გრიგოლ ჩაბრაძე (დ. 20 აპრილი, 1996, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზობ აჰანისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.[1][2]

გრიგოლ ჩაბრაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გრიგოლ ჩაბრაძე
დაბადების
თარიღი
20 აპრილი, 1996 (1996-04-20) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზობ აჰანი
ნომერი 35
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2019 საბურთალო 137 (5)
2020   თელავი 15 (0)
2021–2024 დინამო ბათუმი 89 (2)
2024– ზობ აჰანი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2012–2013 საქართველო 17-წლ. 3 (1)
2014–2015 საქართველო 19-წლ. 5 (0)
2016–2017 საქართველო 21-წლ. 6 (0)
2021– საქართველო 9 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მარტი, 2022

საკლუბო კარიერა რედაქტირება

2013–2019 წლებში თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ შემადგენლობაში, სადაც ეროვნული ლიგის 137 (გაიტანა 5 გოლი) და საქართველოს თასის გათამაშების ექვსი შეხვედრა ჩაატარა.

2020 წელს იჯარით „თელავის“ რიგებში იასპარეზა, სადაც ეროვნული ლიგის 15 და საქართველოს თასის გათამაშების სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2021–2024 წლებში იცავდა ეროვნული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ღირსებას.[3]

2024 წლის თებერვლიდან ირანულ საფეხბურთო კლუბ „ზობ აჰანის“ რიგებში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა 28 თებერვალს გიორგი გველესიანის „პერსეპოლისთან“ ითამაშა. მატჩი „პერსეპოლისმა“ გიორგი გველესიანის მიერ შეხვედრის მე-9 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით 1–0 მოიგო.[4]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ჩაბრაძე საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მატჩი სტოკჰოლმში გაიმართა და შვედების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.[5]

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 29 მარტი, 2022
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
 
საქართველო
2021 7 0
2022 2 0
ჯამში 9 0

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  საბურთალო
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 2018
საქართველოს თასი
  • თასის მფლობელი: 2019
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2019
  დინამო ბათუმი
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 2021, 2023
  • ვიცე-ჩემპიონი: 2022
საქართველოს თასი
  • ფინალისტი: 2023
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2022
  • ფინალისტი: 2023

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

თემატური საიტები
AFS · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge

სქოლიო რედაქტირება