გიორგი ჭიაბრიშვილი
გიორგი ჭიაბრიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1979) — ქართველი პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1979 | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | საბურთალო | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
წლები | გუნდი | ||
2008—2011 |
ზესტაფონი (მწვრთნელის ასისტენტი) | ||
2011—2012 | ზესტაფონი | ||
2014—2015 | საბურთალო | ||
2015 | საბურთალო | ||
2016—2017 |
საქართველო 21 წლ. (მწვრთნელის ასისტენტი) | ||
2016—2018 | საბურთალო | ||
2020—2021 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2022—2023 | დინამო თბილისი | ||
2024— | დინამო ბათუმი |
კარიერა
რედაქტირებაგიორგი ჭიაბრიშვილი არის საქართველოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელი (2018, 2020).[1][2] ეროვნული ლიგის ორგზის ჩემპიონია ზესტაფონის „ზესტაფონთან“ (2011/2012) და თბილისის „საბურთალოსთან“ (2018) ერთად.
2015 წელს „საბურთალოსთან“ ერთად ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და არსებობის ისტორიაში პირველად, კლუბი ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. 2019 წელს ჭიაბრიშვილმა „საბურთალოსთან“ ერთად მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი.
6 წლის განმავლობაში ჭიაბრიშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. მისი აღზრდილები არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები — გიორგი ხარაიშვილი, ლაზარე კუპატაძე და ნიკოლოზ მალი.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნულ ლიგაში დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 2011/2012 წლის სეზონში „ზესტაფონში“ დაიწყო და პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
2008 წლიდან ის „ზესტაფონში“ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა. ჭიაბრიშვილი საქართველოს ჩემპიონი ასისტენტის რანგშიც გახდა, 2010/2011 წელს.
სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2015 წელს დადგა, როცა „საბურთალოსთან“ ერთად, აკადემიის აღსაზრდელებით ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 3 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, 2018 წელს ჭიაბრიშვილი ამჯერად „საბურთალოსთან“ ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი.[3] ჩემპიონობის შემდეგ, „საბურთალომ“ სადებიუტო მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალფიკაციო ეტაპზე ჭიაბრიშვილის გუნდმა სენსაციურად, სტუმრად მოლდოვის ჩემპიონი ტირასპოლის „შერიფი“ 3-0 დაამარცხა. თბილისში, საპასუხი მატჩი „საბურთალომ“ 3-1 დათმო და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ზაგრების „დინამოსთან“ ორი მატჩის ჯამში „საბურთალო“ 5-0 დამარცხდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა. სტუმრად, ერევანში ჭიაბრიშვილის გუნდმა „არარატი“ 2-1 დაამარცხა, თბილისში კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2-0 წააგო. ევროტურნირის პირველივე სეზონში, „საბურთალომ“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
ერთი წლის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, „საბურთალომ“ თბილისის ლოკომოტივი 3-1 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.
მატჩის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 2020 წლის ივლისში თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი[4] და თბილისური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევროსეზონის ავტორიც გახდა.
2020 წლის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის „ლოკომოტივმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ორი ეტაპი გაიარა. 2020 წლის 27 აგვისტოს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თბილისში რუმინული კრაიოვა 2-1 დაამარცხა.
17 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ იდენტური ანგარიშით დაამარცხა და მესამე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 24 სექტემბერს „ლოკომოტივი“ ლა ლიგის წარმომადგენელ „გრანადასთან“ 2-0 დამარცხდა და ევროტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება„საბურთალოში“, საკლუბო კარიერის პარალელურად, გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებშიც იმუშავა. 2015/2016 წლებში იგი ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტი იყო. თითქმის 2 წლიანი მუშაობის და ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, გეგუჩაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ჭიაბრიშვილმაც და 2017 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობა აღარ გააგრძელა.
სამწვრთნელო მიღწევები
რედაქტირება- ეროვნული ლიგა — ჩემპიონი: 2011/2012
- დავით ყიფიანის თასი — ფინალისტი: 2011/2012
- ეროვნული ლიგა 2 — ჩემპიონი: 2014/2015
- ეროვნული ლიგა — ჩემპიონი: 2018
- დავით ყიფიანის თასი — გამარჯვებული: 2019
- ინდივიდუალური ჯილდოები
- „საბურთალო“
- ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: 2018
- „თბილისის ლოკომოტივი“
- ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: 2020
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა. fcsaburtalo.ge. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2021.
- ↑ ჭიაბრიშვილი წლის მწვრთნელია, სიხარულიძე წლის ფეხბურთელი. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2021.
- ↑ გიორგი ჭიაბრიშვილი: ეს სულ სხვა ემოციაა!. erovnuliliga.ge. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2021.
- ↑ გიორგი ჭიაბრიშვილი: ამბიციურ კლუბში მოვედი, დრო ბევრი მაქვს. Popsport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.