ლაშა თოთაძე (დ. 24 აგვისტო, 1988, ახალციხე) — ქართველი ფეხბურთელი, „დინამო თბილისის“ მცველი. თამაშობს როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.

ლაშა თოთაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა თოთაძე
დაბადების
თარიღი
24 აგვისტო, 1988 (1988-08-24) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ახალციხე, საქართველოს სსრ
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
2005-2007 გაგრა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007–2008 გაგრა 23 (4)
2008–2010 დინამო კიევი 0 (0)
2008–2009 დინამო-2 კიევი 14 (0)
2009–2010 გაგრა 13 (1)
2010–2012 დიორი 8 (1)
2011–2012   ლომბარდ-პაპა 14 (0)
2012   დილა გორი 11 (0)
2012 დინამო ბათუმი 6 (0)
2012–2013 დილა გორი 4 (0)
2013–2014 სიონი ბოლნისი 20 (3)
2014–2015 დინამო თბილისი 26 (3)
2015   საბურთალო 13 (0)
2015–2016 საბურთალო 13 (0)
2016–2017 სიონი ბოლნისი 13 (0)
2017– დინამო თბილისი 47 (9)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 საქართველო 21 წლ. 7 (2)
2015 საქართველო 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017

კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“.[1] პირველი მწვრთნელები იყვნენ თამაზ კოსტავა და თენგიზ კაცია. 2008 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ითამაშა.[2] 2009 წელს დაბრუნდა „გაგრაში“, 2010 წელს კი უნგრულ „დიორში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. 2011 წლის 1 ივლისიდან, იმავე წლის 1 დეკემბრამდე თოთაძე იჯარის წესით განათხოვრებული იყო ასევე უნგრულ „ლომბარდ-პაპაში“.[3] იჯარის დასრულების შემდეგ თოთაძე „დიორში“ არ დარჩენილა, ამჯერად გორის „დილაში“ გაანათხოვრეს.[4] 2012 წლის აგვისტოში თოთაძემ „დიორი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამავე წლის სექტემბერში ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა,[5] სადაც 6 უგოლო მატჩი ჩაატარა. დეკემბერში გორის „დილაში“ დაბრუნდა,[6] თუმცა მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.[7] 2013 წლის ივლისში ლაშა ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა, უმაღლეს ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თასზე 5 მატჩი, გოლი არ გაუტანია.

2014 წლის ივნისიდან იცავდა „დინამო თბილისის“ ღირსებას. „დინამოს“ რიგებში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ კახაბერ ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. 2015 წლის ივლისში, 6 თვიანი იჯარით „საბურთალოს“ შეუერთდა.[8] იჯარის დროის ამოწურვის შემდეგ „საბურთალომ“ მისი კონტრაქტი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.[9] 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თოთაძე ბოლნისის „სიონში“ გადავიდა.[10]

2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ლაშა თოთაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა, გუნდს თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდა.[11]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. По данным сайта «dynamomania.com» დაარქივებული 2014-05-12 საიტზე Wayback Machine. , что весьма сомнительно, учитывая известные события. Скорее всего, в первоисточнике имелось ввиду, что он начал заниматься в грузинском клубе с названием «Гагра» (из города Тбилиси), что было неправильно понято авторами текста на вышеуказанном сайте и вызвало у них ошибочные ассоциации с неподконтрольным с 1992 года грузинским властям абхазским городом.
  2. ან მთავარი, ან წასვლა! ლაშა თოთაძეს დუბლები აღარ ხიბლავს დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „სარბიელი“, 5 მარტი, 2009.
  3. თოთაძე და განუგრავა იჯარით „პაპაში” გაუშვეს ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 28 ივნისი, 2011.
  4. განუგრავა და თოთაძე „დიორში” არიან ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 27 ივნისი, 2012.
  5. თოთაძე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 25 სექტემბერი, 2012.
  6. გორის „დილას“ ლაშა თოთაძე დაუბრუნდა, გოჩა ხოჯავამ და რევაზ ბარაბაძემ ვარჯიში განაახლეს ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული].
  7. ლაშა თოთაძემ გორის „დილა“ მეორედ დატოვა,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული].
  8. თოთაძე "საბურთალოს" შეკრებაზე შეუერთდა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 28 ივლისი, 2015.
  9. “საბურთალომ” ცაცკრიალაშვილი დაიმატა და თოთაძე შეინარჩუნა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 6 იანვარი, 2016.
  10. სამი ახალწვეული "სიონში" დაარქივებული 2021-07-26 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „mysports.ge“, 1 ივნისი, 2016.
  11. თბილისის "დინამო" თურქეთში გაემგზავრა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 16 იანვარი, 2017.