თელავი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თელავი (მრავალმნიშვნელოვანი).

საფეხბურთო კლუბი თელავიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან. ჩამოყალიბდა 2016 წელს. ასპარეზობდა ეროვნული ლიგა 2-ის პირველობაზე.[1][2][3] 2020 წლიდან კლუბმა ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.[4][5][6]

ს.კ. თელავი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „თელავი“
დაარსდა 19 ივლისი, 2016; 7 წლის წინ (2016-07-19)
სტადიონი გივი ჩოხელის სტადიონი
თელავი, საქართველო
(ტევადობა: 12 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი მიქაძე
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-8, ეროვნული ლიგა
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წლის 19 ივლისს დაარსდა. გუნდი ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა — ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დააფუძნეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „თელავმა“ ასპარეზობა რეგიონული ლიგიდან დაიწყო. სეზონის წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდმა ლიგა 3-ში გადაინაცვლა. კლუბმა აქაც აღმავლობით იასპარეზა და ლიგა 2-ის საგზური გაინაღდა. თელაველებმა ლიგა 2-ის პირველობაზეც წარმატებით განაგრძეს გამოსვლები და თავისი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით გულშემატკივართა მხრიდან კიდევ უფრო მეტი აღიარება დაიმსახურეს. ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორი ფეხბურთელი — გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა და შემტევი ირაკლი რუხაძე დასახელდა.

გუნდის გულშემატკივართა მხარდაჭერამ, კლუბის სპონსორების, კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, კლუბში მომუშავე პერსონალისა და გუნდის ფეხბურთელების ერთობლივმა ძალისხმევამ, სამაგალითო სპორტულმა სულისკვეთებამ და გამარჯვებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ კანონზომიერი შედეგი გამოიღო და დაარსებიდან მეოთხე წელს საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ქვეყნის უძლიერესთა ლიგაში აღზევდა.

2019 წლის 5 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში „თელავმა“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ გივი ჩოხელის სტადიონზე უმასპინძლა და მიხეილ ბაშელეიშვილის მიერ 54-ე წუთზე გატანილი გოლით — 1–0 დაამარცხა.

2019 წლის 11 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მეორე მატჩში თელაველებმა ფირუზ მარაქველიძისა და თორნიკე ძოწენიძის გოლებით „რუსთავი“ ანგარიშით — 2–1 დაამარცხეს და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვეს.

კლუბმა ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში მნიშვნელოვნად განაახლა თავისი შემადგენლობა. გუნდს შეუერთდნენ 23 წლის მეკარე ოთო გოშაძე ბოლნისის „სიონიდან“, 31 წლის მაკედონიელი მცველი ვლადიმერ დიმიტროვსკი „რაბოტნიჩკიდან“, 22 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰოვანეს პოღოსიანი „პიუნიკიდან“, 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ კრაევი „დინამო-აუტოდან“, 27 წლის ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკურა ქუთაისის „ტორპედოდან“, 25 წლის ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი — ასევე ქუთაისის „ტორპედოდან“, 25 წლის ნახევარმცველი გურამ სამუშია „სამტრედიადან“, 21 წლის თავდამსხმელი ლაშა კოხრეიძე და 23 წლის ფლანგის მცველი გრიგოლ ჩაბრაძე — ორივე „საბურთალოდან“.[7]

„თელავმა“ 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში სულ 18 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 4 მოიგო, 12 ფრედ დაამთავრა, 2 დათმო და 24 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

სეზონები რედაქტირება

სეზ. ლიგა პოზ. გბ მბ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
2017 ლიგა 3 2 36 22 8 6 86 33 74 მესამე რაუნდი აღზევდა გიორგი დეკანოსიძე
2018 ეროვნული ლიგა 2 5 36 12 12 12 45 43 48 ნახევარფინალი დენის ხომუტოვი
2019 ეროვნული ლიგა 2 3 36 19 6 11 70 36 63 მეოთხე რაუნდი აღზევდა რევაზ გოცირიძე
2020 ეროვნული ლიგა 6 18 4 12 2 21 14 24 მეოთხედფინალი რევაზ გოცირიძე

ფეხბურთელები რედაქტირება

შემადგენლობა 2019 რედაქტირება

მწვრთნელები
რევაზ გოცირიძე (მთ. მწვრთნელი), ზურაბ მენთეშაშვილი, ბესიკ აბულაძე, გოჩა ჯაშიაშვილი, იოსებ ასაბაშვილი, იონა ხარშილაძე, ბექა ამისულაშვილი, მუხრან ქარჩავა.[8]
მეკარეები
ბოგდან ბეზკროვნი, ოთარ გოშაძე.
მცველები
თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, მირიან ჯიქია, სანდრო მელიქიშვილი, რატი კაკიაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი.
ნახევარმცველები
ბექა ვარშანიძე, მიხეილ ბაშელეიშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ირაკლი რუხაძე, დმიტრო პუდი, გიორგი ხარებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ვასილ გოგოლიძე, ნიკოლოზ მემარნე.
თავდამსხმელები
გიორგი ერისთავი, იაროსლავ კვასოვი, გიორგი კანდელაკი.

შემადგენლობა 2020 რედაქტირება

„თელავის“ შემადგენლობა 2020 წლის ივლისის მონაცემებით

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო ლევან თანდილაშვილი
3 მცველი   საქართველო ანტონ თოლორდავა (კაპიტანი)
4 მცველი   საქართველო ფირუზ მარაქველიძე
5 მცველი   საქართველო ილია ბერიაშვილი
6 ნახევარმცველი   საქართველო ბექა ვარშანიძე
7 ნახევარმცველი   საქართველო მიხეილ ბაშელეიშვილი
8 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა კუკუჯანაშვილი
9 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი რუხაძე
10 ნახევარმცველი   საქართველო ნიკოლოზ ბაშელეიშვილი
11 ნახევარმცველი   საქართველო გურამ სამუშია
13 ნახევარმცველი   საქართველო ცოტნე მოსიაშვილი
14 მცველი   საქართველო მირიან ჯიქია
16 ნახევარმცველი   საქართველო ალექსანდრე კოშკაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი   საქართველო ჰოვანეს პოღოსიანი
18 ნახევარმცველი   უკრაინა ვლადისლავ კრაევი
19 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ერისთავი
20 მცველი   ნიგერია რაფაელ ჩუკურა
21 მეკარე   საქართველო ლუკა სანიკიძე
22 მეკარე   საქართველო ოთარ გოშაძე
23 მცველი   ჩრდ. მაკედონია ვლადიმერ დიმიტროვსკი
24 მცველი   საქართველო თორნიკე ძოწენიძე
25 თავდამსხმელი   საქართველო ლაშა კოხრეიძე
27 თავდამსხმელი   უკრაინა იაროსლავ კვასოვი
28 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი კანდელაკი
33 მცველი   საქართველო ვაკო ბაჩიაშვილი
35 მცველი   საქართველო გრიგოლ ჩაბრაძე

შემადგენლობა 2021 რედაქტირება

„თელავის“ შემადგენლობა 2021 წლის ივლისის მონაცემებით

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო მერაბ რევაზიშვილი
2 მცველი   საქართველო ცოტნე კაპანაძე
3 მცველი   საქართველო ზურაბ თევზაძე
4 მცველი   საქართველო ფირუზ მარაქველიძე
5 მცველი   საქართველო გიგა მაისურაძე
6 ნახევარმცველი   საქართველო ბექა ვარშანიძე
7 ნახევარმცველი   საქართველო მიხეილ ბაშელეიშვილი (კაპიტანი)
8 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ჯანელიძე
9 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი რუხაძე
10 ნახევარმცველი   საქართველო ნიკოლოზ ბაშელეიშვილი
11 თავდამსხმელი   საქართველო იმედა აშორტია
12 მეკარე   საქართველო ლევან თანდილაშვილი
13 ნახევარმცველი   საქართველო ცოტნე მოსიაშვილი
14 მცველი   საქართველო მირიან ჯიქია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი   გვინეა მოჰამედ კამარა
18 ნახევარმცველი   საქართველო თემურ ჩოგაძე
19 თავდამსხმელი   ბრაზილია ნათან ჟუნიორი
20 მცველი   საქართველო ვაჟა ფაცაცია
21 მეკარე   საქართველო ლუკა სანიკიძე
22 თავდამსხმელი   საქართველო შოთა შეყილაძე
24 მცველი   საქართველო თორნიკე ძოწენიძე
25 თავდამსხმელი   საქართველო ლაშა კოხრეიძე
26 ნახევარმცველი   საქართველო რატი არდაზიშვილი
27 მცველი   საქართველო ლაშა შერგელაშვილი
28 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი კანდელაკი
30 მცველი   საქართველო ანტონ თოლორდავა
33 მცველი   ნიგერია რაფაელ ჩუკურა

შემადგენლობა 2023 რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო ლევან თანდილაშვილი
2 მცველი   საქართველო ტატო ჟივიძე
3 მცველი   საქართველო თორნიკე დუნდუა
4 მცველი   საქართველო ზურაბ გიგაშვილი
5 ნახევარმცველი   საქართველო ნიკოლოზ ნოზაძე
6 მცველი   სლოვენია მატეია რომი
7 ნახევარმცველი   ბრაზილია ვიქტორ ვიერა ვიტინიო
8 ნახევარმცველი   საქართველო საბა ფირანაშვილი
9 თავდამსხმელი   საქართველო იმედა აშორტია
10 ნახევარმცველი   რუსეთი ნიკოლოზ ყიფიანი
11 თავდამსხმელი   საქართველო ლაშა კოხრეიძე
12 ნახევარმცველი   საქართველო დაჩი ცნობილაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 მცველი   საქართველო მირიან ჯიქია (კაპიტანი)
15 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა ქოჩლაძე
16 მცველი   კოტ-დ’ივუარი კოჯო ალფონსი
17 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ომარაშვილი
18 ნახევარმცველი   საქართველო ოთარ გაგნიძე
20 მცველი   საქართველო ვაჟა ფაცაცია
21 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ილურიძე
22 მცველი   ჰაიტი ალექს კრისტიანი
24 თავდამსხმელი   საქართველო გურამ ყაველაშვილი
28 ნახევარმცველი   საქართველო ელდარ პარკინაშვილი
33 მეკარე   საქართველო ბექა ქურდაძე

მწვრთნელები რედაქტირება

პოზიცია პერსონალი
მთავარი მწვრთნელი   გიორგი მიქაძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი   სერგი ორბელაძე
მწვრთნელი   ლევან ყუფარაძე
მეკარეების მწვრთნელი   თამაზ ოდიკაძე
ფიზმომზადების მწვრთნელი   გიორგი მაკასარაშვილი
ანალიტიკოსი   ანდრო გიორგობიანი

პერსონალი რედაქტირება

პოზიცია პერსონალი
ადმინისტრატორი   გოჩა ჯაშიაშვილი
ადმინისტრატორი   ბექა ამისულაშვილი
გუნდის ექიმი   ზვიად თავბერიძე
მედიაოფიცერი   გიორგი ვაშაკიძე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მედია
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სქოლიო რედაქტირება

  1. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ შემადგენლობა // „თელავის“ 2019 წლის შემადგენლობა ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. წყარო: Erovnuli Liga. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  2. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ შემადგენლობა // 2019 Erovnuli Liga 2. წყარო: Erovnuli Liga. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  3. ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს // ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი: „მე და ჩემმა მეგობრებმა — ალეკო ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ ახალი კლუბი, „თელავი“ დავაფუძნეთ.“ 10 სექტემბერი, 2016. წყარო: sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  4. „საბურთალო“ ლიდერებს დაეწია, „თელავმა“ პირველად წააგო
  5. „თელავმა“ არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი დაიმატა
  6. არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „თელავში“ ითამაშებს
  7. მერაბ მამულაშვილი. (29 თებერვალი, 2020). „„თელავმა“ ცხრა ფეხბურთელი დაიმატა“. 1tv.ge. თბ. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მწვრთნელები — ზურაბ მენთეშაშვილი, ბესიკ აბულაძე, გოჩა ჯაშიაშვილი, იოსებ ასაბაშვილი, იონა ხარშილაძე, ბექა ამისულაშვილი, რევაზ გოცირიძე, მუხრან ქარჩავა. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.