მარაკაიბო
მარაკაიბო (ესპ. Maracaibo) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, მარაკაიბოს ტბის დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს კარაკასის შემდეგ და სულიას შტატის დედაქალაქს. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1 495 200 ადამიანს შეადგენს,[1] ხოლო მისი მეტროპოლიის — 2 108 404 ადამიანს.[2]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მარაკაიბო Maracaibo | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | სულია | ||||
კოორდინატები | 10°39′00″ ჩ. გ. 71°38′00″ დ. გ. / 10.65000° ჩ. გ. 71.63333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1529 წ, 8 სექტემბერი | ||||
ფართობი | 1 393 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 6 მ | ||||
მოსახლეობა | 1 495 200 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 0261 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4001, 4002, 4003, 4004 | ||||
საავტომობილო კოდი | V | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiademaracaibo.gob.ve | ||||
სახელი მარაკაიბო მომდინარეობს ადგილობრივ ინდიელთა ახალგაზრდა მეთაურის, კაკიკე მარასგან, რომელიც მამაცურად ებრძოდა გერმანელებს და დაიღუპა კიდეც მათთან ბრძოლაში. ამბობენ, რომ როდესაც მარა დაეცა, ინდიელებმა ყვირილი დაიწყეს "Mara cayo!" (მარა დაეცა), რაც საფუძვლად დაედო ქალაქის სახელს. სხვა ისტორიკოსები კი ამბობენ, რომ ამ მიწის პირველი სახელი იყო „მაარა-ივო“, რაც ნიშნავს — „ადგილი, სადაც უხვადაა გველები“.
მარაკაიბო მდებარეობს ვენესუელის უკიდურეს დასავლეთში, კოლუმბიის საზღვრიდან 80 კმ-ის მოშრებით, იმ არხის პირას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მარაკაიბოს ტბასა და ვენესუელის ყურეს. აღმოსავლეთ ნაპირთან დაკავშირებულია არხზე გადებული რაფაელ ურდანეტას 8,7 კმ სიგრძის ხიდით.
ქალაქის დაარსების ისტორია საკმაოდ გაურკვეველია. ამ ადგილს ესპანელები პირველად 1499 წელს ესტუმრნენ. თანამედროვე სახელი კი 1529 წელს გერმანელმა მკვლევარმა ამბროსიო ალფინგერმა უწოდა, ინდიელთა სიტყვების დამახინჯების შედეგად. მაგრამ ტერიტორია არამიმზიდველად მიიჩნიეს და 1535 წელს კვლავ მიატოვეს. 1569 წელს ალონსო პაჩეკომ დააარსა ქალაქი სიუდად-როდრიგო (თავისი მშობლიური ქალაქის პატივსაცემად). შემდეგში, 1574 წელს გუბერნატორმა დიეგო მასარიეგოსმა მას სახელი გადაარქვა და ნუევა-სამორა უწოდა, ტერიტორიის დასახალება კი უკვე კაპიტანმა პედრო მალდონადომ განაგრძო.
ქალაქის აყვავების ხანა XVII საუკუნეში დადგა, რაც მრავალი მეკობრის შურს იწვევდა. მართლაც, ადვილად მისადგომობის გამო მრავალჯერ გახდა მეკობრეების თავდასხმის ობიექტი: 1615 წელს დაესხნენ ჰოლანდიელი მეკობრეები, 1666 წელს ფრანგები, 1669 წელს კი ინგლისელები.
1914 წელს გამოაშკარავდა, რომ მარაკაიბოს ტბის აუზი განსაკუთრებით მდიდარი იყო ნავთობით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქალაქის ზრდა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებამარაკაიბოს ექვსი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს:[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) Panorama Digital დაარქივებული 2020-06-03 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) La Verdad დაარქივებული 2021-01-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-14. ციტირების თარიღი: 2011-10-04.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-14. ციტირების თარიღი: 2011-10-04.
- ↑ Sister Cities designated by Sister Cities International, Inc. (SCI). Retrieved June 8, 2006.