   4'40' [33]
5 19.09.1978 ბორდო „ბორდო“ 1–1 „ნანტი“   73' [34]
6 22.09.1978 ნანტი „ნანტი“ 1–0 „მეცი“ [35]
7 30.09.1978 მონბელიარი „სოშო“ 3–1 „ნანტი“ [36]
8 11.10.1978 ნანტი „ნანტი“ 1–0 „ბასტია“   46' [37]
9 14.10.1978 პარიზი „პარი სენ-ჟერმენი“ 1–1 „ნანტი“ [38]
10 21.10.1978 ნანტი „ნანტი“ 4–0 „ვალანსიენი“   12'   34' [39]
11 02.03.1979 პარიზი „პარი“ 1–2 „ნანტი“ [40]
12 20.04.1979 ბასტია „ბასტია“ 1–0 „ნანტი“   70' [41]
13 27.04.1979 ნანტი „ნანტი“ 1–0 „პარი სენ-ჟერმენი“   46' [42]
14 05.05.1979 ვალანსიენი „ვალანსიენი“ 1–1 „ნანტი“ [43]
15 18.05.1979 ნანტი „ნანტი“ 3–0 „ნანსი“ [44]
16 29.05.1979 ნანტი „ნანტი“ 5–1 „ოლიმპიკი“ (ლ)   71' [45]
17 01.06.1979 ლავალი „ლავალი“ 0–5 „ნანტი“   64' [46]

საფრანგეთის თასი 1978–79

რედაქტირება

საფრანგეთის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარები. ასევე ორი მატჩი ჩაატარა უეფას თასზე.[47]

საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ნანტი“ და „ოსერი“ დაუპირისპირდნენ, 1979 წლის 16 ივნისს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მას 46 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.[48][49] ფინალში ტროსეროს გარდა „ნანტის“ შემადგენლობაში იყვნენ: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მაქსიმ ბოსი, ტიერი ტუსო, პატრის რიო (რეინალდ დენუე 85'), ანრი მიშელი, ომარ სანუნი, ოსკარ მიულერი, ერიკ პეკუ, ჟილ რამპიიონი, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი, რომელმაც 61-ე წუთზე ტროსერო შეცვალა. ერიკ პეკუს ჰეთ-თრიკით და ოსკარ მიულერის გოლით „ნანტმა“ 4–1 დაამარცხა მეტოქე და თასს დაეუფლა.[50][51][52]

ევროპის თასების მფლობელთა თასი 1979–80

რედაქტირება

„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ოსკარ ვიქტორ ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე — მეკარე ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მცველები: პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ნახევარდაცვა: ანრი მიშელი, ოსკარ მიულერი, ჟილ რამპიიონი, თავდასხმა: ლოიკ ამისი, ბრუნო ბარონკელი და ოსკარ ვიქტორ ტროსერო. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე (ინგლ. Solitude) გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[53] ქვემოთ მოყვანილია ოსკარ ვიქტორ ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.

თასების თასის მატჩები 1979–80
მოგება ფრე წაგება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 19.09.1979 „კლიფტონვილი“   0–1   „ნანტი“ [54][55]
2 03.10.1979 „ნანტი“   7–0   „კლიფტონვილი“
  3'65'
[56][57]
3 24.10.1979 „ნანტი“   3–2   „სტიაუა“ [58][59]
4 07.11.1979 „სტიაუა“   1–2   „ნანტი“ [60][61]
5 05.03.1980 „დინამო“ მოსკოვი   0–2   „ნანტი“ [62][63]
6 19.03.1980 „ნანტი“   2–3   „დინამო“ მოსკოვი
  58'
[64][65]
7 09.04.1980 „ნანტი“   2–1   „ვალენსია“
  76'
[66][67]

საფრანგეთის ჩემპიონატი 1979–80

რედაქტირება

„ნანტის“ რიგებში 1979–80 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 32 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო. „ნანტმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 26 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საერთო ჯამში 57 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.[68][69][70]

ჩატარებული მატჩები 1979–80
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 26.07.1979 ლავალი „ლავალი“ 0–2 „ნანტი“   48' [71]
2 03.08.1979 ლანსი „ლანსი“ 1–3 „ნანტი“   10' [72]
3 10.08.1979 ნანტი „ნანტი“ 0–0 „მონაკო“ [73]
4 17.08.1979 სტრასბური „სტრასბური“ 2–2 „ნანტი“  [74] [75]
5 24.08.1979 ნანტი „ნანტი“ 3–0 „ბრესტი“   10'84' [76]

„მონაკო“

რედაქტირება

1980 წლის ზაფხულში „ნანტი“ დატოვა და კონტრაქტი „მონაკოსთან“ გააფორმა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე 44 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

პირველად „მონაკოს“ მაისურით 1980 წლის 24 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში „ნანსის“ წინააღმდეგ ითამაშა.[77]

„მონპელიე“

რედაქტირება

შემდეგ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ „მონპელიეს“ შეუერთდა, რომელმაც ის სეზონი ​​ბოლო ადგილზე დაასრულა.[16]

პირველად „მონპელიეს“ მაისურით 1981 წლის 24 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში „ოსერის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც „სტად დე ლა მოსონზე“ (ფრანგ. Stade de la Mosson) გაიმართა და რომელსაც 9 524 მაყურებელი დაესწო, უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[78][79] ტროსეროსთვის სადებიუტო შეხვედრა „მონპელიემ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე გი ფორმიჩი, მცველები: რეჟის დიურანი, ფაუზი მანსური, ნახევარდაცვა: ბერნარ მაიო, ჟოზე პასკუალეტი, მიშელ მეზი, ჟაკ სანტინი, ბერნარ დუკუინგი, თავდასხმა: ლუიზინიო, კრისტიან სარამანია, ვიქტორ ტროსერო. მთავარი მწვრთნელი კადერ ფირუდი.[80][81]

პირველი გოლი „მონპელიეს“ შემადგენლობაში 1981 წლის 28 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში „ნანსის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მატჩის მე-6 წუთზე გაიტანა.[82] მატჩი, რომელიც „სტად მარსელ-პიკოზე“ (ფრანგ. Stade Marcel-Picot) გაიმართა და რომელსაც 6 745 მაყურებელი დაესწო, „ნანსის“ გამარჯვებით 3–2 დამთავრდა.[83]

საფრანგეთის ჩემპიონატი 1981–82

რედაქტირება

„მონპელიეს“ რიგებში 1981–82 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო.[84][85] „მონპელიემ“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 7 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. საერთო ჯამში 22 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა.[86][87]

ჩატარებული მატჩები 1981-82
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 24.07.1981 მონპელიე „მონპელიე“ 0–0 „ოსერი“ [88]
2 28.07.1981 ნანსი „ნანსი“ 3–2 „მონპელიე“   6' [89]
3 04.08.1981 მონპელიე „მონპელიე“ 2–0 „ნანტი“ [90]
4 07.08.1981 ნიცა „ნიცა“ 1–0 „მონპელიე“ [91]
5 11.08.1981 მონპელიე „მონპელიე“ 0–0 „ვალანსიენი“ [92]
6 28.08.1981 მონპელიე „მონპელიე“ 0–1 „ბორდო“ [93]
7 01.09.1981 მონპელიე „მონპელიე“ 1–1 „მეცი“   4' [94]
8 22.09.1981 მონპელიე „მონპელიე“ 3–2 „ბასტია“ [95]
9 27.10.1981 სენტ-ეტიენი „სენტ-ეტიენი“ 4–0 „მონპელიე“   68' [96]
10 30.10.1981 მონპელიე „მონპელიე“ 1–3 „სოშო“ [97]
11 07.11.1981 პარიზი „პარი სენ-ჟერმენი“ 1–0 „მონპელიე“ [98]
12 10.11.1981 მონპელიე „მონპელიე“ 1–1 „ლანსი“ [99]
13 21.11.1981 ბრესტი „ბრესტი“ 0–1 „მონპელიე“   82' [100]
14 12.12.1981 ნანტი „ნანტი“ 7–0 „მონპელიე“   65' [101]
15 31.01.1982 ბორდო „ბორდო“ 4–1 „მონპელიე“ [102]
16 07.02.1982 მეცი „მეცი“ 4–0 „მონპელიე“ [103]
17 19.02.1982 მონპელიე „მონპელიე“ 2–1 „ლილი“   70'87'   54'  75' [104]
18 27.02.1982 ბასტია „ბასტია“ 1–0 „მონპელიე“ [105]
19 03.03.1982 მონპელიე „მონპელიე“ 1–3 „ტური“   89' [106]
20 13.03.1982 ლავალი „ლავალი“ 2–1 „მონპელიე“ [107]
21 20.03.1982 მონპელიე „მონპელიე“ 0–0 „სტრასბური“ [108]
22 27.03.1982 მონაკო „მონაკო“ 1–0 „მონპელიე“ [109]
23 02.04.1982 მონპელიე „მონპელიე“ 0–1 „სენტ-ეტიენი“ [110]
24 09.04.1982 მონბელიარი „სოშო“ 1–0 „მონპელიე“ [111]
25 13.04.1982 მონპელიე „მონპელიე“ 2–5 „პარი სენ-ჟერმენი“   63'   50' [112]
26 23.04.1982 ლანსი „ლანსი“ 1–0 „მონპელიე“   89' [113]
27 07.05.1982 ოსერი „ოსერი“ 1–1 „მონპელიე“   54' [114]

„რივერ პლეიტი“

რედაქტირება

საფრანგეთში გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ, ვიქტორ ტროსერო არგენტინაში დაბრუნდა, სადაც ქვეყნის უდიდესმა კლუბმა, „რივერ პლეიტმა“ მას ძირითად შემადგენლობაში ცენტრფორვარდის ადგილი შესთავაზა. ტროსერომ სამშობლოში დაბრუნება ჩვეულ სტილში — პირველი სამი მატჩიდან თითოეულში გოლის გატანით აღნიშნა.[16]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1977 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 18 ივნისს,[115] შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე, როდესაც 70-ე წუთზე ომარ ლაროსას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. არგენტინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბალეი, ხორხე კარასკოსა, კილერი, პასარელა, არდილესი, გალიეგო, ლაროსა, პედრო გონსალესი, ჰაუსმანი, ლუკე და ვისენტე პერნია. მატჩი, რომელსაც 57 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ბუენოს-აირესში, „ბომბონერაზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[116][კომ. 3][117] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 3 ივლისს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით — 1–0 დასრულდა.[118]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 18.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   შოტლანდია
ამხანაგური
  70'
[119][120]
2 26.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   0–0   საფრანგეთი
ამხანაგური
  60'
[121][122]
3 03.07.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   იუგოსლავია
ამხანაგური
  68'

მიღწევები

რედაქტირება
ნანტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
BDFA · BDFutbol · BeSoccer · CeroaCero · Coleka · Footalist · FootballDatabase · Footballia · Footballstats.fr · Kicker · L’Équipe · National Football Teams.com · oGol.com.br · Pari et Gagne · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
20Minutos · Abri La Cancha · Infobae · MARCA · TN · TyC Sports · Zonales

კომენტარები

რედაქტირება
  1. Su debut en Primera División fue a lo grande, con un gol a Racing (y no a cualquier arquero, sino a Ubaldo Matildo Fillol), el 25 de junio de 1972 en Avellaneda. Como veinte días antes también había convertido en su primer amistoso, ante la selección de Paraguay en Asunción, aquel Boca de pantalón amarillo por delante y azul por detrás parecía haber encontrado una excepcional alternativa para su ataque comandado por Hugo Curioni: a los 18 años ya sumaba dos goles en dos presentaciones, toda una fiesta adicional para una familia hincha de Boca como la suya, aunque él fuera de San Lorenzo.
  2. საყურადღებოა, რომ ჟან ვენსანი, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში (1953–1961) 46 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, 1956–1964 წლებში „რეიმსის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 1959 წლის 23 ივნისს თბილისის „დინამოსთან“ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მატჩი, რომელიც თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით 5–2 დამთავრდა. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს იამანიძემ, ღოღობერიძემ (ორჯერ), კალოევმა და მელაშვილმა, ხოლო სტუმართაგან — ფონტენმა და ლებლონმა. იხ. Динамо (Тбилиси) 5–2 Стад де Реймс (Реймс, Франция) / 23 июня 1959 // dinamo-tbilisi.ru. იხ. ქორქია, ბ. ასე დამარცხდა „რეიმსი“ // „ლელო“, 25 ივნისი, 1959.
  3. Perhaps the little Scottish winger was deemed as much to blame as his assailant and both players were ordered off. Similarly, in a tit-for-tat refereeing display, after awarding Scotland a penalty when Daniel Killer floored Kenny Dalglish – Don Masson scored from the spot – the Brazilian official penalised Tom Forsyth for a challenge on Oscar Trossero. Daniel Passarella duly equalised.
  1. Oscar Víctor Trossero // Historia de Boca Juniors
  2. Oscar Víctor Trossero: Morir en el vestuario // Marca
  3. Seleccion de Paraguay 2–1 Boca Juniors // historiadeboca.com.ar
  4. Fernando José Riera Bauzá // historiadeboca.com.ar
  5. Fútbol Argentino: Crónicas y Estadísticas – 1ª Div. 1972 // გვ. 44.
  6. La tragedia de Trossero, el 9 olvidado por Boca y River
  7. Racing Club 3–1 Boca Juniors // historiadeboca.com.ar
  8. José Varacka // historiadeboca.com.ar
  9. Racing Club 3–1 Boca Juniors / 25.06.1972 // Historia de Boca
  10. Lanús 1–1 Boca Juniors / 16.07.1972 // Historia de Boca
  11. Boca Juniors 3–1 Atlanta / 23.07.1972 // Historia de Boca
  12. Huracán 5–1 Boca Juniors / 30.07.1972 // Historia de Boca
  13. Rosario Central 1–0 Boca Juniors / 13.08.1972 // Historia de Boca
  14. Boca Juniors 4–2 Independiente / 27.08.1972 // Historia de Boca
  15. Banfield 0–0 Boca Juniors / 17.09.1972 // Historia de Boca
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Il y a 40 ans, la mort de Victor Trossero
  17. 1979 - FC Nantes // Copains d'avant - Linternaute.com
  18. Nantes 4–1 Auxerre / French Cup 1978/1979
  19. Ligue 1 (Division 1) Saison 1979/1980 // pari-et-gagne.com
  20. Trossero Oscar Victor (Nantes) // lequipe.fr
  21. Saint-Étienne 3–1 Nantes / 22.08.1978 // BeSoccer
  22. AS Saint-Étienne 3–1 FC Nantes / 22.08.1978 // Transfermarkt
  23. Victor Trossero - Datos detallados de rendimiento
  24. FC Nantes » Termine & Ergebnisse 1978/1979 // Weltfussball
  25. Classement buteurs D1 1978-1979 // lequipe.fr
  26. Ligue 1 (Division 1) Saison 1978/1979 // pari-et-gagne.com
  27. Football France Division 1 1978/1979 // Todor 66
  28. Tabela Ligue 1 1979 // BeSoccer
  29. Frankreich » Ligue 1 1978/1979 // Weltfussball
  30. AS Saint-Étienne 3–1 FC Nantes / 22.08.1978 // Weltfussball
  31. FC Nantes 5–0 Angers SCO / 25.08.1978 // Weltfussball
  32. Olympique Marseille 1–1 FC Nantes / 05.09.1978 // Weltfussball
  33. FC Nantes 2–0 Paris FC / 08.09.1978 // Weltfussball
  34. Girondins Bordeaux 1–1 FC Nantes / 19.09.1978 // Weltfussball
  35. FC Nantes 1–0 FC Metz / 22.09.1978 // Weltfussball
  36. FC Sochaux 3–1 FC Nantes / 30.09.1978 // Weltfussball
  37. FC Nantes 1–0 SC Bastia / 11.10.1978 // Weltfussball
  38. Paris Saint-Germain 1–1 FC Nantes / 14.10.1978 // Weltfussball
  39. FC Nantes 4–0 US Valenciennes-Anzin / 21.10.1978 // Weltfussball
  40. Paris FC 1–2 FC Nantes / 02.03.1979 // Weltfussball
  41. SC Bastia 1–0 FC Nantes / 20.04.1979 // Weltfussball
  42. FC Nantes 1–0 Paris Saint-Germain / 27.04.1979 // Weltfussball
  43. US Valenciennes-Anzin 1–1 FC Nantes / 05.05.1979 // Weltfussball
  44. FC Nantes 3–0 AS Nancy Lorraine / 18.05.1979 // Weltfussball
  45. FC Nantes 5–1 Olympique Lyon / 29.05.1979 // Weltfussball
  46. Stade Lavallois 0–5 FC Nantes / 01.06.1979 // Weltfussball
  47. Victor Trossero // footballdatabase.eu
  48. Finale Coupe de France 1979 : Nantes-Auxerre (4-1, ap)
  49. Nantes vs Auxerre - Coupe de France 1978-1979 Finale
  50. Nantes 4–1 Auxerre / French Cup 1978/1979 - Final
  51. Coupe de France (Coupe Charles-Simon) 1978/79 // rsssf
  52. Finale le 16/06/1979, Paris (Parc des Princes) // fff.fr
  53. Cliftonville 0–1 FC Nantes / 19.09.1979 // sharkscores.com
  54. Cliftonville FC 0–1 FC Nantes / 19.09.1979 // Transfermarkt
  55. Cliftonville FC 0–1 FC Nantes / 19.09.1979 // Weltfussball
  56. FC Nantes 7–0 Cliftonville FC / 03.10.1979 // Transfermarkt
  57. FC Nantes 7–0 Cliftonville FC / 03.10.1979 // Weltfussball
  58. FC Nantes 3–2 Steaua Bukarest / 24.10.1979 // Transfermarkt
  59. FC Nantes 3–2 CSA Steaua București / 24.10.1979 // Weltfussball
  60. Steaua Bukarest 1–2 FC Nantes / 07.11.1979 // Transfermarkt
  61. CSA Steaua București 1–2 FC Nantes / 07.11.1979 // Weltfussball
  62. Dynamo Moskau 0–2 FC Nantes / 05.03.1980 // Transfermarkt
  63. Dinamo Moskva 0–2 FC Nantes / 05.03.1980 // Weltfussball
  64. FC Nantes 2–3 Dynamo Moskau / 19.03.1980 // Transfermarkt
  65. FC Nantes 2–3 Dinamo Moskva / 19.03.1980 // Weltfussball
  66. FC Nantes 2–1 FC Valencia / 09.04.1980 // Transfermarkt
  67. FC Nantes 2–1 Valencia CF / 09.04.1980 // Weltfussball
  68. Ligue 1 (Division 1) Saison 1979/1980 // pari-et-gagne.com
  69. Football France Division 1 1979/1980 // Todor 66
  70. FC Nantes » Termine & Ergebnisse 1979/1980 // Weltfussball
  71. Stade Lavallois 0–2 FC Nantes / 26.07.1979 // Transfermarkt
  72. RC Lens 1–3 FC Nantes / 03.08.1979 // Transfermarkt
  73. FC Nantes 0–0 AS Monaco / 10.08.1979 // Transfermarkt
  74. Assist: Victor Trossero, Corner, 1. Assist of the Season
  75. RC Strasbourg Alsace 2–2 FC Nantes / 17.08.1979 // Transfermarkt
  76. FC Nantes 3–0 Stade brestois / 24.08.1979 // Transfermarkt
  77. Nancy 2–3 Monaco / 24.07.1980 // BeSoccer
  78. Montpellier 0–0 Auxerre / 24.07.1981 // BeSoccer
  79. Montpellier 0–0 Auxerre / 24.07.1981 // WildStat.com
  80. Montpellier 0–0 Auxerre / Stade de la Mosson // Transfermarkt
  81. Montpellier 0–0 Auxerre / 24.07.1981 // Weltfussball.de
  82. Nancy 3–2 Montpellier / 28.07.1981 // BeSoccer
  83. Nancy 3–2 Montpellier / 28.07.1981 // Transfermarkt
  84. Montpellier HSC » Termine & Ergebnisse 1981/1982
  85. D1 Classement des buteurs - Saison 1981-1982 // lequipe.fr
  86. Ligue 1 (Division 1) Saison 1981/1982 // pari-et-gagne.com
  87. Football France Division 1 1981/1982 // Todor 66
  88. Montpellier 0–0 Auxerre / 24.07.1981 // Weltfussball
  89. AS Nancy Lorraine 3–2 Montpellier / 28.07.1981 // Weltfussball
  90. Montpellier 2–0 FC Nantes / 04.08.1981 // Weltfussball
  91. OGC Nice 1–0 Montpellier / 07.08.1981 // Weltfussball
  92. Montpellier 0–0 US Valenciennes-Anzin / 11.08.1981 // Weltfussball
  93. Montpellier 0–1 US Girondins Bordeaux / 28.08.1981 // Weltfussball
  94. Montpellier 1–1 FC Metz / 01.09.1981 // Weltfussball
  95. Montpellier 3–2 SC Bastia / 22.09.1981 // Weltfussball
  96. AS Saint-Étienne 4–0 Montpellier / 27.10.1981 // Weltfussball
  97. Montpellier 1–3 FC Sochaux / 30.10.1981 // Weltfussball
  98. Paris Saint-Germain 1–0 Montpellier / 07.11.1981 // Weltfussball
  99. Montpellier 1–1 RC Lens / 10.11.1981 // Weltfussball
  100. Stade Brestois 0–1 Montpellier / 21.11.1981 // Weltfussball
  101. FC Nantes 7–0 Montpellier / 12.12.1981 // Weltfussball
  102. US Girondins Bordeaux 4–1 Montpellier / 31.01.1982 // Weltfussball
  103. FC Metz 4–0 Montpellier / 07.02.1982 // Weltfussball
  104. Montpellier 2–1 Lille OSC / 19.02.1982 // Weltfussball
  105. SC Bastia 1–0 Montpellier / 27.02.1982 // Weltfussball
  106. Montpellier 1–3 Tours FC / 03.03.1982 // Weltfussball
  107. Stade Lavallois 2–1 Montpellier / 13.03.1982 // Weltfussball
  108. Montpellier 0–0 RC Strasbourg / 20.03.1982 // Weltfussball
  109. AS Monaco 1–0 Montpellier / 27.03.1982 // Weltfussball
  110. Montpellier 0–1 AS Saint-Étienne / 02.04.1982 // Weltfussball
  111. FC Sochaux 1–0 Montpellier / 09.04.1982 // Weltfussball
  112. Montpellier 2–5 Paris Saint-Germain / 13.04.1982 // Weltfussball
  113. RC Lens 1–0 Montpellier / 23.04.1982 // Weltfussball
  114. Auxerre 1–1 Montpellier / 07.05.1982 // Weltfussball
  115. Sat 18 Jun 1977 Argentina 1 Scotland 1 // londonhearts.com
  116. Scotland v Argentina: the story so far // The Scotsman
  117. 1977 (June 18) Argentina 1-Scotland 1 (Friendly)
  118. Argentina 1–0 Yugoslavia / 03 July 1977
  119. Argentina 1–1 Scotland / 18 June 1977
  120. Argentina 1–1 Scotland / 18.06.1977 // EU-Football.info
  121. Argentina 0–0 France / 26 June 1977
  122. Argentina 0–0 France / 26.06.1977 // EU-Football.info