იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)

„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე (ბენდელა).

ს.კ იბერია 1999
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი იბერია 1999
დაარსდა 1999
სტადიონი ბენდელა, თბილისი
(ტევადობა: 1000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ტარიელ ხეჩიკაშვილი
მწვრთნელი ომარ თეთრაძე
კაპიტანი ლევან კაკუბავა
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

„საბურთალოს“ ძველი ლოგოები

1999-2014
2015-2021

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე იყო.

2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა. პრეზიდენტი არის ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტობრივად მეორე დღიდანვე დაიწყო, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძეა.

დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებს მოზარდ თაობას. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.

„საბურთალოს“ აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ირიცხებოდა ჩვიდმეტ წლამდელთა ნაკრებში, 1,5 წლით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მათივე მიწვევით, იჯარით. შემდეგ კი გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესთან“, რომელშიც ასევე ირიცხება ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ისინი დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საფეხბურთო კარიერას. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავით ხოჭოლავა („ემპოლი“), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის „სპარტაკი“). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, „საბურთალოში“ ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.

შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი უპირატესი საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 4 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, 2 ისევ მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი „ბენდელა“ ასათიანის ქუჩა №7ა–ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობებია შექმნილი მოთმაშეებისათვის. 2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი: 2011 წლის დეკემბერში – „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ხოლო 2012 წლის დეკემბრიში „სალერის თასი“, სადაც მონაწილეობდნენ „ვიტესი“, „მალაგა“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. ორივე წელს პირველი ადგილი საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაიკავა.

2024 წლის 27 თებერვალ გუნმა სახელი „იბერია 1999“-ად შეიცვალა[1].

შემადგენლობა 2021 რედაქტირება

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემრის მონაცემებით[2]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო თორნიკე მეგრელიშვილი
2 მცველი   საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი   საქართველო გიორგი ლაცაბიძე
4 მცველი   საქართველო გიორგი ჯგერენაია
5 მცველი   საქართველო საბა მამაცაშვილი
6 ნახევარმცველი   საქართველო შოთა ნონიკაშვილი
7 ნახევარმცველი   საქართველო იური ტაბატაძე
8 ნახევარმცველი   საქართველო თორნიკე ძებნიაური
9 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი გულიაშვილი
11 ნახევარმცველი   საქართველო ლევან ნონიკაშვილი
12 მცველი   საქართველო ლევან კაკუბავა
13 მეკარე   საქართველო ოთო გოშაძე
15 ნახევარმცველი   საქართველო დაჩი ცნობილაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 თავდამსხმელი   საქართველო ლაშა კოხრეიძე
17 მცველი   საქართველო რომან ჩაჩუა
19 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ერისთავი
20 ნახევარმცველი   გერმანია სიმონ ზეფერინგსი
25 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი კვერნაძე
26 ნახევარმცველი   საქართველო გიზო მამაგეიშვილი
27 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი გოჩოლეიშვილი
30 მეკარე   საქართველო ლუკა ლეჟავა
31 ნახევარმცველი   საქართველო თორნიკე ასკურავა
32 ნახევარმცველი   საქართველო აკაკი შულაია
34 ნახევარმცველი   მოლდოვა დმიტრი მანდრიჩენკო
35 მცველი   ნიგერია ოგაგა ოდუკო
38 მეკარე   საქართველო რევაზ კურტანიძე
40 მცველი   მოლდოვა ვიქტორ მუდრაკი

2017 წლის ტრანსფერები რედაქტირება

მოვიდნენ რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ლაზარე კუპატაძე   ლოკომოტივი თბილისი
მეკარე   ლუკა სანიკიძე   საბურთალო 19 წლ.
მცველი   ლუკა ლაკვეხელიანი   საბურთალო 19 წლ.
მცველი   დაჩი ცნობილაძე   სამტრედია
ნახევარმცველი   ზურაბ არზიანი   შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი   გოგი ფიფია   ნორჩი დინამოელი
თავდამსხმელი   თემურ ჩოგაძე   საბურთალო 19 წლ.
თავდამსხმელი   ლაშა შინდაგორიძე   ცხინვალი
თავდამსხმელი   ლუკა იმნაძე   გურია ლანჩხუთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   ბექა ქურდაძე   ლოკომოტივი თბილისი
მცველი   ხოსე მანუელ კარასკო   პალენსია
ნახევარმცველი   ირაკლი რუხაძე   მერანი მარტვილი
თავდამსხმელი   გიორგი ბუხაიძე   კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი   სანტი ხარა   რასინგი
თავდამსხმელი   ხუანფრი   ანტეკერა

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროთასებზე რედაქტირება

სეზონი შეჯიბრება რაუნდი კლუბი შინ გასვლითი ჯამი
2019-20 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1-ლი შრ   შერიფ ტირასპოლი 1−3 3−0 4−3
მე-2 შრ   დინამო ზაგრები 0−2 0−3 0−5
უეფა-ს ევროპა ლიგა მე-3 შრ   არარატ-არმენია 0−2 2−1 2−3
2020-21 უეფა-ს ევროპა ლიგა 1-ლი შრ   აპოლონი X 1−5 1-5
2022-23 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ   პარტიზანი 0−1 1−0 დ.დ 1−1 (5−4 პენ.)
მე-2 შრ   სტიაუა 1−0 2−4 3−4
2020-21 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ

ტიტულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება