ესპანური ამერიკა ან ისპანიკ ამერიკა (ესპ. Hispanoamérica) — რეგიონი, რომელიც ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებს აერთიანებს.

ესპანური ამერიკის ქვეყნები
ესპანურად მოლაპარაკეები ამერიკაში
ამერიკის ევროპული კოლონიზაცია მე-16 მე-17 საუკუნეებში

ამ ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და მათ ყოფილ კოლონიურ მეტროპოლისთან — ესპანეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადი ენა ესპანურია, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ზოგჯერ იყოფს ადგილობრივ ენებთან (გუარანი, კეჩუა, აიმარა, მაია) ან ინგლისურთან (პუერტო-რიკოში).[1] ძირითადი რელიგია კათოლიციზმია.[2]

ესპანური ამერიკა იბერო-ამერიკისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ბრაზილიას (წარსულში „პორტუგალიური ამერიკა“), ზოგიერთ შემთხვევაში კი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებს — ესპანეთსა და პორტუგალიასაც. ესპანური ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, რომელიც მასთან ერთად ასევე მოიცავს ბრაზილიას და საფრანგეთის ყოფილ კოლონიებს, გარდა აშშ-ისა და კანადის შემადგენლობაში მყოფი ასეთი ტერიტორიებისა.[3]

ქვეყნები

რედაქტირება
ქვეყანა მოსახლეობა ფართობი კმ² მშპ (ნომინალი)
მლრდ აშშ დოლარი.
მშპ (ნომინალი)
ერთ სულ მოსახლ.
მლრდ აშშ დოლარი.[4][5]
  არგენტინა 41,214,000 2,780,400 $475.00 $11,766
  ბოლივია 10,227,299 1,098,581 $27.43 $2,700
  ჩილე[6] 17,094,275 756,950 $268.20 $15,775
  კოლუმბია 45,273,936 1,141,748 $366.00 $8,097
  კოსტა-რიკა 4,579,000 51,000 $45.13 $10,432
  კუბა 11,451,652 110,861 $72.30 $6,051
  დომინიკელთა რესპუბლიკა 10,090,000 48,730 $59.00 $5,834
  ეკვადორი 14,067,000 256,370 $80.93 $5,968
  სალვადორი 7,185,000 21,040 $23.82 $3,875
  გვატემალა 14,655,189 108,890 $49.88 $3,512
  ჰონდურასი 7,793,000 112,492 $18.39 $2,323
  მექსიკა 113,724,226 1,972,550 $1,177.00 $10,629
  ნიკარაგუა 5,743,000 129,494 $10.51 $1,839
  პანამა 3,450,349 75,571 $36.25 $10,838
  პარაგვაი 6,996,245 406,752 $26.00 $4,169
  პერუ 29,885,340 1,285,220 $199.00 $6,674
  პუერტო-რიკო 3,994,259 9,104 $93.52 $27,678
  ურუგვაი 3,415,920 176,215 $49.40 $16,609
  ვენესუელა 28,549,745 916,445 $382.40 $12,472
სულ 376,607,614 11,466,903 $3,460.16 $9,188
  1. CIA – The World Factbook – Field Listing – Languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  2. CIA – The World Factbook – Field Listing – Religions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  3. "Latin America" The Free Online Dictionary (American Heritage Dictionary of the English Language, 2000, 4th ed. Houghton Mifflin Company. Updated in 2003.)
  4. Data mostly refers to IMF staff estimates for the year 2013, made in April 2014. World Economic Outlook Database-April 2014, International Monetary Fund. Accessed on 9 April 2014.
  5. Data refers mostly to the year 2012. World Development Indicators database, World Bank. Database updated on 18 December 2013. Accessed on 18 December 2013.
  6. Demografia de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-27. ციტირების თარიღი: 2014-09-05.