კალი (კოლუმბია)
სანტიაგო დე-კალი ან უბრალოდ კალი (ესპ. Cali) — ქალაქი დასავლეთ კოლუმბიაში, ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტის დედაქალაქი. 2,5 მლნ მცხოვრებით იგი კოლუმბიის მესამე უდიდესი ქალაქია. წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ კოლუმბიის მთავარ ურბანულ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, კალის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მთელ ქვეყანაში. ქალაქი 1536 წლის 25 ივლისს ესპანელმა კონკისტადორმა სებასტიან დე ბალალკასარმა დააარსა. იუხედავად იმისა, რომ კალი ამერიკის კონტინენეტზე დაფუძნებულ პირველ დასახლებებს შორის იყო, მისი რეალური განვბითარება მხოლოდ XX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კალი Cali | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დეპარტამენტი | ვალიე-დელ-კაუკა | ||||
კოორდინატები | 3°25′14″ ჩ. გ. 76°31′20″ დ. გ. / 3.42056° ჩ. გ. 76.52222° დ. გ. | ||||
მერი | როდრიგო გერერო ველასკო | ||||
დაარსდა | 25 ივლისი, 1536 | ||||
ფართობი | 564 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 997 მ | ||||
მოსახლეობა | 2 294 653 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 4 100 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +57 2 | ||||
ოფიციალური საიტი | cali.gov.co | ||||
კალი კოლუმბიის მთავარი სპორტული ცენტრია. ის ერთადერთი კოლუმბიური ქალაქია, რომელმაც პანამერიკულ თამაშებს უმასპინძლა (1971 წელს) და 2013 წელს უმასპინძლებს მეცხრე მსოფლიო თამაშებს, 2014 წელს მსოფლიოს UCI ველოჩემპიონატს და 2015 წელს მსოფლიო ახალგაზრდული ათლეტიზმის ჩემპიონატს.
ესპანელების მოსვლამდე, რეგიონი დასახლებული იყო ადგილობრივი ტომებით, რომლებიც ძირითადად კარიბულ ენებზე საუბრობდნენ.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Alcaldia de Santiago de Cali (ესპანური)
- Cali travel page on Colombia Reports დაარქივებული 2011-04-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Gobernación del Valle del Cauca (ესპანური)
- Universidad del Valle (ესპანური)
- Universidad Santiago de Cali დაარქივებული 2019-01-02 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)