იბერო-ამერიკა მოიცავს ამერიკის იმ ქვეყნებს, რომლებიც ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილი კოლონიები არიან. ესპანეთი და პორტუგალია თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ იბერო-ამერიკულ სამიტში და გაწევრიანებული არიან იბერო-ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის წევრები ასევე არიან ეკვატორული გვინეა,[1][2] მაგრამ არ არიან აფრიკის სხვა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოები.

პრეფიქსი იბერო აღნიშნავს იბერიის ნახევარკუნძულს ევროპაში, რომელიც მოიცავს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და გიბრალტარს. იბერო-ამერიკა აერთიანებს ესპანურენოვან ქვეყნებს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე პორტუგალიურენოვან ბრაზილიას. გამონაკლისებია ფრანგულენოვანი ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებიმარტინიკა და გვადელუპა, ასევე საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანებებისენ-მარტენი და სენ-ბარტელმი, რომლებიც იბერო-ამერიკას ლათინური ამერიკისგან განასხვავებს.

1991 წლიდან, იბერო-ამერიკული ქვეყნები მართავენ იბერო-ამერიკულ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამ სახელმწიფოთა მეთაურები; მათ შორის არიან ესპანეთის, პორტგუალიისა და ანდორის მეთაურები.[3][4]

ქვეყნები და მოსახლეობა ევროპასა და ამერიკაში

რედაქტირება
  • ესპანურენოვანი : ( 412 325 000 მოლაპარაკე)
  არგენტინა 38 747 000
  ბოლივია 9 182 000
  ჩილე 16 928 000
  კოლუმბია 45 600 000
  კოსტა-რიკა 4 401 000
  კუბა 11 269 000
  დომინიკელთა რესპუბლიკა 10 090 000
  ეკვადორი 13 228 000
  სალვადორი 6 881 000
  გვატემალა 12 599 000
  ჰონდურასი 7 205 000
  მექსიკა 115 296 000
  ნიკარაგუა 5 487 000
  პანამა 3 232 000
  პარაგვაი 6 158 000
  პერუ 27 968 000
  პუერტო-რიკო 3 726 000
  ესპანეთი 44 116 000
  ურუგვაი 3 463 000
  ვენესუელა 26 749 000
  • პორტუგალიურენოვანი : (211 520 003 მოლაპარაკე)
  ბრაზილია 201 032 714
  პორტუგალია 10 487 289

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Presentación, Acerca de la OEI, Organización de Estados Iberoamericanos para la Educación, la Ciencia y la Cultura. Accessed on line October 22, 2007.
  2. Países დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine. , Cumbres Iberoamericanas de Jefes de Estado y de Gobierno. Accessed on line October 22, 2007.
  3. Ibero-American Summit დაარქივებული 2007-12-06 საიტზე Wayback Machine. , Foreign Office, Republic of Brazil. Accessed on line October 22, 2007.
  4. pp. 312–313, Spain: Democracy Regained, Ergasto Ramón Arango, Spain: Westview Press. ISBN 0-8133-2915-9.