სანდრო ალთუნაშვილი

ქართველი ფეხბურთელი

სანდრო ალთუნაშვილი (დ. 19 მაისი, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. ავსტრიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბერგერის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

სანდრო ალთუნაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 მაისი, 1997 (1997-05-19) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვოლფსბერგერი
ნომერი 19
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2021 საბურთალო 143 (5)
2021–2023 დინამო ბათუმი 82 (4)
2021–2023 ვოლფსბერგერი 34 (0)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 საქართველო 19-წ. 6 (0)
2021– საქართველო 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ოქტომბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი, 2024

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

„საბურთალო“

რედაქტირება

სანდრო ალთუნაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში აქვს გატარებული.

2014–2021 წლებში „საბურთალოს“ მაისურით სანდრომ ეროვნული ლიგის 143 მატჩი ითამაშა და 5 გოლი შეაგდო. „საბურთალოს“ რიგებში 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. კლუბთან ერთად გახდა ასევე საქართველოს თასისა[1] და სუპერთასის მფლობელი.

ბათუმის „დინამო“

რედაქტირება

შემდეგ იყო ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ეროვნულ ლიგაში გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველი.

პირველად ბათუმის „დინამოს“ მაისურით 2021 წლის 27 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ბათუმელები ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ, რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.

ბათუმელთა რიგებში 2021–2023 წლებში მან ეროვნული ლიგის 82 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში 2021 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება, ხოლო 2022 წელს საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.

„ვოლფსბერგერი“

რედაქტირება

2023 წლის ივნისში სანდრო ალთუნაშვილი ოფიციალურად „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდა, ავსტრიულმა კლუბმა ალთუნაშვილს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.[2][3] მისი დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 აგვისტოს, მეორე ტურის გასვლით შეხვედრაში, „ვიორთეზი შტადიონზე“ (გერმ. Wörthersee Stadion) კლაგენფურტის „აუსტრიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. სანდრომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 63 წუთი ითამაშა. მატჩი ფრედ — 2–2 დასრულდა.[4]

2023 წლის 12 აგვისტოს სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი თერთმეტ რჩეულ მოთამაშეს შორის პორტალმა Sofascore-მა დაასახელა. ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს „აუსტრია“ მიიღო, მატჩი ფრედ — 1–1 დასრულდა.[5] ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება — 7.8 ქულა დაუწერა.[6]

2024 წლის 4 ნოემბერს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ვოლფსბერგერმა“ შინ კლაგენფურტის „აუსტრია“ მიიღო და 4–0 მოუგო. „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობას სანდრო ალთუნაშვილი დაუბრუნდა, 26 წლის ნახევარმცველს „რაინდორფ ალტახთან“ მიღებული დაზიანების გამო 2 მატჩის გამოტოვება მოუწია. ალთუნაშვილმა ამ მატჩში ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა ერთ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა, 69-ე წუთზე კი შეტევა გოლით დასრულდა.[7][8]

2024 წლის 3 მარტს ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 4–0 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელებმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. მე-2 წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ალთუნაშვილი კი მთავარმა მსაჯმა 55-ე წუთზე გააფრთხილა. ალთუნაშვილმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[9][10]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 5 სექტემბერს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა. სანდრომ მატჩის 69-ე წუთზე გიორგი აბურჯანია შეცვალა. შეხვედრა ბადახოსის „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ (ესპ. Estadio Nuevo Vivero) გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 4–0 დასრულდა.[11]

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 10 სექტემბერი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
 
საქართველო
2021 2 0
2023 6 0
ჯამში 8 0

სანაკრებო მატჩები და გოლები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 05.09.2021 ბადახოსი ესპანეთი   4–0   საქართველო მსოფ. შეს.   69' [12]
2 08.09.2021 სოფია ბულგარეთი   4–1   საქართველო ამხანაგური   59' [13]
3 12.10.2023 თბილისი საქართველო   8–0   ტაილანდი ამხანაგური   46' [14]
4 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი   3–1   საქართველო ევრ. შეს.   90' [15]
5 09.06.2024 პოდგორიცა მონტენეგრო   1–3   საქართველო ამხანაგური   80' [16]
6 18.06.2024 დორტმუნდი თურქეთი   3–1   საქართველო ევრო 2024   89' [17][18]
7 30.06.2024 კელნი ესპანეთი   4–1   საქართველო ევრო 2024   41' [19]
8 10.09.2024 ტირანა ალბანეთი   0–1   საქართველო ერთა ლიგა   90+3' [20]

მიღწევები

რედაქტირება
  საბურთალო
  დინამო ბათუმი

ინდივიდუალური

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · Eurosport · Soccerway · Transfermarkt · UEFA.com
ვიდეო
Geo Scout · europop · FC Iberia
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge
  1. Iberia 1999 3–1 Lokomotivi Tbilisi / David Kipiani Cup. soccerway
  2. „ვოლფსბერგერმა“ სანდრო ალთუნაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
  3. ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდა
  4. Austria Klagenfurt 2–2 Wolfsberger AC / Bundesliga. soccerway
  5. Wolfsberger AC 1–1 Austria Lustenau / Bundesliga. soccerway
  6. სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში
  7. ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - „ვოლფსბერგერმა“ 4–0 მოიგო
  8. Wolfsberger AC 4–0 Austria Klagenfurt / Bundesliga. soccerway
  9. „შტურმის“ მარტივი გამარჯვება - ქართველების დუელი კიტეიშვილმა მოიგო
  10. Sturm Graz 4–0 Wolfsberger AC / Bundesliga. soccerway
  11. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers
  12. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  13. Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
  14. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  15. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  16. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  17. Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  18. Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
  19. Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  20. Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  21. ისტორიაში პირველად - „საბურთალომ“ საქართველოს თასი მოიგო
  22. ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ნახევარმცველი
  23. ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოავლინა
  24. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ