ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
ლოკომოტივი თბილისი — საფეხბურთო კლუბი თბილისში, დაარსდა 1936 წელს. ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. უეფა-ს თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1999 წელს (C3, სეზონი 1999/2000).
სრული სახელი |
საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი თბილისი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 14 აგვისტო, 1936 | ||
სტადიონი |
მიხეილ მესხის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 24,680) | ||
პრეზიდენტი | ლექსო თოფურია | ||
მწვრთნელი | რევაზ გოცირიძე | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
გამოდიოდა ომც „ლოკომოტივი“ (1988-89), „მერანის“ (1990-93), „მერანი-ბაჩოს“ (1993-95) სახელწოდებით. თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), პირველ (1939, 1946-48, 1959-70), მეორე (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 02, 05) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება).
სტადიონი
რედაქტირებამიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი „ლოკომოტივი“. აქ ტარდება შეჯიბრებები ფეხბურთსა და მსუბუქ ათლეტიზმში. საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივის“ საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ჰქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.
შემადგენლობა 2021
რედაქტირებამონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 9 ნოემბრის მონაცემებით.[1]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
2017 წლის ტრანსფერები
რედაქტირებამოვიდნენ
რედაქტირებაპოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ბექა ქურდაძე | საბურთალო |
მცველი | გიორგი რეხვიაშვილი | ჩიხურა საჩხერე |
მცველი | გულვერდ თომაშვილი | ცხინვალი |
მცველი | თეიმურაზ ღონღაძე | დილა გორი |
მცველი | აკაკი ქიმერიძე | 35-ე სკოლა |
ნახევარმცველი | ალექსანდრე ანდრონიკაშვილი | 35-ე სკოლა |
ნახევარმცველი | ზურაბ მენთეშაშვილი | ნორჩი დინამოელი |
ნახევარმცველი | ირაკლი კომახიძე | შუქურა ქობულეთი |
ნახევარმცველი | ნოდარ ქავთარაძე | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | ვატო არველაძე | ლოკომოტივი თბილისი 19 წლ. |
თავდამსხმელი | ირაკლი ბუღრიძე | ლოკომოტივი თბილისი 19 წლ. |
თავდამსხმელი | ირაკლი სიხარულიძე | სიონი ბოლნისი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
რედაქტირებაპოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ლაზარე კუპატაძე | საბურთალო |
მცველი | გიორგი გეთიაშვილი | გაგრა |
მცველი | გიორგი ფოფხაძე | დილა გორი |
მცველი | ბორის მახარაძე | შუქურა ქობულეთი |
ნახევარმცველი | ირაკლი კლიმიაშვილი | შუქურა ქობულეთი |
ნახევარმცველი | ალეკო მზევაშვილი | ჭიათურა |
ნახევარმცველი | გიორგი კუხიანიძე | ტორპედო ქუთაისი |
ნახევარმცველი | ნიკა წივწივაძე | ცხინვალი |
ნახევარმცველი | ომარ პატარკაციშვილი | შევარდენი-1906 თბილისი |
ნახევარმცველი | ვაჟა ქიქავა | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | დავით ჩაგელიშვილი | სამტრედია |
თავდამსხმელი | მათე ვაწაძე | ვიბორგი |
თავდამსხმელი | ლუკა ზარანდია | არკა გდინია |
თავდამსხმელი | დათო დარციმელია | თავისუფალი აგენტი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1937, 1945
- საქართველოს უმაღლესი ლიგა
- მეორე ადგილი: 2001, 2002
- მესამე ადგილი: 1999
- საქართველოს თასი
- ჩემპიონი: 2000, 2002, 2005
- ფინალისტი: 2001
- საბჭოთა პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1961
- მეორე ადგილი: 1939, 1960
- მესამე ადგილი: 1969, 1947
- საბჭოთა მეორე ლიგა
- ჩემპიონი: 1963
- პირველი ლიგა
- მეორე ადგილი: 1997, 2013
ლოკომოტივის მწვრთნელები
რედაქტირებაპერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2013 — | ვასილ მაისურაძე | ||
2010 — 2013 | ჟერარდ სარაგოსა | ||
2010 — 2013 | გელა სანაია | ||
2007 — 2010 | გიორგი კიკნაძე | ||
2006 — 2007 | ამირან მინაშვილი | ||
2005 | ნოდარ აკობია | ||
1936 — 2005 |
ლოკომოტივის ბომბარდირები
რედაქტირებაწელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | მამია გავაშელიშვილი | საქართველო | 45 |
2013-14 | გიორგი არაბიძე | საქართველო | 8 |
2012-13 | დავით ჯიქია | საქართველო | 18 |
2011-12 | დავით ჯიქია | საქართველო | 9 |
2009-10 | ლევან ცქიტიშვილი | საქართველო | 4 |
2008-09 | ლევან ცქიტიშვილი | საქართველო | 6 |
ევროთასებზე
რედაქტირებასეზონი | ტურნირი | ეტაპი | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|
1999-2000 | უეფა-ს თასი | საკვალიფიკაციო ეტაპი | ლინფილდი | 1-0 | 1-1 |
პირველი ეტაპი | პაოკი | 0-7 | 0-2 | ||
2000-2001 | საკვალიფიკაციო ეტაპი | სლოვან ბრატისლავა | 0-2 | 0-2 | |
2001-2002 | საკვალიფიკაციო ეტაპი | ბირკირკარა | 1-1 | 0-0 | |
2002-2003 | პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | კოპენჰაგენი | 1-4 | 1-3 | |
2005-2006 | საკვალიფიკაციო ეტაპი | ბანანცი | 0-2 | 3-2 | |
2008 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | პირველი რაუნდი | ეტცელა | 2-2 | 0-0 |
2020-2021 | უეფა-ს ევროპის ლიგა | პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | კრაიოვა | 2-1 | - |
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | დინამო მოსკოვი | 2-1 | - | ||
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი | გრანადა | - | 0-2 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ლოკომოტივი - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)