ექტორ ბალეი
ექტორ როდოლფო ბალეი (ესპ. Héctor Rodolfo Baley; დ. 16 ნოემბერი, 1950, ბაია-ბლანკა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ექტორ როდოლფო ბალეი | ||
დაბადების თარიღი | 16 ნოემბერი, 1950 | ||
დაბადების ადგილი |
ბაია-ბლანკა, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968–1972 | ესტუდიანტესი | 3 | (0) |
1973–1976 | კოლონი | 79 | (0) |
1976–1978 | ურაკანი | 112 | (0) |
1978–1981 | ინდეპენდიენტე | 31 | (0) |
1981–1987 | ტალერესი | 156 | (0) |
სულ | 381 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1982 | არგენტინა | 11 | (0) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებათამაშობდა სხვადასხვა არგენტინულ საფეხბურთო კლუბებში. პროფესიონალურ კარიერას სამოციანი წლების ბოლოს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ესტუდიანტესის“ შემადგენლობაში იწყებს. იმ პერიოდში კლუბი თავის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე აღწევს, როდესაც სამჯერ ზედიზედ (1968, 1969, 1970) ეუფლება ლიბერტადორესის თასს და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასს ისაკუთრებს (1968). აღმავლობის გზაზე დამდგარი და სტაბილური შემადგენლობის მქონე გუნდის ძირითადი მეკარე — ალბერტო პოლეტი საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას და ბალეისთვის რთული ხდება მასთან კონკურენციის პირობებში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ასე რომ, „ესტუდიანტესის“ მაისურით არგენტინის პრიმერა დივიზიონის მხოლოდ სამ შეხვედრაში გამოდის მინდორზე და საბოლოოდ, 1971 წლის ბოლოს ტოვებს გუნდს.
ბალეი სათამაშო კარიერას ჯერ სანტა-ფეს „კოლონში“ (1973–1976), ხოლო შემდეგ — ბუენოს აირესის „ურაკანში“ (1976–1978) აგრძელებს. საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას კი აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ რიგებში გამოსვლისას აღწევს (1978–1981). ამ კლუბთან ერთად ბალეი 1978 წლის არგენტინის პრიმერის ნასიონალის ტურნირს იგებს. ფეხბურთის თამაშს 1987 წელს, სერიოზული ტრავმის მიღების გამო — კორდოვის „ტალერესში“ ამთავრებს.[4][5][6][7]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1976–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 11 შეხვედრას ატარებს.[9][10]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
არგენტინა |
1976 | 1 | 0 |
1977 | 7 | 0 | |
1978 | 1 | 0 | |
1979 | 0 | 0 | |
1980 | 0 | 0 | |
1981 | 0 | 0 | |
1982 | 2 | 0 | |
ჯამში | 11 | 0 |
სანაკრებო მატჩები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 10.11.1976 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0 | პერუ | ამხანაგური | [11] |
2 | 12.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | ინგლისი | ამხანაგური | [12] |
3 | 18.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | შოტლანდია | ამხანაგური | [13] |
4 | 26.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 0–0 | საფრანგეთი | ამხანაგური | [14] |
5 | 03.07.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0 | იუგოსლავია | ამხანაგური | [15] |
6 | 12.07.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 2–0 | გდრ | ამხანაგური | [16] |
7 | 24.08.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 2–1 | პარაგვაი | ბოგადოს თასი | [17] |
8 | 31.08.1977 | ასუნსიონი | პარაგვაი | 2–0 | არგენტინა | ბოგადოს თასი | [18] |
9 | 25.04.1978 | მონტევიდეო | ურუგვაი | 2–0 | არგენტინა | ამხანაგური | [19] |
10 | 09.03.1982 | მარ-დელ-პლატა | არგენტინა | 0–0 | ჩეხოსლოვაკია | ამხანაგური | [20] |
11 | 24.03.1982 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | გფრ | ამხანაგური | [21] |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებასანაკრებო
რედაქტირება- ჩემპიონი: 1978[25]
ლიტერატურა
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 346. 496 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
AFS · National Football Teams · BDFA · IMDb · Ogol.com.br · Futebol365.pt · Footballdatabase.eu · Fussballdaten.de · Zerozero.pt · Ceroacero.es · Scribd · Transfermarkt.de · Leballonrond.fr · RSSSF · Argentina · World Cup · 1978 · 1982 · Argentina National Team Players 1964–1998 |
ვიდეო |
---|
Archivo DiFilm (05.02.1981) · (22.04.1984) · Radio Urbe 97.3 (30.06.2016) · YouTube · Grupo Feedback |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ Argentina 1982. solofutbol.cl
- ↑ Hector Rodolfo Baley
- ↑ Héctor Baley, el video de la polémica y las disculpas de „Chocolate“
- ↑ Héctor Baley 1978–1982
- ↑ Héctor Baley, 898, 925
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ Hector Baley International matches (1976–1982)
- ↑ Hector Rodolfo Baley
- ↑ Argentina 1–0 Peru (10 November 1976)
- ↑ Argentina 1–1 England (12 June 1977)
- ↑ Argentina 1–1 Scotland (18 June 1977)
- ↑ Argentina 0–0 France (26 June 1977)
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
- ↑ Argentina 2–0 East Germany (12 July 1977)
- ↑ Argentina 2–1 Paraguay (24 August 1977)
- ↑ Paraguay 2–0 Argentina (31 August 1977)
- ↑ Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
- ↑ Argentina 0–0 Czechoslovakia (09 March 1982)
- ↑ Argentina 1–1 West Germany (24 March 1982)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™