დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან დინამო ბათუმი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამო.

ბათუმის დინამო — ქართული საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს ქალაქ ბათუმში.

დინამო ბათუმი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი
დაარსდა 1923
სტადიონი ბათუმის სტადიონი
ბათუმი, საქართველო
(ტევადობა: 20,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ასლან ბალაძე
მწვრთნელი უკრაინის დროშა ანდრი დემჩენკო
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
ძველი ლოგო
ძველი ლოგო

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ 1923 წელს შეიქმნა .

პირველი საფეხბურთო გუნდი ბათუმში – „ხოლოდნოსლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისათვის ბათუმში ათამდე ორგანიზებული და ბევრი „ველური“ გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩისკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვ. ამ პერიოდშივე ბათუმელებმა პირველი საქალაქთაშორისო შეხვედრა გამართეს. ქალაქის ნაკრები ფოთს გაემგზავრა და სასტიკად დამარცხდა 0:8. ამ გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია – შემდეგი წასვლისას ბათუმელებმა ფოთელები 1:0 დაამარცხეს. იმავე 1913 წელს სოხუმში გაემგზავრა „არაქსი“, ეს მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა, განმეორებით მატჩში ბათუმში „არაქსმა“ დამაჯერებლად – 5:0 მოიგო.

ბათუმში სპორტის, სახელდობრ ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ა. კოუბამ – ეროვნებით ჩეხმა, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელმა. ის გახდა რეგიონში საზოგადოება „შევარდენის“’ შექმნის ინიციატორი.

1921 წელს ბათუმში შემდეგი გუნდები შეიქმნა – „მეზღვაური“, „წითელი რაინდი“, კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი „კსმ“, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი „БДПО“ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა.

„ბდპო“ – ში თამაშობდნენ: ძმები ანდრო და სოკრატ იოაკიმიდები, გ ფაჩულია, გ. ბაუერი, კ. ფსაროსი, ლ. ლაზარევი, ლ.აბაშიძე, ვ. დარჩია, ა.ბიბაევი, ს. კარაკულიანი, ა. პოპკოვი, ნ. ანიკინი, კ ბერმანი, რ პოღოსოვი, რ. ფალავანდიშვილი და სხვ. წლების მანძილზე გუნდი წარმატებით თამაშობდა თბილისელების, ფოთელების, სოხუმელების და სხვა ქალაქების გუნდების წინააღმდეგ.

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. „ბდპო“-მ არაერთხელ სძლია საზღვარგარეთული გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. უკანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია დაესწრო – ხუთი ათასი მაყურებელი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

1925 წელს, ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7:1 გაიმარჯვეს მეორე კი 1:2 დათმეს.

1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2:1, სოხუმელები 3:0) დაამარცხეს მეტოქეები. ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა.ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.

თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული ხდებოდა და სულ უფრო მეტი ახალგარდა ინტერესდებოდა ამ თამაშით. გუნდებში ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოტამაშე ჩნდებოდა, მომავალში ისინი ქვეყნის წამყვან გუნდების ღირსებას იცავდნენ. „დინამო თბილისში“ გამოიჩნეს თავი ბორის ფროლოვმა, ალკივიად ფეხლევანიდმა, იბრაგიმ სარჯველაძემ, ედუარდ ტანტიბამ, გიორგი აროშიძემ, ანზორ კავაზაშვილმა და ილია დათუნაშვილმა. ბათუმში აიდგეს ფეხი რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის „ტორპედო“), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ, იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას.)

1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი, თბილისის ნაკრების შემდეგ. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, ბათუმში ფეხბურთის პოპულარუბამ იკლო, აღმასვლა კი 30-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრკ თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში „დინამო თბილისთან“ დამარცხდა. ამავე წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა – პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში „ბურევესტნიკმა“. 1938 წელს გუნდმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

ასევე 1936 წელს „დინამომ“ ახლად დაარსებული კონსტიტუციის თასი მოიპოვა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს – 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმის „დინამოს“ 5:2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება. ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.

1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის „დინამოელები“ სსრკ პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. შიდა პირველობაში ბათუმური კლუბი მე-5 ზე გავიდა.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა „დინამო თბილისი“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრკ-ის თასის გათამაშებაში „დინამოელები“ 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა. ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.

საერთაშორისო მატჩები რედაქტირება

  • 1964 წ. ირანული „შახინი“ 5:0 „დინამო“ ბათუმი
  • 1966 წ. თბილისის საერთაშორისო ზამთრის ტურნირში ფინალი (თერთმეტმეტრიანების სერიაში) დათმო თბილისის „ლოკომოტივთან“. ჯგუფურ ეტაპზე „დინამომ“ ლენინგრადის „ზენიტი“ და ჩეხოსლოვაკური„ტატრანი“ დაამარცხა.
  • 1968 წ. ბათუმის „დინამო“ 1:1 “უპპონ პალო“ ფინეთი.
  • 1973 წ, „დინამო“ 2:2 ვიეტნამის ახალგაზრდული ნაკრები
  • 1976 წ. „დინამო“ 4:0 ავღანეთის ნაკრები

ევროტურნირები რედაქტირება

თასების მფლობელთა თასი "ობილიჩი" (ბელგრადი, იუგოსლავია) 0:1 "დინამო" (ბათუმი) გოლი: 0:1 პ.მაჭუტაძე (71) 24 აგვისტო, 1995. ბათუმი, "დინამო". 25.000 "დინამო" (ბათუმი) 2:2 "ობილიჩი" (ბელგრადი, იუგოსლავია) გოლები: 0:1 შარანცი (8), 0:2 პოპოვიჩი (33), 1:2 პ.მაჭუტაძე (60), 2:2 ა.მუჯირი (82, პენ)

1/16 ფინალი. 14 სექტემბერი, 1995. ბათუმი, "დინამო". 25.000 "დინამო" (ბათუმი) 2:3 "სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) გოლები: 1:0 პ.მაჭუტაძე (11), 1:1 ა.ტომი (24), 1:2 დონელი (42), 2:2 თ.ტუღუში (68), 2:3 ა.ტომი (88)

1/16 ფინალი. 28 სექტემბერი, 1995. შოტლანდია, გლაზგო, "პარკჰედი". 31.969 "სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 4:0 "დინამო" (ბათუმი) გოლები: 1:0 ა.ტომი (18), 2:0 ა.ტომი (20), 3:0 დონელი (46), 4:0 უოქერი (90)

1996-97 წ. მე - 3 ადგილი. თასის ფინალი (დინამო თბილისი 1: 0 დინამო ბათუმი), სუპერ თასის (დინამო თბილისი 4:1 დინამო ბათუმი)

თასების მფლობელთა თასი

დინამო" (ბათუმი) 6:0 "ჰაფნარი" (ჰაფნარფიორდური, ფარერის კუნძულები) გოლები: 1:0 თ.ტუღუში (9), 2:0 თ.ტუღუში (22), 3:0 დ.უჯმაჯურიძე (26), 4:0 თ.ტუღუში (54), 5:0 დ.უჯმაჯურიძე (69), 6:0 დავიდსენი (87, სკ) ჰაფნარი" (ჰაფნარფიორდური, ფარერის კუნძულები) 0:3 "დინამო" (ბათუმი) გოლები: 0:1 ა.ღლონტი (20), 0:2 ა.ღლონტი (22), 0:3 დ.უჯმაჯურიძე (63)

"დინამო" (ბათუმი) 1:1 "პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) გოლები: 1:0 ა.მუჯირი (23), 1:1 ლ.ნილისი (39, პენ)

"პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) 3:0 "დინამო" (ბათუმი) გოლები: 1:0 ლ.ნილისი (15, პენ), 2:0 რ.აიკელკამპი (53), 3:0 მარსელო (86)

1997-98 წ. მე- 2 ადგილი. საქართველოს თასი (დინამო თბილისი 1: 2 დ.დ. დინამო ბათუმი), სუპერ თასი (დინამო ბათუმი 2 : 1დ.დ. დინამო თბილისი).

თასების მფლობელთა თასი "დინამო" (ბათუმი) 4:2 "არარატი" (ერევანი, სომხეთი) გოლები: 1:0 ჯ.ჩუხუა (23), 2:0 ჯ.ჩუხუა (31), 2:1 ტერ პეტროსიანი (60), 3:1 ა.ღლონტი (77), 3:2 ნაზარიანი (83), 4:2 გ.შეყილაძე (90) არარატი" (ერევანი, სომხეთი) 0:2 "დინამო" (ბათუმი) გოლები: 0:1 რ.თორღაშვილი (1), 0:2 ი.მახარაძე (36)

1998-99 მე-5 ადგილი

თასების მფლობელთა თასი პირველი შესარჩევი ეტაპი. 13 აგვისტო, 1998. იუგოსლავია, ბელგრადი, "პარტიზანი". 8.500 "პარტიზანი" (ბელგრადი, იუგოსლავია) 2:0 "დინამო" (ბათუმი) გოლები: 1:0 ბეკოვიჩი (17), 2:0 ილიჩი (33) "დინამო" (ბათუმი) 1:0 "პარტიზანი" (ბელგრადი, იუგოსლავია) გოლი: 1:0 თ.სიჭინავა (28)

1999-00 მე-4 ადგილი 2000-2001 მე-7 ადგილი 2001-2002 მე-6 ადგილი 2002-2003 მე - 9 ადგილი 2003 - 2004 მე - 8 ადგილი 2004-2005 მე - 8 ადგილი 2005-2006 მე - 6 ადგილი 2006-2007 მე - 9 ადგილი (ბათუმის "დინამოს" სტადიონი 2006 წელს გაიყიდა) 2007 - 2008 მე - 13 ადგილი და პირველ ლიგაში დაქვეითება. 2008-2009- პირველი ლიგა 2009 - 2010 - პირველი ლიგა 2010 - 2011 - მე-5 ადგილი, პირველი ლიგა 2011 -2012 - პირველი ადგილი პირველი ლიგის ა ზონაში. პლეი-აუტში მე-2 ადგილი და საგზური უმაღლეს ლიგაში. 2012-2013 - მე-11 ადგილი და უმაღლესიდან გავარდნა.

მნიშვნელოვანი თარიღები რედაქტირება

  • 1923: კლუბი დაარსდა სახელწოდებით „დინამო ბათუმი“
  • 1990: კლუბს სახელი შეეცვალა: საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ (FC Batumi)
  • 1994: კლუბს დაუბრუნდა პირვანდელი სახელი (FC Dinamo Batumi)
  • 1995: კლუბი პირველად მონაწილეობს ევროპის თასის გათამაშებაში (C2) (სეზონი 1995/96)

სტადიონი რედაქტირება

 
ბათუმის „დინამოს“ სტადიონი 18 000

კლუბის სტადიონი 2006 წელს გაიყიდა და ბათუმელთა და არა მარტო ბათუმელთა პროტესტის მიუხედავად დაინგრა და მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.

ტიტულები რედაქტირება

შემადგენლობა 2021 რედაქტირება

მონაცემები წარმოდგენილია Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით.[1]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო მიხეილ ალავიძე
13 მეკარე   საქართველო ლაზარე კუპატაძე
31 მეკარე   საქართველო ლუკა ხარატიშვილი
23 მცველი   საქართველო მამუკა კობახიძე (კაპიტანი)
24 მცველი   საქართველო მალხაზ გაგოშიძე
5 მცველი   უკრაინა ოლეკსანდრ აზაცკი
18 მცველი   საქართველო ლევან გეგეჭკორი
22 მცველი   საქართველო გიორგი ნავალოვსკი
16 მცველი   საქართველო ირაკლი აზაროვი
4 მცველი   საქართველო გაგი მარგველაშვილი
35 მცველი   საქართველო გრიგოლ ჩაბრაძე
6 ნახევარმცველი   საქართველო თორნიკე გაფრინდაშვილი
21 ნახევარმცველი   ავსტრია ლუკას გროზურეკი
11 ნახევარმცველი   საქართველო გიული მანჯგალაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი   საქართველო ვლადიმერ მამუჩაშვილი
3 ნახევარმცველი   ნიგერია ბენჟამინ ტეიდი
37 ნახევარმცველი   საქართველო ერეკლე ჯიჯავაძე
19 ნახევარმცველი   საქართველო სანდრო ალთუნაშვილი
7 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ზარია
10 ნახევარმცველი   საქართველო ვაკო თევდორაძე
8 ნახევარმცველი   საქართველო ჯაბა ჯიღაური
30 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა შინდაგორიძე
16 თავდამსხმელი   ბრაზილია ჯოვინო ფლამარიონი
27 თავდამსხმელი   საფრანგეთი ვამარა სანოგო
20 თავდამსხმელი   საქართველო დავით ზურაბიანი
14 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ფანცულაია
9 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ნიქაბაძე

2019 წლის ტრანსფერები რედაქტირება

მოვიდნენ რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მცველი   გიორგი გადრანი   დილა გორი
მცველი   ვაჟა ფაცაცია   მერანი მარტვილი
მცველი   გიორგი ნავალოვსკი   დინამო მინსკი
ნახევარმცველი   გიული მანჯგალაძე   ვენტსპილსი
ნახევარმცველი   ბენჯამინ ტეიდი   კუიაბა
თავდამსხმელი   რომან ჭანტურია   ემპოლი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მცველი   გელა გოგიტიძე   შუქურა ქობულეთი
მცველი   ბექა ვარშანიძე   შუქურა ქობულეთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროპის თასი რედაქტირება

 
ლეხი პოზნანი v დინამო ბათუმი (5:0)
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი სახლი გასვლა
1995–96 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R   ობილიჩი 2:2 1:0
2R   სელტიკი 2:3 0:4
1996–97 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R   ჰბ 6:0 3:0
2R   PSV 1:1 0:3
1997–98 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R   არარატი 0:3 2:0
1998–99 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1R   პარტიზანი 1:0 0:2
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R   ომონია 1:0 0:2
2017–18 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R   იაგელონია ბელოსტოკი 0:1 0:4
2020–21 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R   ჰაპოელი 0:3
2021–22 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R   ტრე პენე 3:0 4:0
2R   ბატე ბორისოვი 0:1 4:1
3R   სივასპორი 1:2 1:1 (დ.დ.)
2022–23 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R   ბრატისლავა 1:2 0:0
უეფა-ს კონფერენს ლიგა 2R   ლეხი პოზნანი 1:1 0:5

სეზონები რედაქტირება

1945-1948 რედაქტირება

წელი ჩემპიონატი ადგილი თასი
1945 საქართველოს ჩემპიონატი მე-3 ადგილი
1946 საქართველოს ჩემპიონატი მე-2 ადგილი
1947 საქართველოს ჩემპიონატი მე-3 ადგილი გამარჯვებული
1948 საქართველოს ჩემპიონატი მე-3 ადგილი

სსრკ რედაქტირება

წელი ჩემპიონატი ადგილი თასი
1960 მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. კლასი მე-7 ადგილი
1961 მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. კლასი მე-6 ადგილი
1962 მოკავშირე რესპუბლიკების II ზონა. კლასი მე-7 ადგილი
1963 მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. კლასი 1-ლი ადგილი
1964 მოკავშირე რესპუბლიკების IV ზონა. კლასი 1-ლი ადგილი
1965 მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. კლასი მე-10 ადგილი
1966 სსრკ-ის ჩემპიონატის კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი) მე-9 ადგილი
1967 'ა კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი) მე-18 ადგილი
1968 კლასის მეორე ჯგუფი (III ქვეჯგუფი)
ბომბარდირი: ბ. გიორგაძე (13 გოლი)
მე-7 ადგილი
1969 კლასის მეორე ჯგუფი (IVქვეჯგუფი) მე-7ადგილი
1970 კლასის მეორე ჯგუფი (II ზონა) მე-10 ადგილი
1971 კლასის მეორე ჯგუფი (IV ზონა) მე-4 ადგილი
1972 კლასის მეორე ჯგუფი (III ზონა) მე-5 ადგილი
1973 კლასის მეორე ლიგა (IV ზონა) მე-11 ადგილი
1974 კლასის მეორე ლიგა (III ზონა)) მე-2 ადგილი
1975 კლასის მეორე ლიგა (I ზონა) მე-12 ადგილი
1976 კლასის მეორე ლიგა (III ზონა) მე-6 ადგილი
1977 კლასის მეორე ლიგა (IV ზონა) მე-9 ადგილი
1978 კლასის მეორე ლიგა (IV ზონა) მე-13 ადგილი
1979 კლასის მეორე ლიგა (I ზონა) მე-15 ადგილი
1980 კლასის მეორე ლიგა (XI ზონა) მე-10 ადგილი
1981 კლასის მეორე ლიგა (XI ზონა) მე-9 ადგილი
1982 კლასის მეორე ლიგა (XI ზონა) მე-10 ადგილი
1983 კლასის მეორე ლიგა (XI ზონა) 1-ლი ადგილი
ფინალი მე-3 ადგილი
1984 კლასის პირველი ლიგა მე-11 ადგილი
1985 ჯგუფი, პირველი ლიგა მე-11 ადგილი
1986 პირველი ლიგა მე-11 ადგილი
1987 კლასის პირველი ლიგა მე-19 ადგილი
1988 კლასის პირველი ლიგა მე-16 ადგილი
1989 კლასის პირველი ლიგა მე-18 ადგილი

1963 წ. - სსრკ-ის ჩემპიონატის „ა კლასში გადასასვლელ მატჩში „დინამოელებმა“ მეორე ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივთან“ დათმეს ორ რაუნდიანი (1:0, 1:5) შეხვედრა. 1964 წ. - ამჯერადაც „დინამომ“ ვერ შეძლო აღზევება. ხუთ ზონაში გამარჯვებულებს შორის ჩატარებულ „ა“ კლასში გადასასვლელ ტურნირში დინამოელებმა მეოთხე ადგილი დიკავეს.

1990 წლიდან რედაქტირება

სეზონი ლიგა ადგ. თ. გბ მბ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 6 34 18 7 9 56 28 61 ნახევარ–ფინალი N/A
1991 უმაღლესი ლიგა 5 19 10 2 7 28 21 32
1991-92 უმაღლესი ლიგა 9 38 15 6 17 55 58 51 მეოთხედ–ფინალი
1992-93 უმაღლესი ლიგა 11 32 11 6 15 56 56 39 ფინალისტი
1993-94 უმაღლესი ლიგა 5 ნახევარ–ფინალი
1994-95 უმაღლესი ლიგა 4 30 16 6 8 69 40 54 ფინალისტი
1995-96 უმაღლესი ლიგა 6 30 16 6 8 68 28 54 ფინალისტი CWC 1st Round
1996-97 უმაღლესი ლიგა 3 30 18 8 4 71 22 62 ფინალისტი CWC 1st Round
1997-98 უმაღლესი ლიგა 2 30 18 7 5 58 19 62 გამარჯვებული CWC qualifying Round
1998-99 უმაღლესი ლიგა 5 30 13 11 6 49 22 50 მეოთხედ–ფინალი CWC qualifying Round
1999-00 უმაღლესი ლიგა 4 ნახევარ–ფინალი
2000-01 უმაღლესი ლიგა 7 1/16 ფინალი
2001-02 უმაღლესი ლიგა 5 მეოთხედ–ფინალი
2002-03 უმაღლესი ლიგა 8 1/16 ფინალი
2003-04 უმაღლესი ლიგა 10 მეოთხედ–ფინალი
2004-05 უმაღლესი ლიგა 8 36 9 12 15 35 33 39 მეოთხედ–ფინალი
2005-06 უმაღლესი ლიგა 6 30 17 7 6 42 21 58 1/16 ფინალი
2006-07 უმაღლესი ლიგა 9 26 8 6 12 27 30 30 ნახევარ–ფინალი
2007-08 უმაღლესი ლიგა 13 26 4 4 18 16 51 16 1/16 ფინალი დაქვეითდა
2008-09 პირველი ლიგა 8 30 9 9 12 33 42 36
2009-10 პირველი ლიგა 3 28 15 8 5 44 17 53
2010-11 პირველი ლიგა 5 32 18 9 5 66 18 63
2011-12 პირველი ლიგა ჯგუფი A 1 18 13 3 2 28 9 42 აღზევდა
2012-13 უმაღლესი ლიგა 11 32 8 7 17 39 55 17 დაქვეითდა
2013-14 პირველი ლიგა ჯგუფი B 2 26 19 2 5 65 17 59 აღზევდა
2014-15 უმაღლესი ლიგა 2 30 18 4 8 40 24 58 1/8 ფინალი
2015-16 უმაღლესი ლიგა 8 30 12 8 10 41 32 44 უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
2016 უმაღლესი ლიგა 3 15 7 5 3 23 7 26
2017 ეროვნული ლიგა 8 36 10 3 23 28 60 33 უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაქვეითდა
2018 ეროვნული ლიგა 2 1 36 23 7 6 60 22 76 აღზევდა
2019 ეროვნული ლიგა 2 36 21 7 8 57 31 70
2020 ეროვნული ლიგა 2 18 10 6 2 29 14 36 1/16 ფინალი უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ცნობილი ფეხბურთელები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დინამო ბთ - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)